დაელოდეთ...

უძრავი ქონების შეფასება

უძრავი ქონების შეფასება გჭირდებათ, როცა უნდა იცოდეთ ობიექტის რეალური საბაზრო ღირებულება — გაყიდვამდე, დაკრედიტებამდე, დაზღვევამდე ან ქონების გადასახადის დეკლარირებამდე. „ელიტ აუდიტის“ შემფასებელთა გუნდი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ უძრავ ქონებას აფასებს — საშუალოდ სამ სამუშაო დღეში.

ვის სჭირდება შეფასება და რატომ

უძრავი ქონების შესაფასებლად მოგვმართავენ როგორც კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები. მიწის, სამრეწველო ნაგებობების, სასოფლო-სამეურნეო პლანტაციების და კომერციული თუ საცხოვრებელი ფართის შეფასებაზე მოთხოვნა მრავალმხრივია:

  • მესაკუთრეს აინტერესებს, რა ღირებულების ქონებას ფლობს;
  • ინვესტორს — დაბანდების ობიექტის რეალური ღირებულება;
  • შემოსავლების სამსახურს — რა ღირებულებიდან უნდა დაედეკლარირებინა მეწარმეს ქონების გადასახადი;
  • სადაზღვევო კომპანიას — რა ღირებულების აქტივის საპირწონედ იღებს ზიანის ანაზღაურების რისკს;
  • კომერციულ ბანკს — რა ღირებულების აქტივზე უჩნდება უზრუნველყოფის მოთხოვნა.

რას ვაფასებთ

საცხოვრებელი ფართი
ბინა, კერძო სახლი, აგარაკი
კომერციული ობიექტი
ოფისი, სავაჭრო და საწყობის ფართი
მიწის ნაკვეთი
სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების
სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო
საწარმო, ნაგებობა, პლანტაცია

როგორ მიმდინარეობს პროცესი

  1. შეთანხმება. ვაზუსტებთ ობიექტს და იმას, რისთვის გჭირდებათ დასკვნა — ამაზეა დამოკიდებული შეფასების მიდგომა.
  2. ინსპექტირება. ობიექტს ადგილზე ვათვალიერებთ და ვასურათებთ.
  3. ანალოგების ანალიზი. ბაზრიდან ვეძებთ შესადარებელ ობიექტებს და ვამუშავებთ მონაცემებს.
  4. დასკვნა. ვადგენთ ობიექტის ღირებულებას და გადმოგცემთ წერილობით ანგარიშს.

სრული ციკლი საშუალოდ სამ სამუშაო დღეს იკავებს.

რატომ ელიტ აუდიტი

IVS — საერთაშორისო სტანდარტი

შეფასება ქონების საერთაშორისო სტანდარტებით (IVS) მიმდინარეობს, არა „თვალზომით“.

აუდიტორული კომპანიის დასკვნა

შემფასებელი, აუდიტორი და იურისტი ერთ გუნდშია — დასკვნა საგადასახადო და სააღრიცხვო კუთხითაც გამართულია.

სამი სამუშაო დღე

ვადა წინასწარ არის შეთანხმებული და დაცული — არა „როგორც გამოვა“.

მთელი საქართველო

ვმუშაობთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე — დედაქალაქშიც და რეგიონშიც.

რისთვის გამოიყენება შეფასების დასკვნა

ქონების ღირებულების დადგენა საჭიროა, სანამ პროცესს დაიწყებთ: ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, დაგირავება, ბანკში დაკრედიტება, ქონების გაყოფა, დაზღვევა, ქონების გადასახადის დეკლარირება, ასევე მშენებლობის ან რეკონსტრუქციის დაწყებამდე.

რა ღირს უძრავი ქონების შეფასება

ერთიანი ფასი არ არსებობს — ღირებულება დამოკიდებულია ობიექტის ტიპზე, მდებარეობაზე, ფართზე და იმაზე, რისთვის გჭირდებათ დასკვნა. ზუსტ თანხას ობიექტის დაზუსტების შემდეგ გეტყვით, წინასწარ და საბოლოოდ.

დარეკეთ და პირველ ზარზევე გეტყვით, რა ვადაში და რა ღირებულებით შევაფასებთ.

📞 598 21 27 01

დაგვიკავშირდით

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ ხანში მზადდება დასკვნა?

საშუალოდ სამ სამუშაო დღეში — ობიექტის დათვალიერებიდან წერილობითი ანგარიშის გადმოცემამდე.

რომელი სტანდარტით აფასებთ?

ქონების საერთაშორისო სტანდარტებით — IVS.

რეგიონშიც მოხვალთ?

დიახ. ვმუშაობთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ობიექტის მდებარეობის მიუხედავად.

რა ღირს შეფასება?

ინდივიდუალურია. ფასი ობიექტის ტიპზე, ფართზე, მდებარეობაზე და დასკვნის დანიშნულებაზეა დამოკიდებული — ზუსტ თანხას დაზუსტების შემდეგ გეტყვით.

ფიზიკურ პირსაც ემსახურებით?

დიახ — მოგვმართავენ როგორც კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები.

CRX