დაელოდეთ...

269.7 საგადასახადო დავებში ყველაზე ხშირად მოთხოვნილი შეღავათია — და ყველაზე ხშირად უარყოფილიც. 587 გამოქვეყნებული დავის ანალიზმა აჩვენა, სად გადის ზუსტი ზღვარი „საპატიებელ შეცდომასა“ და „სისტემურ უწესრიგობას“ შორის — და რომელი პროცედურული დეტალი ღირს ათასობით ლარი.

გაყიდეთ აქტივი და არ იცით, დაიბეგრება თუ არა მიღებული შემოსავალი? პასუხი სამ ფაქტორზეა დამოკიდებული: რა ტიპის აქტივს ყიდით, რამდენ ხანს გქონდათ საკუთრებაში და გამოიყენებოდა თუ არა ეკონომიკურ საქმიანობაში. ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილება №143 ამ კითხვებს დეტალურად პასუხობს.

შემოსავლების სამსახურმა გააჟღერა ახალი მიდგომა (სიტუაციური სახელმძღვანელო N1434) არარეზიდენტი ფიზიკური პირების(მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის მქონე და არმქონე)  ქონების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, როდესაც აღნიშნული ფიზიკური პირები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობენ ნებისმიერ ქონებას და ყოველი წლის 1 ნოემბრამდე თვითონ არ წარადგენენ ქონების დეკლარაციას.

ახალი მიდგომის მიხედვით ნებისმიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, რომელთაც საქართველოს ტერიტორიაზე აქვთ უძრავი ქონება (ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი...)  საგადასხადო ორგანო დაარიცხავს სავარაუდო ქონების გადასახადს მის საკუთრებაში არსებული დასაბეგრ ქონებაზე - უმაღლესი განაკვეთით(საბაზრო ღირებულების 0,8%-1%), თუ აღნიშნული არარეზიდენტი ფიზიკური პირები არ დარეგისტრირებიან შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ გვერდზე www.rs.ge და ყოველი წლის 1 ნოემბრამდე არ წარადგენენ ქონების დეკლარაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ საგადასხადო კოდექსის 206 მუხლი პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს, ხოლო თუ აღნიშნული შემოსავალი აღემატება 40 000ლ:

  •  40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ქონების საბაზრო ღირებულების – 0.05%-დან 0.2%-მდე განაკვეთით.
  • 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ქონების საბაზრო ღირებულების –  0.8%-დან 1%-მდე განაკვეთით.

     უნდა აღინიშნოს, რომ არარეზიდენტ ფიზიკურ პირებთან მიმართებით, რეზიდენტებისგან განსხვავებით შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საგადასახადოსთვის არ არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ასეთი არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავლები 100 000 ლარს აჭარბებს, შედეგად შემოსავლების სამსახური იმ არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მაგალისთვისთვის – საქართველოში საკუთრებაში გააჩნიათ ბინა ან სახლი მათ მიერ დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მაქსიმალური განაკვეთის მიხედვით დაბეგრავს  (0.8%-დან 1%-მდე) და მოსთხოვს უმაღლესი განაკვეთით დაანგარიშებულ ქონებაზე ქონების გადასახადის გადახდას.

შესაბამისად აღიშნულის გათვალისწინებით სასურველია არარეზიდენტ ფიზიკურმა პირებმა თავადვე მოახდინონ ქონების დეკლარაციის წარდგენა, რომ თავი აარიდონ შემდგომ გართულებს, რაც მდგომარეობს საგადასხადო ვალდებულების დარიცხვასა და შესაბამისი აღსრულების ღონისძიებების გააქტიურებაში, რაც გამოიხატება ქონების და ანგარიშების დაყადაღებით და ასევე საზღვრის კვეთისას შესაბამისი გართულებებით.

აღნიშნული სიტუაციური სახელმძღვანელოს სანახავად დააჭირეთ აქ


2020 წ 5 მაისს ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა  საჯარო გადაწყვეტილება საიჯარო აქტივის გამოყენების უფლების ქონების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“

აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტავს იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომლის მიხედვითად საიჯარო აქტივის გამოყენების უფლებით ფლობა საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის არ წარმოშობს ქონების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულებას

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (ფასს) 16-ის 47-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: 

„მოიჯარემ შემდეგი ინფორმაცია ან ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში უნდა წარმოადგინოს, ან გაამჟღავნოს განმარტებით შენიშვნებში: 

ა) აქტივების გამოყენების უფლებები სხვა აქტივებისგან განცალკევებით. თუ მოიჯარე აქტივების გამოყენების უფლებებს განცალკევებით არ წარადგენს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, მაშინ მოიჯარემ: 

(i) აქტივების გამოყენების უფლებები უნდა ჩართოს ანგარიშგების იმ მუხლში, რომლის შემადგენლობაშიც აისახებოდა შესაბამისი საიჯარო აქტივები იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს საკუთრებაში იქნებოდა; და 

(ii) გაამჟღავნოს ინფორმაცია იმის შესახებ, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების რომელ მუხლებში არის ასახული ამგვარი აქტივების გამოყენების უფლებები“. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია პირის საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული მატერიალური აქტივის (მაგალითად, შენობა-ნაგებობის) გამოყენების უფლება აღრიცხული ჰქონდეს ფინანსური ანგარიშგების ძირითადი საშუალებების მუხლის შემადგენლობაში. 

გასათვალისწინებელია, რომ სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არამატერიალური აქტივი წარმოადგენს ფიზიკური ფორმის არმქონე, იდენტიფიცირებად არაფულად აქტივს, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს მიეკუთვნება: საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია, იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოს დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის სპეციალური უფლებები და სხვა ამგვარი არამატერიალური აქტივები. 

სსკ-ის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილი განმარტავს, რომ ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია. 

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი (ბასს) 16-ის მე-6 პუნქტის მიხედვით, ძირითადი საშუალებები არის მატერიალური აქტივები, რომლებიც: 

ა) იმყოფება საწარმოს მფლობელობაში და გამოიყენება: საქონლის ან მომსახურების წარმოებაში ან მისაწოდებლად, იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; და 

ბ) გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით გამოსაყენებლად. 

ამდენად, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილისა და ბასს 16-ის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ძირითადი საშუალება განმარტებულია როგორც მატერიალური აქტივი. 

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები. ამასთან, აქტივის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ასახვის საკითხი რეგულირდება და განისაზღვრება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 

ამრიგად, როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მიხედვით, აქტივის გამოყენების უფლება არ წარმოადგენს მატერიალურ აქტივს და, შესაბამისად, სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნსთვის, არ უნდა იქნას განხილული ძირითად საშუალებად. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელს ამგვარი აქტივები, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აღრიცხული აქვს ძირითადი საშუალებების ჯგუფში, ამ გადამხდელისათვის არ წარმოშობს სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. 

საქონლის მიწოდება
 
 
ნაწილი #1 - ზოგადი ნაწილი
 
შესავალი
 
საქონლის მიწოდების ცნება, ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად განხილული ცალკეული ოპერაციები, და ოპერაციები, რომლებიც არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად, განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლით.
 
 
მაგალითი 1. (ბონუსების დაბეგვრა)
 
პირობა:
შეთანხმების თანახმად მიმწოდებელი დასაბეგრი პირი „A“ (საბითუმო მიმწოდებელი) მიწოდებულ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ პროდუქციაზე მყიდველ ასევე დასაბეგრ პირ „B“-ს (დისტრიბუტორი) სთავაზობს 20%-იან ფასდაკლებას, თუ B-ს მხრიდან ამ პროდუქციის შემდგომი რეალიზაციის მაჩვენებელი მიაღწევს გარკვეულ რაოდენობას, ან თუ B-ს მხრიდან განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები (მაგ. A-ს პროდუქციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება და ა.შ.) A-ს პროდუქციის რეალიზაციის წახალისების მიზნით.
 
A-ს მიერ B-ზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 118’000 ლარზე, ხოლო თუ B - დააკმაყოფილებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასდაკლების პირობებს:
 
ფასდაკლებულ თანხას 23’600 ლარს A „ბონუსის სახით“ ურიცხავს B-ს ანგარიშზე, ან აღნიშნული თანხით იმცირებს მოთხოვნას B-ს მიმართ;
 
ვარიანტი I: A - ს მიერ ფასდაკლებულ თანხასთან მიმართებაში გამოიწერება კორექტირების ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად ბონუსის ანაზღაურების ან მოთხოვნის შემცირების საანგარიშო პერიოდში/პერიოდებში 20’000 ლარით შემცირებულია დასაბეგრი ოპერაციის თანხა, შესაბამისად B-სთვის 3’600 ლარით - ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.
 
ვარიანტი II: მხარეების მიერ B-ს აქტივობები - პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის მიზნით დაკვალიფიცირებულია მომსახურების გაწევად A-ს მიმართ და ბონუსის თანხის ანაზღაურების ან მოთხოვნის შემცირების საანაგრიშო პერიოდში/პერიოდებში B-ს მიერ A-ს მიმართ გამოწერილია მომსახურების გაწევის დამადასტურებლად ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველზე დასაბეგრი ოპერაციის თანხა შეადგენს 20’000 ლარს, ხოლო დარიცხული დღგ-ის თანხა 3’600 ლარს.
 
შეფასება:
სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის გ) ქვეპუნქტის მიხედვით საქონლის მიწოდებად განიხილება საქონლის გადაცემა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით საკომისიო ანაზღაურება ხორციელდება საქონლის შეძენის ან გაყიდვის შემთხვევაში.
 
სსკ-ის 1601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
 
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკუთარი სახელით მოქმედ დასაბეგრ პირზე ანაზღაურების სანაცვლოდ რეალიზაციის მიზნით საქონლის გადაცემა, მიუხედავად იმისა ამ პირზე გადადის თუ არა ამ საქონლის საკუთრების უფლება, განიხილება საქონლის მიწოდებად და არა საქონლის მიმღების მიერ მიმწოდებლისთვის მომსახურების გაწევად, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში, B-ს მიერ მიღებული საქონლის რეალიზაციის მიზნით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს A-ს მიერ B-სთვის საქონლის მიწოდების ოპერაციის შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად თუ ამ ქმედებისათვის A ანაზღაურებს თანხას, ან იმცირებს მოთხოვნას, აღნიშნული წარმოადგენს ანაზღაურების შემცირებით გამოწვეულ კორექტირების გარემოებას.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
 
პირველ ვარიანტში მხარეების ქმედება მართლზომიერია;
 
მეორე ვარიანტში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს კორექტირების გარემოება შეფასებული აქვთ ანაზღაურების სანაცვლოდ გაწეულ მომსახურების ოპერაციად, იმის გათვალისწინებით, რომ განხორციელებული საქონლის მიწოდების ოპერაცია სრულად იბეგრება დღგ-ით და ასევე მხარეების მიერ მომსახურების გაწევაც წარმოადგენს დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ოპერაციას, აღნიშნული ოპერაციის მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირება, პირველ ვარიანტთან შედარებით არ ცვლის მხარეების საგადასახადო ვალდებულებას, შესაბამისად სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით ოპერაცია გადაკვალიფიცირებას არ ექვემდებარება.
 
 
ნაწილი #2. საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით.
 
