შესაძლებელია თუ არა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერება?
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების პერიოდში პირს არ დაერიცხება ფიქსირებული გადასახადი. ამასთან, საქმიანობის განახლების შემთხვევაში პირი ვალდებულია აცნობოს საგადასახადო ორგანოს და გადაიხადოს საქმიანობის განახლების თვის ფიქსირებული გადასახადი სრულად.
