შიდა გადაზიდვის ზედნადები გამოიწერება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ახდენს საკუთრებაში არსებული საქონლის ტრანსპორტირებას და არ ხდება საქონლის მიწოდება (რეალიზაცია), ხოლო დისტრიბუციის ზედნადები გულისხმობს საქონლის მიწოდებას გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლის (დისტრიბუტორის) მიერ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირმა უნდა გამოწეროს შიდა გადაზიდვის ზედნადები.
შიდა გადაზიდვის ზედნადებში საქონლის ფასის მითითება სავალდებულო არ არის.
დასრულებული ზედნადების გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზედნადებზე გამოწერილია დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადების გამოწერა ხდება გამყიდველის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში გამოიწერება უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადები.
დასრულებული ზედნადების კორექტირება შესაძლებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზედნადებზე გამოწერილია დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
მოცემულ შემთხვევაში ტრანსპორტირების სახეში არჩეულ უნდა იქნას „საავტომობილო-უცხო ქვეყნის“.
მოცემულ შემთხვევაზე შეზღუდვა არ არის.
ტრანსპორტირების თარიღის გადავადება შესაძლებელია მხოლოდ 3 დღით.
პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის ტრანსპორტირებას ან მიწოდებას, ზედნადების გარეშე აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირების/მიწოდების შემთხვევაში მასზე არ გავრცელდება სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა.