შესავალი
 
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის
1.1. 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით, განიხილება საქონლის მიწოდების ოპერაციად. მოცემულ შემთხვევაში, თუ ადგილი არ აქვს თანხის სრულად ან ნაწილობრივ წინასწარ ანაზღაურებას, აღნიშნული ოპერაცია, სსკ-ის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით იბეგრება საქონლის ფაქტობრივად გადაცემის მომენტში, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება სსკ-ის 164-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, ამ საქონლის ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით, გარდა ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის თანხისა.
 
შენიშვნა: „იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულება გამოსყიდვის პირობით“ გულისხმობს, რომ მოვლენათა ნორმალური განვითარების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა საქონლის მიმღებზე ხორციელდება ამ ხელშეკრულებით გათვალისიწნებული გადასახდელების სრული გადახდის, ან დამატებით ამ საქონლის ნარჩენი ღირებულების (რომელიც როგორც წესი ატარებს უმნიშვნელო/სიმბოლურ ხასიათს) გადახდის შემთხვევაში;
 
გამოსყიდვის პირობად ასევე განიხილება:
· თუ იჯარის ხელშეკრულების მიხედვით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა დამოკიდებულია მოიჯარის ნებაზე ან/და მის მიერ დამატებით პირობის შესრულებაზე და ამ უფლების გამოყენება მოიჯარისთვის წარმოადგენს ეკონომიკური თვალსაზრისით ერთადერთ რაციონალურ გადაწყვეტილებას;
 
· თუ ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით გადაცემული საქონლის საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი რისკი და ეკონომიკური სარგებელი გადაცემულია საქონლის მიმღებზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო გადასახდელების მიმდინარე ღირებულება პრაქტიკულად იდენტურია გადაცემის მომენტში ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის საბაზრო ფასის.
 
1.2. 179-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;
ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.
 
ამდენად, თუ სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადგენილ ვადაზე ადრე შეწყვეტის შედეგად ან სხვა მიზეზით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელზე საკუთრების უფლება მიმღებს არ გადაეცემა (საქონელი უბრუნდება მიმწოდებელს), სახეზე იქნება საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების გარემოება, რა დროსაც, განსახილველი ოპერაცია დაკვალიფირდება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის მომსახურების გაწევად. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების დრო იქნება კორექტირების გარემოების დადგომის (ხელშეკრულების შეწყვეტის) მომენტი.
 
2. გამოყენებული ტერმინები:
წინამდებარე დანართში გამოყენებული ტერმინები განმარტებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 5 თებერვლის №18/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მიზნებისათვის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესითა“ და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით, კერძოდ:
ა) ლიზინგი − ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, ამავე კოდექსის 576-ე - 5808 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების დაცვით;
ბ) ლიზინგთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯი - არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ლიზინგის გამცემის მიერ და წარმოადგენს ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის მიღების, შენარჩუნების, ასევე, ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად, ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღების საკუთრებაში გადაცემასთან ან ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, ხოლო ფინანსურ ხარჯს არ მიეკუთვნება ის ხარჯი, რომლის გადახდაც ლიზინგის მიმღებისათვის სავალდებულო იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ლიზინგის გარეშე თავად განახორციელებდა ლიზინგის საგნის შეძენას ან/და რომელთა გადახდაც მოსალოდნელია ლიზინგის გამოუყენებლობის შემთხვევაშიც.
გ) სალიზინგო საზღაური არის ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი შენატანის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ლიზინგის დაფინანსების თანხას (მის ნაწილს) და ფინანსურ ხარჯებს.
დ) ლიზინგის რესტრუქტურიზაცია არის ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებული სალიზინგო საზღაურების გადახდის გრაფიკის ცვლილება, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს ლიზინგის მიმღებისთვის შექმნილი ფინანსური სირთულეებიდან ან ლიზინგის დაფინანსების თანხის ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის მიზეზით;
ე) ლიზინგის დაფინანსების თანხა არის ლიზინგის საგნის ღირებულება, ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებული კაპიტალიზირებადი დანახარჯების გათვალისწინებით, ლიზინგის მიმღების თანამონაწილეობის გარეშე;
 
3. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი არის ლიზინგის მიმღების მიერ გამცემისათვის ან გამცემის სახელით მოქმედი სხვა პირისათვის გადახდილი ან გადასახდელი ლიზინგთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯების ჯამი;
 
 
მაგალითი №01 (უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციის შემთხვევაში ლიზინგის სარგებლის და დასაბეგრი თანხის განსაზღვრა)
 
პირობა:
ლიზინგის გამცემმა დასაბეგრმა პირმა A-მ 2022 წლის 1 იანვარს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.0) ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა სამშენებლო ამწე. ამწეს შესყიდვის ფასი შეადგენს 85 000 აშშ დოლარს, ხოლო საქართველოში ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა დღგ-ის გარეშე შეადგინა 15 000 აშშ დოლარი (ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტში ვალუტის გაცვლითი კურსი ასევე შეადგენს 3.0)
 
ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული აქტივი ლიზინგით უნდა გადაეცეს საბოლოო მომხმარებელს გამოსყიდვის პირობით.
 
აქტივი საქართველოში ჩამოვიდა და მყიდველს ფაქტობრივად გადაეცა იმავე წლის 1 ივნისს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.1).
 
მიღება-ჩაბარების და გადახდის გრაფიკის მიხედვით, მყიდველმა სალიზინგო კომპანიას უნდა გადაუხადოს ჯამში 120 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, დღგ-ის გარეშე, საიდანაც აქტივის (ამწეს) ღირებულება არის (85 000 + 15 000)=100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და სხვადასხვა ფინანსური ხარჯები 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (აღნიშნული ხარჯები მოიცავს: პროცენტს 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, დაზღვევას - 2 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, გადაფორმების ხარჯს - 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და სხვა მნიშვნელოვან გადასახდელებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად - ჯამში 7 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი).
 
შეფასება:
მოცემულ მაგალითში, სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება ამწეს შესყიდვის ღირებულებას დამატებული ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული ხარჯი, ანუ ის თანხა რომლის გადახდაც ლიზინგის მიმღებს მოუწევდა იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ლიზინგის ხელშეკრულების გარეშე თავად განახორციელებდა აღნიშნული ამწის შეძენას.
 
კერძოდ, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილისა და და 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის (100 000 x 3,1) = 310 000 ლარი, ხოლო 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი - ანუ 62 000 ლარი, დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება, რადგან წარმოადგენს ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს.
 
 
მაგალითი №02 (უცხოურ ვალუტაში გადახდილი ავანსის შემთხვევაში დასაბეგრი თანხის განსაზღვრა)
 
პირობა:
ლიზინგის გამცემმა დასაბეგრმა პირმა A-მ 2022 წლის 1 იანვარს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.0) ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა სამშენებლო ამწე. ამწეს შესყიდვის ფასი შეადგენს 85 000 აშშ დოლარს, ხოლო საქართველოში ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა დღგ-ის გარეშე შეადგინა 15 000 აშშ დოლარი (ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტში ვალუტის გაცვლითი კურსი ასევე შეადგენდა 3.0).
 
ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული აქტივი ლიზინგით უნდა გადაეცეს საბოლოო მომხმარებელს გამოსყიდვის პირობით.
 
ამავე ხელშეკრულების თანახმად, მომხმარებელმა ამავე წლის 1 მარტს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.2) A-ს ავანსის სახით ჩაურიცხა ლიზინგის საგნის შესყიდვის ღირებულების ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი.
 
აქტივი საქართველოში ჩამოვიდა და მყიდველს ფაქტობრივად გადაეცა იმავე წლის 1 ივნისს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.1).
 
მიღება-ჩაბარების და გადახდის გრაფიკის მიხედვით მყიდველმა სალიზინგო კომპანიას უნდა გადაუხადოს ჯამში 120 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, დღგ-ის გარეშე, საიდანაც აქტივის (ამწეს) ღირებულება არის (85 000 +15 000 ) = 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და სხვადასხვა ფინანსური ხარჯები - 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
 
შეფასება:
მოცემულ მაგალითში A ვალდებულია მიღებული ავანსი, მარტის საანგარიშო პერიოდში დაბეგროს დღგ-ით, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება ოპერაციის (ავანსის გადახდის) დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად, კერძოდ დასაბეგრი თანხა იქნება (50 000 x 3.2)/1.18 = 135 593 ლარი, ხოლო ივნისის საანგარიშო პერიოდში A, ასევე ვალდებულია ლიზინგის საგნის მომხმარებელზე ფაქტობრივი გადაცემა დაბეგროს დღგ-ით, რა დროსაც დღგ-ით დასაბეგრი თანხა შეადგენს (68 000x3.1)/1,18=178 644 ლარი.
 
 
მაგალითი №03 (ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო)
 
პირობა:
ლიზინგის გამცემმა დასაბეგრმა პირმა A-მ 2022 წლის პირველ იანვარს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.0) ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა სამშენებლო ამწე. ამწეს შესყიდვის ფასი შეადგენს 85 000 აშშ დოლარს, ხოლო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა დღგ-ის გარეშე შეადგინა 15 000 აშშ დოლარი (ტრანსპორტირების და მასთნ დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტში ვალუტის გაცვლითი კურსი ასევე შეადგენს 3.0)
 
ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული აქტივი ლიზინგით უნდა გადაეცეს საბოლოო მომხმარებელს გამოსყიდვის პირობით.
 
აქტივი საქართველოში ჩამოვიდა და მყიდველს ფაქტობრივად გადაეცა იმავე წლის 1 ივნისს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.1).
 
იმ მომენტში, როდესაც მყიდველს გადახდილი ჰქონდა თანხა 55 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (მათ შორის, დღგ-ით დასაბეგრი თანხა 40’000$+დღგ-7’200$, ხოლო სარგებელი - 8’000$), ვეღარ შეძლო დარჩენილი ნაწილის გადახდა.
 
ხელშეკრულების შეწყვეტამდე გადახდილი თანხების გრაფიკი:

გადახდის თარიღი

აქტივის ღირებულება (ძირი)

სალიზინგო სარგებელი

ვალუტის გაცვლითი კურსი

აქტოვის ღირებულება გადახდის დღისათვის არსებულიკურსით

01.06.2022

23’600

4’000

3.1

73’160

01.01.2023

23’600

4’000

2.9

68’440

ჯამი:

47’200

8’000

 

141’600

 
ზემოაღნიშნული საფუძვლით 2023 წლის 1 სექტემბერს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.2) სალიზინგო კომპანიამ შეწყვიტა კონტრაქტი და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აქტივი უკან დაიბრუნა 2023 წლის 1 ოქტომბერს.
 
შეფასება:
მოცემულ მაგალითში ადგილი აქვს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების გარემოებას (ოპერაციამ შეიცვალა სახე), შესაბამისად კორექტირების გარემოების დადგომის მომენტში (ხელშეკრულების შეწყვეტისას) საქონლის მიწოდების ოპერაცია დაკვალიფიცირდება მომსახურების გაწევად (საქონლის დროებით სარგებლობაში გადაცემა), ხოლო მიღებული ანაზღაურება (სალიზინგო სარგებლის გამოკლებით) - მომსახურების გაწევიდან მიღებულ შემოსავლად.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2023 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში A ვალდებულია დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების საფუძვლით სალდირებულად შეიმციროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა 190 000 ლარით, რომელიც წარმოადგენს სხვაობას, მის მიერ 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში დაბეგრილი 310 000 ლარსა და მომსახურების გაწევიდან მიღებულ დასაბეგრ თანხას - 120 000 ლარს შორის (მიღებული 47 200$-ის ექვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის არსებული ვალუტის გაცვლითი კურსების შესაბამისად. (23’600x3.1 + 23’600x2.9)/1.18)).
 
