დაელოდეთ...

 სავარაუდო დარიცხვა ხორციელდება შესაბამისი დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი სავადო თარიღის შემდეგ.

სავარაუდო დარიცხვა უქმდება შესწორებითი დარიცხვით, რაც გულისხმობს:

ა) სავარაუდო დარიცხვის გაუქმებას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე;

ბ) სავარაუდო დარიცხვის გაუქმებას საგადასახადო შემოწმების შედეგების

შესაბამისად მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

  თუ შესწორებითი დარიცხვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე, პასუხისმგებლობის/სანქციის ზომა განისაზღვრება მის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით სსკ-ის 274-ე მუხლის (საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა) შესაბამისად. 

  თუ შესწორებითი დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება: ა) შემოწმებით დარიცხული თანხის იმ ნაწილზე, რომელიც არ აღემატება სავარაუდო დარიცხვის ოდენობას, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით (დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა), ხოლო  ბ) შემოწმებით დარიცხული თანხის იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება სავარაუდო დარიცხვის ოდენობას, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით ( გადასახადის თანხის შემცირება).

 

სავარაუდო დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლებია:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 მუხლი (სავარაუდო დარიცხვა);

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის (საგადასახადო დეკლარაცია) მე-4 ნაწილი;

3.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“  ბრძანების  221 მუხლი (სავარაუდო დარიცხვა);

4.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“  ბრძანების 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი (გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია), მე-40 მუხლის მე-3 ნაწილი (მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია) და 74-ე მუხლის (დღგ-ის დეკლარაცია) მე-2 ნაწილი.

 ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება.

 ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

 თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდების ან/და თონეთი გაწეული მომსახურების შემთხვევაში ერთ თონეზე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის განაკვეთი შეადგენს 50 ლარს;

 თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის, თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის (მათ შორის, წამწამების დაგრძელების), მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის, ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა), დეპილაციის, კოსმეტოლოგის მომსახურების შემთხვევაში ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა/სავარძელი) კალენდარული თვის განმავლობაში შეადგენს 50 ლარს;

მანიკიურის და პედიკიურის (მათ შორის, ფრჩხილების დაგრძელების) მომსახურების შემთხვევაში ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა) კალენდარული თვის განმავლობაში შეადგენს 30 ლარს;

სოლარიუმის მომსახურების შემთხვევაში - ერთ სამუშაო ადგილზე (სოლარიუმის კაბინა) კალენდარული თვის განმავლობაში 70 ლარი;

ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა) – 1 ავტომობილის მომსახურებისათვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი –100 ლარი; იმ შემთხვევაში, თუ ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისათვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი – ყოველ 40 კვ.მ-ის ფარგლებში ფართობზე – 100 ლარი.

 ფიქსირებული გადასახადის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე. ფიქსირებული გადასახადის გადახდა ხორციელდება საანგარიშო თვის დაწყებამდე, გადახდის მომენტისათის არსებული განაკვეთის შესაბამისად.

 პირის განცხადება ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლის თაობაზე წარმოადგენს გაანგარიშებას და მასში მითითებული დაბეგვრის ობიექტის და რაოდენობის მიხედვით ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვიდან პირს ერიცხება კუთვნილი ფიქსირებული გადასახადი.

 ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიქსირებული გადასახდის გადამხდელი პირი აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო ორგანოს არ წარუდგენს მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას.


CRX