დაელოდეთ...

განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საწარმო მოგების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს ყოველთვიურად არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხდის მოგების გადასახადს.

ხარჯების გაწევის და სხვა გადახდების/განაცემების განხორციელების მომენტად ითვლება მათი ფაქტობრივად გაწევის/განხორციელების მომენტი. შესაბამისად, ასეთი დაბეგვრის ობიექტები მოგების გადასახადით იბეგრება იმ საანგარიშო თვეში, როცა დადგა მათი ფაქტობრივი გაწევის/განხორციელების მომენტი.

  გადახდების/ განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო  თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

მოგების გადასახადის განაკვეთია 15 %. 

მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა = განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.


რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

  • განაწილებული მოგება;
  • გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
  • უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
  • წარმომადგენლობითი ხარჯი, რომელიც აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის/გაწეული ხარჯის (თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს) 1 %-ს.

საწარმოს დაფუძნების კალენდარულ წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1%.

საბანკო დაწესებულებას, საკრედიტო კავშირს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და სესხის გამცემ სუბიექტს;

სადაზღვევო ორგანიზაციას 2024 წლის 1 იანვრამდე;

ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობ პირს, ამ საქმიანობის ნაწილში;

ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს სსკ-ის 97-ე მუხლის შესაბამისად.

2019 წლის 1 იანვრიდან. მოგების ყოველთვიური გადასახადი ვრცელდება რეზიდენტ საწარმოზე და არარეზიდენტ საწარმოზე, რომელიც საქართველოში საქმიანობს  მუდმივი დაწესებულების მეშვეობით.

2021 წლის 1 იანვრიდან საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

ამასთან, თუ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში

ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.

2021 წლის 1 იანვრიდან ეკონომიკურ საქმიანობად აღარ განიხილება სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა, თუ ის საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს, როგორც სახელმწიფო ორგანო (ახორციელებს სახელმწიფოს მიერ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას), იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ საქმიანობისთვის დადგენილია საწევრო, მოსაკრებელი, საფასური ან სხვა გადასახდელი.

შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებები აღარ იბეგრება დღგ-ით.


აღნიშნული არ ეხება ისეთ მომსახურებებს როგორიცაა:

• ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისა;

• წყლის, გაზის, ელექტროენერგიის ან თბოენერგიის მიწოდებისა;

• საქონლის ტრანსპორტირებისა;

• პორტის ან აეროპორტის მომსახურებისა;

• მგზავრის ტრანსპორტირებისა;

• რეალიზაციის მიზნით წარმოებული საქონლის მიწოდებისა;

• საშუამავლო სააგენტოს მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებისა და მომსახურების გაწევისა;

• გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებისა;

• დასაწყობებისა;

• სარეკლამო საქმიანობისა;

• ტურისტული აგენტის საქმიანობისა;

• საზოგადოებრივი კვებისა;

• რადიო- და ტელესამაუწყებლო საქმიანობისა.


CRX