 
მაგალითი №04 (გამოსყიდვის პირობა)
 
პირობა:
მიმწოდებლის მიერ მომხმარებელზე 2022 წლის 1 იანვარს გადაცემულია სატვირთო ავტომობილი ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც არ ითვალისწინებს ამ ავტომობილის შესყიდვის უფლებას მიმღების მიერ.
 
ხელშეკრულება დადებულია 6 წლის ვადით, რომლის განმავლობაშიც მიმღები ვალდებულია ლიზინგის საზღაურის სახით წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით დაფაროს ჯამში 200’000 ლარი, საიდანაც ლიზინგის დაფინანსების თანხა შეადგენს 177’000 ლარს, ხოლო ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი 23’000 ლარს.
 
სატვირთოს გადაცემის მომენტში აღნიშნული/მსგავსი სატვირთო ავტომობილის საბაზრო ფასი არსებითად არ განსხვავდება ლიზინგის დაფინანსების ჯამური თანხისაგან.
 
2028 წლის 1 თებერვალს - ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საფუძველზე სატვირთო ავტომობილი დაუბრუნდა ლიზინგის გამცემს.
 
შეფასება:
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ხელშეკრულების ვადა და ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული გადასახდელები სალიზინგო სარგებლის გარეშე არსებითად უთანაბრდება ლიზინგით გაცემული ნივთის ეკონომიკური მომსახურების ვადას და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის საბაზრო ღირებულებას გადაცემის მომენტში, სახეზეა სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ოპერაცია, რა დროსაც:
 
2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში ლიზინგის გამცემის მიერ დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება ლიზინგის დაფინანსების თანხა დღგ-ის გარეშე 150’000 ლარი, ხოლო 2028 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში საქონლის მიწოდების ოპერაცია ფორმალურად დაკვალიფიცირდება მომსახურების გაწევად და გამომდინარე იქედან, რომ საქონლის უკან დაბრუნებისას დამატებით თანხის ანაზღაურება ან დაბრუნება არ ხდება დამატებით საგადასახადო ვალდებულება არცერთ მხარეს არ წარმოეშვება.
 
 
მაგალითი №05 (სადაზღვევო შემთხვევა)
 
პირობა:
მიმწოდებლის მიერ მომხმარებელზე 2022 წლის 1 იანვარს გადაცემულია სატვირთო ავტომობილი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს გამოსყიდვის პირობას.
 
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება შეადგენს 177 000 ლარს, რომელიც უნდა დაიფაროს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით 5 წლის განმავლობაში.
 

წელი

გადახდისვადები

გადასახდელითანხები

წლიურიგადასახდელი

1

2022 01.03

2022 01.06

2022 01.09

2022 01.12

8’850

8’850

8’850

8’850

35’400

2

2023 01.03

2023 01.06

2023 01.09

2023 01.12

8’850

8’850

8’850

8’850

35’400

3

2024 01.03

2024 01.06

2024 01.09

2024 01.12

8’850

8’850

8’850

8’850

35’400

 

4

2025 01.03

2025 01.06

2025 01.09

2025 01.12

8’850

8’850

8’850

8’850

35’400

5

2026 01.03

2026 01.06

2026 01.09

2026 01.12

8’850

8’850

8’850

8’850

35’400

 

ჯამი:

 

177’000

 
2024 წლის სექტემბერში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ავტომობილი დაზიანდა, რის გამოც დადგა სადაზღვევო შემთხვევა, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა. ამ პერიოდისათვის მომხმარებლის მიერ გადახდილი ანაზღაურება შეადგენდა (8 850x11)= 97 350 ლარს.
 
დაზიანებული ავტომობილი შეფასებული იქნა 20 000 ლარად და გადაეცა სადაზღვევო კომპანიას, ხოლო სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე კომპენსაციის სახით მიმწოდებელზე გადახდილ იქნა 80 000 ლარი, მათ შორის დაზიანებული სატვირთოს ანაზღაურების თანხა 20 000 ლარი და მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 60 000 ლარი.
 
შეფასება:
მოცემულ შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისას, ადგილი აქვს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების გარემოებას და საქონლის მიწოდების ოპერაცია დაკვალიფიცირდება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის მომსახურების გაწევად.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში, მიმწოდებელი ვალდებულია დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების საფუძვლით სალდირებულად შეიმციროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა 67 500 ლარით, რომელიც წარმოადგენს სხვაობას, მის მიერ 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში დაბეგრილი 150 000 ლარსა (177 000 / 1,18) და მომსახურების გაწევიდან მიღებულ დასაბეგრ თანხას - 82 500 ლარს შორის (97 350 / 1,18).
 
ასევე, მიმწოდებლის მიერ ავტომობილის სადაზღვევო კომპანიისთვის გადაცემის ოპერაცია განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად, რა დროსაც დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება მიღებული მთლიანი კომპენსაციის თანხიდან გადაცემის მომენტისათვის დაზიანებული ავტომობილის საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე (20 000/1,18)=16’950 ლარი. ხოლო დანარჩენი 60 000 ლარი წარმოადგენს ზარალის კომპენსაციას, რომელიც დღგ-ით არ იბეგრება რადგან არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ფარგლებში მიღებულ ანაზღაურებას.


მაგალითი №6 (ლიზინგის საგნის მიმღები მხარის ჩანაცვლება)
 
პირობა:
2022 წლის იანვრის თვეში დადებული ლიზინგის ხელშეკრულებით კომპანია A-მ სატვირთო ავტომობილი ლიზინგით გადასცა დასაბეგრ პირ B-ს.

A-მ საქონლის ლიზინგით გადაცემა სსკ-ს 160-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად განიხილა დღგ-ით დასაბეგრ საქონლის მიწოდების ოპერაციად.

ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით ავტომობილის ღირებულებამ სალიზინგო სარგებლის გარეშე შეადგინა 141’600 ლარი, (მათ შორის დღგ 21’600 ლარი), რაზეც A-მ B-ს გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და იანვრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით 120’000 ლარი დაბეგრა დღგ-თ, ხოლო B-მ დადგენილი წესით განახორციელა 21’600 ლარის დღგ-ის ჩათვლა.

2022 წლის სექტემბრის თვეში, მაშინ, როდესაც B-ს სალიზინგო სარგებლის გარეშე გადასახდელი დავალიანება შეადგენდა 35’400 ლარს, A-ს თანხმობით, ლიზინგის ხელშეკრულებაში B-ს ჩაენაცვლა დასაბეგრი პირი X, ისე რომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.
 
შეფასება:
გამომდინარე, იქედან, რომ A-სა და B-ს შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულებაში განხორციელდა მიმღები მხარის ჩანაცვლება, რომლის მიხედვითაც საქონლის მიმწოდებელი დარჩა იგივე (A), ხოლო საქონლის მიმღებს წარმოადგენს X-ი, სსკ-ის 179-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის 733 მუხლის თანახმად ადგილი აქვს საქონლის დაბრუნებით გამოწვეულ კორექტირების გარემოებას, რა დროსაც კორექტირებას ექვემდებარება B-ს, მიერ A-ს მიმართ ხელშეკრულების ცვლილების მომენტში არსებული დავალიანება (სალიზინგო სარგებლის გარეშე), შესაბამისად ვალდებულია B-ს გამოუწეროს კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 35’400 ლარზე (მათ შორის დღგ 5’400 ლარი), და ამავე თანხის მიხედვით X-ს გამოუწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და 2022 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში დაბეგროს დღგ-ით.

დასაბეგრი პირები

 შესავალი:

 1. დასაბეგრი პირის განსაზღვრასთან დაკავშირებული დებულებები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე და 158-ე მუხლებით.

 2. წინამდებარე მაგალითებში გამოყენებულ, ტერმინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დასაბეგრი პირი - ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა;

ბ) ეკონომიკური საქმიანობა -

ბ.ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა;

ბ.ბ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა, გარდა ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის საქმიანობისა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;

ბ.გ) ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით.

გ) ფიქსირებული დაწესებულება - ნებისმიერი ადგილი, რომელიც არ არის დასაბეგრი პირის დაფუძნების ადგილი, მაგრამ ხასიათდება მუდმივობის საკმარისი ხარისხით, აგრეთვე სათანადო სტრუქტურით ადამიანური და ტექნიკური რესურსების თვალსაზრისით, რაც აძლევს მას შესაძლებლობას გასწიოს ან მიიღოს მომსახურება და გამოიყენოს საკუთარი საჭიროებისთვის;

 1. მაგალითი 1. (დასაბეგრი პირი)

 პირობა:

ფიზიკურმა პირმა, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და შესაბამისად, ამ ნაწილში წარმოადგენს დასაბეგრ პირს, 2021 წლის განმავლობაში თავისი პირადი მიზნიდან გამომდინარე (ვინაიდან იგი აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას საქართველოს ფარგლებს გარეთ), გაჰყიდა მის საკუთრებაში არსებული 5 საცხოვრებელი სახლი/ბინა, კერძოდ:

· აგარაკი ქალაქგარეთ - 350’000 ლარად;

· სოფელ ვარდისუბანში და სოფელ შრომაში (შესაბამისად დედის და მამის მხრიდან) მემკვიდრეობით მიღებული საკარმიდამო სახლები - 120’000 ლარად;

· ორი საცხოვრებელი ბინა - 500’000 ლარად (მათ შორის ერთი ბინა რეალიზაციამდე გაქირავებული ჰქონდა იურიდიულ პირზე).

 შენიშვნა: ფიზიკურ პირს აღნიშნული ქონების შეძენისას არ უსარგებლია დღგ-ის ჩათვლის უფლებით.

 შეფასება:

· სსკ-ის 158-ე მუხლის დებულებებიდან გამომდინარე ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილება ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, გარდა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდებისა;

 · მოცემული მუხლის მიზნისათვის არაერთჯერადი/რეგულარული ხასიათის საქმიანობად განიხილება საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სისტემატურად და ორგანიზებულად;

 · საქმიანობის არაერთჯერად/რეგულარულ საქმიანობად დაკვალიფიცირების მიზნით მნიშვნელობა ენიჭება პირის განზრახვას და არა ფაქტობრივად განხორციელებული ქმედების ოდენობას ან/და პერიოდს მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლების/ბინების) რეალიზაცია, განხორციელებულია პირადი მიზნიდან გამომდინარე, და არ ატარებს სისტემატიურ და ორგანიზებულ ხასიათს (პირი არ არის დაკავებული უძრავი ქონებით ვაჭრობით) მიუხედავად იმისა, რომ რეალიზებულია 5 სახლი/ბინა, ვერ ჩაითვლება არაერთჯერად/რეგულარულ მიწოდებად.

