დაელოდეთ...

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნებისთვის დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის (100 000 ლარის) განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ავანსი, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:

•    საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა;

•    დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა;

•    სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა. 

  იხილეთ დანართი 1

2021 წლის 1 იანვრიდან დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება, დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობა/ნაგებობის) რემონტი მისი საქმიანობის მიზნისთვის, თუ:

•    პირი, დღგ-ის ჩათვლას სრულად ვერ მიიღებდა, ამ მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში;

•    პირი, სარემონტო მომსახურების/სამუშაოებს იძენს იმ პირისგან, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. 

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო პროცედურაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია წინასწარ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე, არაუადრეს 45 კალენდარული დღისა. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარული დღის შემდეგ შემოტანის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.

საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული  თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

საშემოსავლო გადასახადი არის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომლის გადამხდელს წარმოადგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირები, ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავალს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან;


CRX