 აღნიშნულის გათვალისწინებით ხსენებულ ნაწილში ფიზიკური პირის საქმიანობა არ განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად და შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული უძრავი ქონების მიწოდება (მის საკუთრებაში არსებული 5 საცხოვრებელი სახლის/ბინის მიწოდება) არ განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

 2. მაგალითი 2. (იპოთეკარები)

 პირობა:

დასაბეგრი ფიზიკური პირის საქმიანობას წარმოადგენს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გაცემა. იმის გამო რომ სესხის მიმღებმა ვერ შეძლო დავალიანების დაფარვა, სესხის უზრუნველსაყოფად სესხის გამცემის მიერ რეალიზებულ იქნა იპოთეკით დატვირთული კომერციული ფართი 2021 წლის 20 იანვარს 250’000 ლარად, საცხოვრებელი ბინა 2021 წლის 1 თებერვალს 150’000 ლარად და საცხოვრებელი სახლი 2021 წლის 5 ოქტომბერს 120’000 ლარად.

 შეფასება:

განსახილველ შემთხვევაში სესხის გამცემი დასაბეგრი პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დასაკუთრებული აქტივების (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონების) მიწოდება ხორციელდება მისი ძირითადი ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე (საქონლის მიწოდება ხორციელდება რეგულარული/არაერთჯერადი საქმიანობის ფარგლებში). შესაბამისად, აღნიშნული მიწოდებები (როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონების მიწოდება) განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

 3. მაგალითი 3. (ფიქსირებული დაწესებულება)

 პირობა:

გერმანიაში დაფუძნებული კომპანია საქართველოში ყიდის მანქანა-დანადგარებს, ამ მიზნით მას:

· საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში აქვს სასაწყობე ფართი, სადაც ინახავს სარეალიზაციო პროდუქციას;

· თბილისში გახსნილი აქვს ოფისი (იჯარით ან საკუთრებაში) სადაც ფორმდება ყიდვა/გაყიდვის ხელშეკრულებები;

· დაქირავებული ყავს პერსონალი ან პირდაპირ აკონტროლებს (მოქმედებენ მისი მითითებების შესაბამისად) სხვა კომპანიის პერსონალს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის რეალიზაციისათვის მომზადებას, რეკლამირებას, პროდუქციის შესახებ კონსულტაციას და ა.შ.

 შეფასება:

მოცემულ შემთხვევაში გერმანულ კომპანიას საქართველოში გააჩნია საკმარისი მუდმივობით დამახასიათებელი სტრუქტურა ადამიანური და ტექნიკური რესურსის თვალსაზრისით, რაც საშუალებას აძლევს მას საქართველოში დამოუკიდებლად განახორციელოს საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, ასევე მიიღოს მომსახურება და გამოიყენოს საკუთარი საჭიროებებისათვის, შესაბამისად მას წარმოეშვება ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში.


დღგ-ის ჩათვლა
 
 
შესავალი:
 
დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებული დებულებები გაწერილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVI- ე თავში, ხოლო ჩათვლის მიღების წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის XVIII თავით.
 
 
1. მაგალითი 1. (საერთო ბრუნვის განსაზღვრა)
 
პირობა:
დასაბეგრი პირის ძირითად საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავეჯის წარმოება, რომლის ფარგლებშიც მიღებულმა შემოსავალმა 2021 წელს მთლიან ბრუნვასთან მიმართებაში შეადგინა 45%.
 
დანარჩენი 55% შედგება შემდეგი სახის შემოსავლებისაგან:
•  სადეპოზიტო ანგარიშიდან მიღებული პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები - 10%;
•  საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი - 30%;
•  ერთ-ერთი ფილიალის დახურვასთან დაკავშირებით მის მიერ მანქანა-დანადგარების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი - 15%.
 
შეფასება:
გამომდინარე იქედან, რომ მიწოდებულ ძირითად საშუალებებს დასაბეგრი პირი იყენებდა საკუთარი საქმიანობის მიზნებისათვის, ასევე ფინანსური და უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციები არ წარმოადგენს დასაბეგრი პირის ძირითად საქმიანობის საგანს, დასაბეგრი პირის დღგ-ის ჩათვლას დაქვემდებარებული პროპორციული წილის გამოთვლისას საერთო ბრუნვის თანხაში არ გაითვალისწინება, პროცენტების სახით, მიწის ნაკვეთის და მანქანა-დანადგარების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები.
 
 
2. მაგალითი 2. (პროპორციული ჩათვლა)
 
პირობა:
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი შპს A-ს მიერ 2021 წლის თებერვლის თვეში შეძენილია საწვავი. (ჩასათვლელი დღგ - 1’500 ლარი). აღნიშნული საწვავი მის მიერ გამოიყენება როგორც ოპერაციებში რომლის მიხედვითაც მას გააჩნია ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებში რომელთან დაკავშირებით ეს უფლება არ აქვს.
 
აღნიშნულ დასაბეგრის პირის მიერ განხორციელებული ოპერაციების და დასაბეგრი თანხების წილი, რომელთა მიმართებაშიც გააჩნია ჩათვლის უფლება, მთლიან ბრუნვაში არის:
• 2020 წელს - 40%;
• 2021 წელს - 60%.
 
შეფასება:
2021 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით საწვავზე ჩასათვლელი თანხა შეადგენს (1’500 x 40%) 600 ლარს, ხოლო 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, ჩასათვლელი თანხის დაზუსტების შედეგად დამატებით ჩათვლას დაექვემდებარება (1’500 x 60%) – 600 = 300 ლარი.
 
 
3. მაგალითი 3. (პროპორციული ჩათვლა)
 
პირობა:
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი, შპს A-ს მიერ 2021 წლის თებერვლის თვეში შეძენილია საწვავი. (ჩასათვლელი დღგ - 1’500 ლარი).
 
აღნიშნული საწვავი მის მიერ გამოიყენება როგორც ოპერაციებში რომლის მიხედვითაც მას გააჩნია ჩათვლის უფლება, ასევე ოპერაციებში რომელთან დაკავშირებით ეს უფლება არ აქვს.
 
აღნიშნული დასაბეგრი პირის მიერ 2021 წლის თებერვლის თვეში განხორციელებული ოპერაციების და დასაბეგრი თანხების წილი, რომელთა მიმართებაშიც გააჩნდა ჩათვლის მიღების უფლება, მთლიან ბრუნვაში იყო 50%, ხოლო წლის ბოლოს წლიურ ბრუნვასთან მიმართებით 35%.
 
ვარიანტი I: - აღნიშნულ პირს წინა წლის ბრუნვა არ გააჩნია;
 
ვარიანტი II: - აღნიშნული პირი ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა 2021 წლის იანვრიდან.
 
შეფასება:
ორივე ვარიანტში - 2021 წლის თებერვალის საანგარიშო პერიოდის მიხედვით საწვავზე ჩასათვლელი თანხა შეადგენს (1’500 x 50%) 750 ლარს, ხოლო 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, ჩასათვლელი თანხის დაზუსტების შედეგად გაუქმებას დაექვემდებარება (დამატებით დაიბეგრება) 750 - (1’500 x 35%) = 225 ლარი.
 
 
4. მაგალითი 4. (ძირითად საშუალებაზე დღგ-ის პროპორციული ჩათვლა)
 
პირობა:
დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულმა დასაბეგრმა პირმა 2021 წელს შეიძინა კომერციული ფართი (შენობა) 1 180 000 ლარად (მათ შორის, დღგ - 180 000 ლარი).
 
2026 წლის 1 თებერვლიდან დასაბეგრი პირი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.
 
ვარიანტი I: დასაბეგრი პირის მიერ აღნიშნული ფართი მთლიანად გამოიყენება ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება;
 
ვარიანტი II: დასაბეგრი პირის მიერ აღნიშნული ფართი გამოიყენება როგორც ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია. კერძოდ, ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები წლების მიხედვით შეადგენს:
 

წელი

2026

2027

2028

2029

2030

 

1

2

3

4

5

%

25%

45%

56%

64%

81%



 
შეფასება:
ვარიანტი I: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-6, მე-10 ნაწილების და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 731 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია 2026 წელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს დეკემბრის საანგარიშო პერიოდისა ჩაითვალოს დარჩენილი წლების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა - 90 000 ლარი (180 000 / 10 x 5) სრულად;
 
ვარიანტი II: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-6, მე-10 ნაწილების და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 731 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია ჩაითვალოს დღგ-ის თანხა 2026 – 2030 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში 90 000 ლარის 1/5 ნაწილიდან, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად, კერძოდ:
 

წელი

2026

2027

2028

2029

2030

ჯამი

 

1

2

3

4

5

 

ჩასათვლელი დღგ

 

13 500

 

9 900

 

7 920

 

6 480

 

3 420

 

41  20


 
 
5. მაგალითი 5. (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში, ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა)
 
პირობა:
დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულმა დასაბეგრმა პირმა 2018 წელს შეიძინა კომერციული ფართი (შენობა) 1 180 000 ლარად (მათ შორის, დღგ - 180 000 ლარი).
 
2021 წლის 1 თებერვლიდან დასაბეგრი პირი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.
 
ვარიანტი I: დასაბეგრი პირის მიერ აღნიშნული ფართი მთლიანად გამოიყენება ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება;
 
ვარიანტი II: დასაბეგრი პირის მიერ აღნიშნული ფართი გამოიყენება როგორც ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია. კერძოდ, ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები წლების მიხედვით შეადგენს:
 
 

წელი

2021

2022

2023

2024

2025

2026

2027

 

1

2

3

4

5

6

7

%

81%

36%

48%

75%

20%

15%

10%



 
 
შეფასება:
ვარიანტი I: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-6, მე-10 ნაწილების და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 731 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია 2021 წელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს დეკემბრის საანგარიშო პერიოდისა ჩაითვალოს დარჩენილი წლების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა - 126 000 ლარი (180 000 / 10 x 7) სრულად;
 
ვარიანტი II: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-6, მე-10 ნაწილების და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 731 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია ჩაითვალოს დღგ-ის თანხა 2021 – 2027 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში 126 000 ლარის 1/7 ნაწილიდან, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად, კერძოდ:
 

წელი

2021

2022

2023

2024

2025

2026

2027

ჯამი

 

1

2

3

4

5

6

7

 

ჩასათვლელი დღგ

 

3 420

 

11 520

 

9 360

 

4 500

 

14 400

 

15 300

 

16 200

 

74 700

 
 
 
6. მაგალითი 6. (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში, ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა)
 
პირობა:
დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულმა დასაბეგრმა პირმა 2018 წელს შეიძინა კომერციული ფართი (შენობა) 1 180 000 ლარად (მათ შორის, დღგ - 180 000 ლარი).
 
2020 წლის 1 თებერვლიდან დასაბეგრი პირი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.
 
ვარიანტი I: დასაბეგრი პირის მიერ აღნიშნული ფართი მთლიანად გამოიყენება ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება;
 
ვარიანტი II: დასაბეგრი პირის მიერ აღნიშნული ფართი გამოიყენება როგორც ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია. კერძოდ, ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები წლების მიხედვით შეადგენს:
 

წელი

2020

2021

2022

2023

2024

2025

2026

2027

 

1

2

3

4

5

6

7

8

%

64%

81%

36%

48%

75%

20%

15%

10%

 
შეფასება:
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-6, მე-10 ნაწილების და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 731 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დროს, ძირითადი საშუალებებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის 73-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წლებიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ (რეგისტრაციის საგადასახადო წლის ჩათვლით) დარჩენილი წლების მიხედვით, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად. ამავე მუხლის 21 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის 1 იანვრამდე და რეგისტრაციის თარიღამდე ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებებზე ვერ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა, უფლება აქვს 2021 წლიდან ჩათვლისთვის განსაზღვრული დარჩენილი წლების პროპორციულად განსაზღვრული დღგ-ის თანხა ჩაითვალოს ყოველი წლის ბოლოს დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია ჩაითვალოს დღგ:
ვარიანტი I: 2021 – 2027 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში 126 000 ლარის (180 000 / 10 x 7) 1/7 ნაწილი, თითოეული წლის მიხედვით;
ვარიანტი II: 2021 – 2027 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში 126 000 (180 000 / 10 x 7) ლარის 1/7 ნაწილიდან, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად, კერძოდ:
 

წელი

2021

2022

2023

2024

2025

2026

2027

ჯამი

 

1

2

3

4

5

6

7

 

ჩასათვლელი დღგ

3’420

11’520

9’360

4’500

14’400

15’300

16’200

74’700

 
 
7. მაგალითი 7. (ძირითადი საშუალების მიწოდების შემთხვევაში ჩათვლის მიღების წესი)
 
პირობა:
დასაბეგრმა პირმა, რომლის მიერ 2020 წლის პერიოდში განხორციელებული ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები, მთლიან ბრუნავსთან მიმართებით შეადგენდა 20%-ზე მეტს, 2021 წლის თებერვალში შეიძინა კომერციული ფართი 1’180’000 ლარად (მათ შორის დღგ 180’000 ლარი), რომელიც გამიზნულია მისი, როგორც დასაბეგრი ოპერაციებისთვის, რომელზეც გააჩნია ჩათვლის უფლება, ისე ოპერაციებისათვის რომელზეც არ აქვს ჩათვლის უფლება.
 
2028 წელს მან გაასხვისა აღნიშული ფართი და დაბეგრა დღგ-ით, რომლის ღირებულებამ დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 750’000 ლარი (მათ შორის დღგ 135’000 ლარი).
 
შეფასება:
ყოველწლიურად დასაბეგრ პირს უფლება ჰქონდა ჩაეთვალა 180’000 ლარის 1/10- დან ჩათვლის უფლებით დასაბეგრი ოპერაციების ხვედრითი წილი, ხოლო 2028 წელს მის მიერ მოხდება დარჩენილ პერიოდზე (3 წელი) ჩასათვლელი თანხის სრულად ჩათვლა (180’000 / 10 x 3) 54’000 ლარი.
 
 
8. მაგალითი 8. (ძირითადი საშუალების მიწოდების შემთხვევაში ჩათვლის მიღების წესი)
 
პირობა:
დასაბეგრმა პირმა 2021 წლის თებერვალში შეიძინა საოფსე ფართი 590’000 ლარად და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის ა)ქვეპუნქტის საფუძველზე (აკმაყოფილებდა აღნიშნულ პირობას) პირველივე საანგარიშო წელს განახორციელა 90’000 ლარის დღგ-ის ჩათვლა.
 
2028 წელს მან აღნიშული ფართი გადასცა ორგანიზაციას, რომლის საქმიანობას წარმოადგენს სკოლამდელი აღზრდის ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა.
დასაბეგრმა პირმა სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თ) ქვეპუნქტის მიხედვით არ დაბეგრა დღგ-ით ფართის მიწოდების ოპერაცია.
 
აღნიშნული ფართს გადაცემამდე დასაბეგრი პირი სრულად იყენებდა დღგ-ის ჩათვლის უფლებით დასაბეგრ ოპერაციებში.
 
შეფასება:
პირველ წელს 90’000 ლარის ჩათვლა მართლზომიერია, 2028 წელს დასაბეგრი პირის მიერ მოხდება ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაკორექტირება და გაუქმებას დაექვემდებარება ჩათვლილი დღგ (90’000 / 10 x 3) 27’000 ლარის ოდენობით.
 
 
9. მაგალითი 9. (ჩათვლა ნაშთად არსებულ მარაგებზე)
 
პირობა:
დასაბეგრი პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 3 იანვარს, ნაშთად ერიცხება 2020 წლის განმავლობაში შეძენილი სასაქონლო მატერიალური მარაგები, რომელზეც გააჩნია შესაბამისი ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები.
 
შეფასება:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად - დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
 
აღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე დასაბეგრ პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ საქონლის ნაშთზე თუ გააჩნია შესაბამისი ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები, მისთვის დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან.
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დასაბეგრი პირი უფლებამოსილია დადგენილი წესით ჩაითვალოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებული საქონლის შეძენისას გადახდილი/გადასახდელი დღგ, ამასთან თუ ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის ჩათვლა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციით (მათ შორის შესწორებული დეკლარაციით, რომლის წარდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა).
 
 
10. მაგალითი 10. (ჩათვლის შეზღუდვა ნაშთად არსებულ მარაგებზე)
 
პირობა:
დასაბეგრი პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 3 იანვარს, ნაშთად ერიცხება 2017 წლის განმავლობაში შეძენილი სასაქონლო მატერიალური მარაგები, რომელზეც გააჩნია შესაბამისი ჩათვლის დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
 
შეფასება:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად - დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
 
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის დ) ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია 3 წელი.
 
აღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე დასაბეგრ პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ საქონლის ნაშთზე თუ გააჩნია შესაბამისი ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები, მისთვის დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, თუ გასული არ არის ჩათვლის დამადასტურებელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელი.
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს 2017 წელს განხორციელებულ ოპერაციებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებულ საქონელზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის ჩათვლა არამართლზომიერია.
 
 
11. მაგალითი 11. (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში, საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა).
 
პირობა:
დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულმა დასაბეგრმა პირმა 2020 წელს დაიწყო კომერციული ფართის (შენობის) მშენებლობა.
 
შენობის მშენებლობა დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში.
 
პირი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 10 იანვრიდან.
 
დასაბეგრი პირის მიერ აღნიშნული ფართი მთლიანად გამოიყენება ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.
 
შეფასება:
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-6, მე-10 ნაწილების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 731 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 733 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია 2022 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს დეკემბრის საანგარიშო პერიოდისა ჩაითვალოს, ჩათვლის დოკუმენტებთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით, შენობის წარმოებაზე - მშენებლობისას შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე, გადახდილი დღგ დარჩენილი წლების მიხედვით სრულად (წარმოებისთვის გადახდილი დღგ*9/10).
 
 
12. მაგალითი 12. (ავანსის ჩათვლა ძირითადი საშუალების შეძენისას)
 
2021 წლის დეკემბრის თვეში დასაბეგრმა პირმა A-მ პერსონალური კომპიუტერის შეძენის მიზნით ავანსის სახით სრულად გადაურიცხა დასაბეგრ პირ B-ს ანაზღაურების თანხა 5’900 ლარი, რაზეც B-ს მიერ დადგენილი წესით გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დაბეგრილ იქნა დღგ-ით კანონმდებლობის შესაბამისად.
 
B-ს მიერ კომპიუტერის მიწოდება განხორციელდა 2022 წლის იანვრის თვეში.
 
A-მ პერსონალური კომპიუტერი აღრიცხა ძირითად საშუალებად, რომლის გამოიყენება გამიზნული აქვს როგორც ოპერაციებში რომლის მიხედვითაც მას გააჩნია ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებში რომელთან დაკავშირებით ეს უფლება არ აქვს.
 
2021 წელს A-ს მთლიან ბრუნვაში, ოპერაციების წილი, რომელთა მიმართებაშიც მას გააჩნდა დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება არის:
· ვარიანტი I - 90%;
· ვარიანტი II - 70%.
 
დავუშვათ, ორივე ვარიანტის მიხედვით 2022 – 2026 წლებში A-ს მთლიან ბრუნვაში ოპერაციების წილი, რომელთა შესაბამისად მას გააჩნია დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, არის:

2022

2023

2024

2025

2026

1

2

3

4

5

60%

70%

45%

55%

80%

 
შეფასება:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის: 163-ე, 174-ე, 177-ე და 179-ე მუხლების, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 73-ე და 733 მუხლების შესაბამისად - ორივე ვარიანტში 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით A უფლებამოსილია ავანსზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, ამასთან:
 
პირველი ვარიანტის მიხედვით ვინაიდან A-ს მიერ 2021 წელს განხორციელებული ოპერაციების ჯამი, რომლებზეც მას არ გააჩნია ჩათვლის უფლება მთლიან ბრუნვაში 20%-ზე ნაკლებია, მას უფლება აქვს სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა 2022 წლის იანვრის (ძირითადი საშუალების შეძენის) საანგარიშო პერიოდში. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მის მიერ ჩათვლა განხორციელებულია ავანსის გადარიცხვის საანგარიშო პერიოდში, დამატებით ჩასათვლელი თანხა არ წარმოიშობა.
 
ამასთან, ვალდებულია 2022-2026 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში ამ ძირითადი საშუალების შეძენასთან დაკავშირებით ჩათვლილი დღგ-ის თანხიდან, წლების მიხედვით აღადგინოს (დაირიცხოს) ამ ძირითადი საშუალების იმ ოპერაციებში გამოყენების პროპორციული წილის შესაბამისად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხა, რომლებზეც მას არ გააჩნია ჩათვლის მიღების უფლება, კერძოდ:
 

წლები

2022

2023

2024

2025

2026

ჯამი

 

1

2

3

4

5

 

სულგადახდილი/გადასახდელი დღგ

180

180

180

180

180

900

ჩათვლისუფლების გარეშე ოპერაციების პროპორციული წილი მთლიან ბრუნვაში

40%

30%

55%

45%

20%

 

აღსადგენი დღგ

72

54

99

81

36

342

 
მეორე ვარიანტის მიხედვით ვინაიდან A-ს მიერ 2021 წელს განხორციელებული ოპერაციების ჯამი, რომლებზეც მას არ გააჩნია ჩათვლის უფლება მთლიან ბრუნვაში 20%-ზე მეტია, მას ძირითადი საშუალების შეძენის საანგარიშო პერიოდში არ გააჩნია დღგ-ის ჩათვლის უფლება, შესაბამისად 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში ავანსად გადახდილი თანხის მიხედვით ჩათვლილი დღგ ექვემდებარება კორექტირებას/აღდგენას 2022 წლის იანვრის (ძირითადი საშუალების შეძენის) საანგარიშო პერიოდში.
 
ამასთან, უფლებამოსილია 2022 – 2026 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში ამ ძირითადი საშუალების შეძენასთან დაკავშირებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხიდან, წლების მიხედვით ჩაითვალოს ამ ძირითადი საშუალების ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციული წილის შესაბამისად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხა, კერძოდ:
 

წლები

2022

2023

2024

2025

2026

ჯამი

 

1

2

3

4

5

 

სულგადახდილი/გადასახდელი დღგ

180

180

180

180

180

900

ჩათვლისუფლების მქონე ოპერაციების პროპორციული წილი მთლიან ბრუნვაში

60%

70%

45%

55%

80%

 

ჩასათვლელი დღგ

108

126

81

99

144

558



 

შესავალი:

 1. ოპერაციები, რომელბიც არ განიხილება საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 1601 მუხლის მე-5 ნაწილით, ხოლო აღნიშნული ნორმების გამოყენების წესი განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის XII2 თავში.

 2. წინამდებარე მაგალითებში გამოყენებული, ტერმინები განმარტებულია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის XII2 თავში, კერძოდ:

ა) მიმწოდებელი – დასაბეგრი პირი, რომელიც აწვდის ყველა აქტივს ან აქტივების ნაწილს (დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფს);

ბ) შემძენი – დასაბეგრი პირი, რომელიც იძენს ყველა აქტივს ან აქტივების ნაწილს (დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფს);

გ) ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება – ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე იმ აქტივთა ერთობლიობის მიწოდება, რომლებიც წარმოადგენენ მიმწოდებლის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს;

დ) დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფი − დასაბეგრი პირის აქტივების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობას და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე;

ე) საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანა - საწარმოს მომავალი ან მოქმედი აქციონერის/პარტნიორის მიერ საწარმოს აქციის/ კაპიტალში წილის შეძენის ან მისი ღირებულების გაზრდის სანაცვლოდ კაპიტალის მქონე საწარმოს საკუთრებაში ქონების გადაცემა, რომელიც აისახება ამ საწარმოს ბალანსში;

ვ) ამხანაგობაში აქტივის შეტანა - ამხანაგობისთვის (ამხანაგობის მონაწილეთა საერთო საკუთრებაში) ქონების გადაცემა მასში მონაწილეობის სანაცვლოდ, ამ ამხანაგობის სამეურნეო ან/და სხვა მიზნების მისაღწევად.

ზ) რეორგანიზაცია - იურიდიული პირის:

ზ.ა) გარდაქმნა;

ზ.ბ) შერწყმა (მიერთება ან გაერთიანება);

ზ.გ) გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა).

თ) აქტივის მიმწოდებლის უფლებამონაცვლე - პირი, რომელმაც ყველა აქტივის ან დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდების, საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივების შეტანის ან რეორგანიზაციის ფარგლებში მიიღო აქტივი.

 შესავალი:

 1. ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრის წესი რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1603 მუხლით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის XII2 თავით.

 2. წინამდებარე მაგალითებში გამოყენებული, ტერმინები განმარტებულია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის XII2 თავში, კერძოდ:

ა) ვაუჩერთან დაკავშირებული საქონელი/მომსახურება – საქონელი/მომსახურება, რომლის მიწოდების/გაწევის სანაცვლოდ შესაძლებელია მთლიანად ან ნაწილობრივ ანაზღაურების სახით მიღებული იქნას ვაუჩერი;

ბ) აგენტი – საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირი, რომელიც არ წარმოადგენს ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიმწოდებელს/მომსახურების გამწევს;

გ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც ახორციელებს ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას;

დ) დასაბეგრი ოპერაციის კატეგორია – დასაბეგრი ოპერაციების ერთ-ერთი შემდეგი კატეგორია:

დ.ა) დასაბეგრი ოპერაციები, რომლებიც დღგ-ით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით;

დ.ბ) დასაბეგრი ოპერაციები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXV თავის შესაბამისად, დღგ-საგან ჩათვლის უფლებით/ჩათვლის უფლების გარეშე არის გათავისუფლებული.

ე) ვაუჩერი - ელექტრონული ან მატერიალური ფორმის მქონე ინსტრუმენტს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ე.ა) ვაუჩერი წარმოშობს ერთი ან რამდენიმე დასაბეგრი პირის ვალდებულებას, მიიღოს იგი, როგორც ანაზღაურება ან ანაზღაურების ნაწილი საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ;

ე.ბ) ვაუჩერით ან მასთან დაკავშირებული დოკუმენტით იდენტიფიცირებადია მასთან დაკავშირებული მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება ან პოტენციური მიმწოდებელი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტის გამოყენების პირობები;

ვ) ერთჯერადი ვაუჩერი - ვაუჩერი, რომლის გამოშვების მომენტში იდენტიფიცირებადია ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ადგილი და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ;

ზ) მრავალჯერადი ვაუჩერი - ვაუჩერი, რომლის გამოშვების მომენტში არ არის იდენტიფიცირებადი ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ადგილი ან/და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ.

 ნაწილი 01. ერთჯერადი ვაუჩერები

 1. მაგალითი 1. (ერთჯერადი ვაუჩერი)

 პირობა:

მაღაზია, რომელიც არის ვაუჩერის გამომცემი და ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი, 100 ლარის ნომინალური ფასის მქონე ერთჯერად ვაუჩერს აწვდის აგენტ №1-ს 80 ლარად. აგენტი №1 ვაუჩერს ჰყიდის აგენტ №2-ზე 90 ლარად, ხოლო აგენტი №2 აღნიშნულ ვაუჩერს ყიდის საბოლოო მომხმარებელზე 100 ლარად.

 ფასები მოცემულია დღგ-ის ჩათვლით.

 შეფასება:

• მაღაზიის მიერ ვაუჩერის აგენტ №1-ისთვის მიწოდება ითვლება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მომსახურების მიწოდებად და, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება 67,8 (80/1,18) ლარი, ხოლო დარიცხული დღგ - 12,2 ლარი;

 • აგენტი №1-ის მიერ ვაუჩერის აგენტი N2-სთვის მიწოდება, ითვლება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიწოდებად და, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება 76,3 (90/1,18) ლარი, ხოლო დარიცხული დღგ - 13,7 ლარი;

 • აგენტი №2-ის მიერ ვაუჩერის საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება ასევე განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიწოდებად. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება 84,75 (100/1,18) ლარი, ხოლო დარიცხული დღგ - 15,25 ლარი;

 • საბოლოო მომხმარებლის მიერ ვაუჩერის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების შეძენა მაღაზიისგან აღარ განიხილება დამოუკიდებელ დასაბეგრ ოპერაციად, რამდენადაც, მაღაზიამ უკვე მიაწოდა საქონელი/გაუწია მომსახურება აგენტი №1-ს.

 2. მაგალითი 2. (ერთჯერადი ვაუჩერი)

 პირობა:

მაღაზიამ 100 ლარის ნომინალური ფასის მქონე ერთჯერადი ვაუჩერი, მიაწოდა საბოლოო მომხმარებელს 100 ლარად. შემდგომში, საბოლოო მომხმარებელმა მაღაზიისგან შეიძინა 120 ლარის ღირებულების საათი, რა დროსაც ანაზღაურება განხორციელდა კომბინირებულად - 100 ლარიანი ვაუჩერით და 20 ლარის ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

 ფასები მოცემულია დღგ-ის ჩათვლით.

 შეფასება:

• მაღაზიის მიერ ვაუჩერის საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება ითვლება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიწოდებად. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება 84,75 (100/1,18) ლარი, ხოლო დარიცხული დღგ - 15,25 ლარი;

• საბოლოო მომხმარებლის მიერ ვაუჩერის სანაცვლოდ მაღაზიისგან საქონლის ფაქტობრივი მიღება აღარ განიხილება დამოუკიდებელ დასაბეგრ ოპერაციად.

• საბოლოო მომხმარებლის მიერ საათის შესაძენად გადახდილ 20 ლარს მაღაზია დაბეგრავს საერთო წესის შესაბამისად.

 3. მაგალითი 3. (ერთჯერადი ვაუჩერი)

 პირობა:

მაღაზია არის ერთჯერად ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი. შუამავალი, რომელიც მოქმედებს მაღაზიის სახელით, გამოსცემს 100 ლარის ნომინალური ღირებულების მქონე ვაუჩერს და მაღაზიის დავალებით აწვდის მას აგენტს 90 ლარად, ხოლო აგენტი ამავე ვაუჩერს ყიდის საბოლოო მომხმარებელზე 100 ლარად.

 თავის მხრივ, მაღაზია უნაზღაურებს შუამავალს ვაუჩერის რეალიზაციის საკომისიოს - 1 ლარს, საბოლოო მომხმარებელი აღნიშნული ვაუჩერით იძენს საქონელს/მომსახურებას მაღაზიისგან.

 ფასები მოცემულია დღგ-ის ჩათვლით.

 შეფასება:

• შუამავლის მიერ ვაუჩერის აგენტისთვის მიწოდება ითვლება მაღაზიის მიერ ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად/ მომსახურების გაწევად და, შესაბამისად, მაღაზიისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება 76,3 (90/1,18) ლარი, ხოლო დარიცხული დღგ - 13,7 ლარი;

 • აგენტის მიერ ვაუჩერის საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება ასევე განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიწოდებად. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება 84,75 (100/1,18) ლარი, ხოლო დარიცხული დღგ - 15,25 ლარი;

 • საბოლოო მომხმარებლის მიერ ვაუჩერის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მაღაზიისგან შეძენა აღარ განიხილება დამოუკიდებელ დასაბეგრ ოპერაციად;

 • მაღაზიის მიერ შუამავლისთვის გადახდილი ვაუჩერის გამოცემის და რეალიზაციის საკომისიო - 1 ლარი, დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება ასეთი მომსახურებისათვის გათვალისწინებული საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 4. მაგალითი 4. (ერთჯერადი ვაუჩერი)

 პირობა:

შპს „A” წარმოადგენს მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ პირს, ხოლო შპს „B“ ეწევა ავტომანქანების სერვისს. თავიანთი საქმიანობის ფარგლებში აღნიშნული პირები გამოსცემენ ერთჯერად ვაუჩერებს, რომლებიც შპს „A”-ს შემთხვევაში მომხმარებლების მიერ გამოიყენება მობილური ტელეფონის ბალანსის შესავსებად, ხოლო შპს „B“-ს შემთხვევაში - ავტომანქანების სერვისის რეგულარულად მისაღებად.

 შეფასება:

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც, ერთჯერადი ვაუჩერით შესაძენი მომსახურება წარმოადგენს უწყვეტ/ რეგულარულ მომსახურებას, ამ ვაუჩერის მიწოდებაზე არ გავრცელდება ვაუჩერებისთვის განსაზღვრული დღგ-ით დაბეგვრის წესები და მომსახურება დაიბეგრება უწყვეტი/რეგულარული მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრისთვის გათვალისწინებული წესებით.

 5. მაგალითი 5. (ერთჯერადი ვაუჩერები)

 პირობა:

კომპანია A და B შეთანხმდნენ, რომ B კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის წახალისების მიზნით A კომპანია გამოუშვებს და გაანაღდებს (რეალიზაციას გაუკეთებს) ერთჯერად ვაუჩერებს.

 A კომპანიამ თავის მხრივ C კომპანიას (სტამბას) შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ შეუკვეთა ვაუჩერების დამზადება.

 შეფასება:

კომპანია C (სტამბა) შემთხვევაში:

გამომდინარე იქედან, რომ სტამბა არ წარმოადგენს საკუთარი სახელით მოქმედი ვაუჩერების მიმწოდებელ კომპანიას და მხოლოდ მოქმდებს კლიენტის დაკვეთით, კერძოდ მისი მოთხოვნის შესაბამისად ბეჭდავს ვაუჩერებს, მის მიერ განხორციელებული ოპერაცია არ ექცევა სსკ-ის 1603 მუხლით რეგულირების ფარგლებში. შესაბამისად სტამბა დღგ-ით დაბეგრავს მომსახურებისათვის მიღებულ ანაზღაურებას.

 კომპანია A (ვაუჩერის გამნაღდებელი):

კომპანია A-ს მიერ ვაუჩერების მიწოდება მომხმარებლებზე განიხილება ამ ვაუჩერებთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიწოდებად და მის მიერ დაბეგვრას ექვემდებარება ერთჯერადი ვაუჩერის მიწოდების მომენტში მიღებული/მისაღები ანაზღაურება.

 კომპანია B: (საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი):

გამომდინარე იქედან, რომ კომპანია B-ს მიერ ერთჯერადი ვაუჩერის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება არ განიხილება დამოუკიდებელ დასაბეგრ

ოპერაციად, კომპანია B-ს მიერ საქონლის/მიწოდების ოპერაცია კომპანია A-ს მიმართ დღგ-ით დაიბეგრება, ამ უკანასკნელის მიერ აღნიშნულ საქონელთან/მომსახურებასთან დაკავშირებული ერთჯერადი ვაუჩერების მიწოდების მომენტში, ხოლო დასაბეგრი თანხა განისაზღვრება კომპანია A-სგან მიღებული/მისაღები ანაზღაურებიდან გამომდინარე.

 6. მაგალითი 6. (საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის - აგენტის მიერ გამოცემული ერთჯერადი ვაუჩერი)

 პირობა:

შპს A, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელით, კონკრეტული ბრენდის პროდუქციის რეალიზაციის წახალისების მიზნით, გამოსცემს ერთჯერად ვაუჩერებს. ვაუჩერის გამოყენების პირობების მიხედვით, მისი გამოყენება პოტენციურად შესაძლებელია აღნიშნული ბრენდის პროდუქციის რეალიზატორ ერთზე მეტ დასაბეგრ პირთან.

 შეფასება

შპს A-ს მიერ ერთჯერადი ვაუჩერის სხვა პირისათვის გადაცემა, სსკ-ის 1603 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რეალიზატორი დასაბეგრი პირის (რომელიც იღებს ვაუჩერს, როგორც ანაზღაურებას ან ანაზღაურების ნაწილს საქონლის მიწოდების სანაცვლოდ) მიერ საქონლის ფაქტობრივად მიწოდების მომენტში, მიიჩნევა შპს A-ზე ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად.

 ნაწილი 02. მრავალჯერადი ვაუჩერი

 7. მაგალითი 1. (საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის - აგენტის მიერ გამოცემული ვაუჩერი)

 პირობა:

სავაჭრო ცენტრი, რომლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ სხვადასხვა ბრენდის მაღაზიები, გამოსცემს და ყიდის სხვადასხვა ნომინალის მქონე სასაჩუქრე ბარათებს. აღნიშნულ მაღაზიებში სასაჩუქრე ბარათები მიიღება როგორც ანაზღაურება ან ანაზღაურების ნაწილი საქონლის მიწოდების სანაცვლოდ

შეფასება:

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 508 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვაუჩერი მრავალჯერადია, თუ მისი გამოშვების მომენტში არ არის იდენტიფიცირებადი ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ადგილი ან/და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ.

ზემოხსენებული დებულების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, სასაჩუქრე ბარათი წარმოადგენს მრავალჯერად ვაუჩერს, რადგან იდენტიფიცირებადი არ არის ამ ვაუჩერთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ. კერძოდ, ვაუჩერის მიწოდების მომენტში არ არის ცნობილი ვაუჩერის სანაცვლოდ მისაწოდებელი საქონლის დაბეგვრის რეჟიმი (დასაბეგრი ოპერაციის კატეგორია).

შესავალი:

 1. ოპერაციები, რომელბიც არ განიხილება საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 1601 მუხლის მე-5 ნაწილით, ხოლო აღნიშნული ნორმების გამოყენების წესი განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის XII2 თავში.

 2. წინამდებარე მაგალითებში გამოყენებული, ტერმინები განმარტებულია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის XII2 თავში, კერძოდ:

ა) მიმწოდებელი – დასაბეგრი პირი, რომელიც აწვდის ყველა აქტივს ან აქტივების ნაწილს (დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფს);

ბ) შემძენი – დასაბეგრი პირი, რომელიც იძენს ყველა აქტივს ან აქტივების ნაწილს (დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფს);

გ) ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება – ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე იმ აქტივთა ერთობლიობის მიწოდება, რომლებიც წარმოადგენენ მიმწოდებლის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს;

დ) დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფი − დასაბეგრი პირის აქტივების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობას და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე;

ე) საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანა - საწარმოს მომავალი ან მოქმედი აქციონერის/პარტნიორის მიერ საწარმოს აქციის/ კაპიტალში წილის შეძენის ან მისი ღირებულების გაზრდის სანაცვლოდ კაპიტალის მქონე საწარმოს საკუთრებაში ქონების გადაცემა, რომელიც აისახება ამ საწარმოს ბალანსში;

ვ) ამხანაგობაში აქტივის შეტანა - ამხანაგობისთვის (ამხანაგობის მონაწილეთა საერთო საკუთრებაში) ქონების გადაცემა მასში მონაწილეობის სანაცვლოდ, ამ ამხანაგობის სამეურნეო ან/და სხვა მიზნების მისაღწევად.

ზ) რეორგანიზაცია - იურიდიული პირის:

ზ.ა) გარდაქმნა;

ზ.ბ) შერწყმა (მიერთება ან გაერთიანება);

ზ.გ) გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა).

თ) აქტივის მიმწოდებლის უფლებამონაცვლე - პირი, რომელმაც ყველა აქტივის ან დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდების, საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივების შეტანის ან რეორგანიზაციის ფარგლებში მიიღო აქტივი.

ნაწილი 01. ყველა აქტივის ან დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება

 1. მაგალითი 1. (ბიზნესის მიწოდება)

 პირობა:

შპს „A“ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი, რომლის ერთადერთ საქმიანობას წარმოადგენს ავეჯის წარმოება. ამ საქმიანობის მიზნებისათვის, შპს „A“-ს საკუთრებაში გააჩნია შენობა-ნაგებობა, სადაც ხორციელდება ავეჯის წარმოება, და შესაბამისი მანქანა-დანადგარები და ხელსაწყოები. შპს „A“-ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები ნედლეულის მიმწოდებლებთან და შრომითი ხელშეკრულებები დაქირავებულებთან.

 შპს „А“ გეგმავს საწარმოს ყველა აქტივის მიწოდებას შპს „B“-სთვის, რომელიც ასევე წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს. კერძოდ, მხარეები გეგმავენ წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის საფუძველზეც, შპს „A“ შპს „B“-ს საკუთრებაში გადასცემს შენობა-ნაგებობას, მანქანა-დანადგარებს და ხელსაწყოებს, რომლებიც გამოიყენება მოცემულ საქმიანობაში. აღნიშნული აქტივების მეშვეობით შპს „B“ გეგმავს ავეჯის წარმოების გაგრძელებას.

 შეფასება:

განსახილველ შემთხვევაში, შპს „А“-ს მიერ შემძენისათვის (შპს „B“) ერთიანი გარიგების ფარგლებში ხდება ავეჯის წარმოების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა აქტივის მიწოდება. კერძოდ, შემძენის საკუთრებაში გადადის შესაბამისი ძირითადი საშუალებები (შენობა-ნაგებობა, მანქანა-დანადგარები და ხელსაწყოები). 

 ამდენად, შპს „А“-ს მიერ ხორციელდება იმ აქტივთა ერთობლიობის მიწოდება, რომლებიც წარმოადგენენ ავეჯის წარმოებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოცემული ოპერაცია არ იქნება განხილული საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად დღგ-ის მიზნებისათვის.

 2. მაგალითი 2. (ბიზნესის მიწოდება)

 პირობა:

შპს „A“ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი, რომლის საქმიანობას წარმოადგენს ავეჯის წარმოება და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება. ავეჯის წარმოების მიზნებისათვის, შპს „A“-ს საკუთრებაში გააჩნია შენობა-ნაგებობა, სადაც ხორციელდება ავეჯის წარმოება, შესაბამისი მანქანა-დანადგარები და ხელსაწყოები. ასევე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთების საქმიანობის მიზნებისათვის, შპს „A“-ს საკუთრებაშია კომერციული ფართი და ხელსაწყოები, რაც აუცილებელია და საკმარისია მოცმული საქმიანობის განსახორციელებლად.

 შპს „А“ გეგმავს საწარმოს ავეჯის წარმოების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა აქტივის მიწოდებას შპს „B“-სთვის, რომელიც ასევე წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად

რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს. კერძოდ, მხარეები გეგმავენ წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის საფუძველზეც, შპს „A“ შპს „B“-ს საკუთრებაში გადასცემს შენობა-ნაგებობას, მანქანა-დანადგარებს და ხელსაწყოებს, რომლებიც გამოიყენება მოცემულ საქმიანობაში. აღნიშნული აქტივების მეშვეობით შპს „B“ გეგმავს ავეჯის წარმოების გაგრძელებას.

 შეფასება:

განსახილველ შემთხვევაში, შპს „А“-ს მიერ შემძენისათვის (შპს „B“) ერთიანი გარიგების ფარგლებში ხდება მისი ავეჯის წარმოების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა აქტივის მიწოდება. მოცემულ შემთხვევაში, გადასაცემი აქტივები ქმნიან ერთმანეთთან დაკავშირებულ აქტივთა ერთობლიობას, რომლებიც წარმოადგენენ მიმწოდებლის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს. შესაბამისად, სახეზეა შპს „А“-ს მიერ დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება.

   ამდენად, შპს „А“-ს მიერ ხორციელდება იმ აქტივთა ერთობლიობის მიწოდება, რომლებიც ერთმანეთთან ფუნქციურად არიან დაკავშირებული და წარმოადგენენ შესაბამისი სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის - ავეჯის წარმოებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოცემული ოპერაცია არ იქნება განხილული საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად დღგ-ის მიზნებისათვის.

   3. მაგალითი 3. (ბიზნესის მიწოდება)

 პირობა:

შპს „A“ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, რომლის საკუთრებაშია შპს „B”-ის წილის 100%. შპს „B”-ის საქმიანობას წარმოადგენს ავეჯის დამზადება, საკუთრებაში გააჩნია ამ საქმიანობისთვის საჭირო მანქანა-დანადგარები, ჰყავს მაღალკვალიფიციური პერსონალი (შრომითი კონტრაქტით დაქირავებული პირები), გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები პროდუქციის შემძენებთან და ნედლეულის მიმწოდებლებთან. ამასთან, შენობა-ნაგებობა, რომელშიც შპს „B” ახორციელებს აღნიშნულ ეკონომიკურ საქმიანობას, წარმოადგენს შპს „A“-ს საკუთრებას.

 შპს „A“, როგორც შპს „B“-ს წილის 100%-ის მესაკუთრე, გეგმავს ავეჯის წარმოების საქმიანობის გასხვისებას, რა მიზნითაც შპს „C“-სთან გააფორმა ერთიანი გარიგება, მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობისა და შპს „B“-ს წილის 100%-ის მიწოდების თაობაზე.

 შეფასება:

განსახილველ შემთხვევაში, შპს „C“-სთვის შპს „A“-ს აქტივების შეძენის მიზანს წარმოადგენს ავეჯის დამზადების ეკონომიკური საქმიანობა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ შპს „A“-ს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა არ არის საკმარისი მოცემული საქმიანობის გაგრძელებისათვის და, აქედან გამომდინარე, გარიგების საგანს წარმოადგენს შპს „B“-ის წილის 100%.

 რაც შეეხება წილს იურიდიულ პირში (იურიდიული პირის აქციებს), მოცემულ შემთხვევაში, იგი ვერ იქნება განხილული შპს „A“-ს მიერ ყველა აქტივის ან დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდების ფარგლებში მისაწოდებელ აქტივად, რამდენადაც, უშუალოდ მოცემული აქტივი არ გამოიყენება კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაში - ავეჯის დამზადებაში. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, იურიდიული პირი წარმოადგენს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის დამოუკიდებელ სუბიექტს და, აქედან გამომდინარე, წილი იურიდიულ პირში (იურიდიული პირის აქციები) არ შეიძლება გაიგივებული იქნას ამ იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ აქტივებთან.

 ამრიგად, შპს „A“-ს მიერ ერთიანი გარიგების ფარგლებში, მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობისა და შპს „B“ წილის 100%-ის მიწოდება არ წარმოადგენს ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდებას.

 4. მაგალითი 4. (ბიზნესის მიწოდება)

 პირობა:

შპს „A“ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, რომელიც საქმიანობს საბროკერო სფეროში. კერძოდ, მოცემული საწარმოს საქმიანობა მოიცავს კაპიტალში წილის, აქციების, ობლიგაციების, სერტიფიკატების, თამასუქების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და მათ მომსახურებას.

შპს „А“ გეგმავს აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა აქტივის მიწოდებას შპს „B“-სთვის, რომელიც ასევე წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. კერძოდ, მხარეები გეგმავენ წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის საფუძველზეც, შპს „A“ შპს „B“-ს საკუთრებაში გადასცემს მის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა აქტივს, რომელიც აუცილებელია და საკმარისია შპს „B“-ს მიერ ამავე საქმიანობის გაგრძელებისათვის. ამასთანავე, გადასაცემი აქტივები მოიცავს სხვადასხვა იურიდიული პირების კაპიტალში წილებს, აქციებს, ასევე სხვადასხვა სახის ფასიან ქაღალდებს, რომელიც გარიგების განხორციელების მომენტისათვის შპს „А“-ს საკუთრებაში იქნება.

 შეფასება: 

მოცემულ შემთხვევაში, სხვადასხვა იურიდიული პირების კაპიტალში წილები, აქციები, ასევე სხვადასხვა სახის ფასიანი ქაღალდები, რომელიც გარიგების განხორციელების მომენტისათვის შპს „А“-ს საკუთრებაში იქნება, წარმოადგენს ამ საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებულ აქტივებს. აქედან გამომდინარე, რამდენადაც, შპს „А“ ერთიანი გარიგების ფარგლებში შპს „B“-ს საკუთრებაში გადასცემს მის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა აქტივს, რომელიც აუცილებელია და საკმარისია შპს „B“-ს მიერ ამავე საქმიანობის გაგრძელებისათვის, მოცემულ ოპერაციაზე გავრცელდება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 501 მუხლის დებულებები.

 5. მაგალითი 5. (ბიზნესის მიწოდება)

 პირობა:

მოცემულობა იგივეა, რაც №1 მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ შპს „A“ შპს „B“-ს ერთიანი გარიგების საფუძველზე საკუთრებაში გადასცემს შენობა-ნაგებობას, მანქანა-დანადგარებს და ხელსაწყოებს, რომლებიც გამოიყენება ავეჯის დამზადების საქმიანობაში და, ასევე, შენობა-ნაგებობას, რომელიც შპს „A“-ს მიერ გრძელვადიანი იჯარით არის გაცემული.

 შეფასება:

განსახილველ შემთხვევაში, შპს „А“-ს მიერ შემძენისათვის ერთიანი გარიგების ფარგლებში ხდება მის ავეჯის წარმოების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა იმ აქტივის მიწოდება, რაც აუცილებელია და საკმარისია შემძენის მიერ იმავე საქმიანობის გაგრძელებისათვის. ამასთანავე, გარიგების ობიექტს წარმოადგენს შენობა-ნაგებობა, რომელიც არ უკავშირდება მოცემულ ეკონომიკურ საქმიანობას და, ასევე, არ წარმოადგენს ხელშემწყობ აქტივს ამ საქმიანობის გაგრძელებისთვის. შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მიწოდება განხილული იქნება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამავე დროს, დანარჩენი აქტივების მიწოდებაზე გავრცელდება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 501 მუხლის დებულებები.

 6. მაგალითი 6. (ბიზნესის მიწოდება)

 პირობა:

შპს „A“ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, რომლის ერთადერთ საქმიანობას წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული მაღაზიის ოპერირება. ამ საქმიანობის მიზნებისათვის, შპს „A“-ს საკუთრებაში გააჩნია შენობა-ნაგებობა, ძირითადი საშუალებები და სხვა აქტივები, რომელიც აუცილებელია და საკმარისია მოცემული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის. ამასთანავე, მესამე პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, იმ შენობა-ნაგებობის ფართის მცირე ნაწილი, რომელშიც განთავსებულია მაღაზია, გადაცემულია იჯარით აღნიშნული პირისათვის. იჯარით მიღებულ ფართზე მოიჯარის მიერ განთავსებულია ბანკომატი და სწრაფი გადახდის აპარატი.

 შპს „А“ გეგმავს მაღაზიის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა აქტივის მიწოდებას შპს „B“-სთვის, რომელიც ასევე წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. აღნიშნული აქტივების მეშვეობით შპს „B“ გეგმავს ამავე საქმიანობის გაგრძელებას.

 შეფასება:

განსახილველ შემთხვევაში, შპს „А“-ს მიერ შემძენისათვის (შპს „B“) ერთიანი გარიგების ფარგლებში გადასაცემი შენობა-ნაგებობის ნაწილი გაცემულია იჯარით, რაც არ არის პირდაპირ კავშირში მაღაზიის ოპერირების საქმიანობასთან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იჯარით გაცემულია ფართის მცირე ნაწილი, აღნიშნული გარემოება არ უნდა იქნას მიღებული მხედველობაში და, შესაბამისად, არ უნდა იქნას მიჩნეული ოპერაციაზე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 501 მუხლის დებულებების გავრცელების დამაბრკოლებელ გარემოებად.

 7. მაგალითი 7. (ბიზნესის მიწოდება)

 პირობა:

შპს „А“-ს, რომელიც წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, საკუთრებაში გააჩნია შენობა-ნაგებობა, რომელშიც მოწყობილია სავაჭრო ცენტრი. შპს „А“-ს ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს აღნიშნული სავაჭრო ცენტრის მართვა. ამ საქმიანობის ფარგლებში, სავაჭრო ცენტრში განთავსებული სხვადასხვა კომერციული/საოფისე ფართები აღნიშნულ საწარმოს გაცემული აქვს იჯარით. შპს „А“ გეგმავს, ერთიანი გარიგების ფარგლებში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ შპს „B“-სთვის, სავაჭრო ცენტრის მართვასთან დაკავშირებული ყველა აქტივის, მათ შორის, ამ საქმიანობის ფარგლებში იჯარით გაცემული უძრავი ქონების, მიწოდებას.

 შეფასება:

მოცემულ შემთხვევაში, შპს „А“-ს საქმიანობას წარმოადგენს სავაჭრო ცენტრის ოპერირება (მართვა), რაც თავის მხრივ, გულისხმობს კომერციული/ საოფისე ფართების იჯარით გაცემას. ამდენად, შპს „А“-ს მიერ აქტივების იჯარით გადაცემა წარმოადგენს იმ ეკონომიკური საქმიანობის განუყოფელ, შემადგენელ ნაწილს, რომელთან დაკავშირებითაც ხორციელდება ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება და, შესაბამისად, მოცემულ ოპერაციაზე გავრცელდება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 501 მუხლის დებულებები.

 

ნაწილი 02. კაპიტალში აქტივების შეტანა

 8. მაგალითი 1. (უფლებამონაცვლე)

 პირობა:

შპს „A“ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, რომელმაც 2023 წლის 1 მაისს მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა შპს „B“-ს კაპიტალში შეიტანა. ამასთან, მოცემული შენობა-ნაგებობა გამოიყენებოდა როგორც ისეთ ოპერაციებში, რომელზეც დასაბეგრ პირს აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ისეთ ოპერაციებში, რომელზეც ეს უფლება არ წარმოიშობა და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია. შესაბამისად, აღნიშნულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც შპს „А“-ს მიერ შეძენილი იყო 2021 წლის 1 თებერვალს, დღგ-ის ჩათვლას აღნიშნული საწარმო ახორციელებდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 შეფასება:

შპს „A“-ს მიერ შენობა-ნაგებობის შპს „B“-ს კაპიტალში შეტანის შედეგად, შპს „B“ ითვლება შპს „A“-ს უფლებამონაცვლედ მოცემულ შენობა-ნაგებობასთან მიმართებით. კერძოდ, ამ საწარმოზე გადავა შენობა-ნაგებობასთან მიმართებით შპს „A“-ს მიერ მისი შეძენისას გადახდილ დღგ-თან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლება და ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, შპს „A“-ს უნარჩუნდება შენობა-ნაგებობის შეძენისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლა, რომელიც მას განხორციელებული აქვს 2021-2022 კალენდარული წლების ბოლო საანგარიშო პერიოდების დეკლარაციებით. ამასთან, შპს „B“ განსახილველი შენობა-ნაგებობის მიხედვით 2023 წლიდან უფლებამოსილია მიიღოს ჩათვლა კალენდარული წლის საერთო ბრუნვის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით.

 9. მაგალითი 2. (უფლებამონაცვლე)

 პირობა:

შპს „A“ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, რომელმაც 2023 წლის 1 მაისს მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა შპს „B“-ს კაპიტალში შეიტანა. ამასთან, მოცემული შენობა-ნაგებობა გამოიყენებოდა როგორც ისეთ ოპერაციებში, რომელზეც დასაბეგრ პირს აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ისეთ ოპერაციებში, რომელზეც ეს უფლება არ წარმოიშობა და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც შპს „А“-ს მიერ შეძენილი იყო 2021 წლის 1 თებერვალს, საწარმომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა განახორციელა სრულად პირველივე საანგარიშო პერიოდში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან შპს „A“-ს 2020 წელს ოპერაციების თანხა, რომლებზეც არ ჰქონდა დღგ-ს ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის 20%-ზე ნაკლები იყო.

 შეფასება:

შპს „A“-ს მიერ შენობა-ნაგებობის შპს „B“-ს კაპიტალში შეტანის შედეგად, შპს „B“ ითვლება შპს „A“-ს უფლებამონაცვლედ მოცემულ შენობა-ნაგებობასთან მიმართებით. კერძოდ, ამ საწარმოზე გადავა შენობა-ნაგებობასთან მიმართებით შპს „A“-ს მიერ მისი შეძენისას გადახდილ დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლება და ვალდებულება. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, შპს „A“-ს უნარჩუნდება შენობა-ნაგებობის შეძენისას გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა, რომელიც მას განხორციელებული აქვს სრულად შეძენის საანგარიშო პერიოდში.

 ამასთან, შპს „B“ განსახილველ შენობა-ნაგებობის მიხედვით ვალდებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-6 ნაწილის შესაბამისად 2023 – 2030 წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე გაიუქმოს (დაირიცხოს) დღგ-ის თანხა კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება;


CRX