რა თანხის ოდენობით ჯარიმდება პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის ტრანსპორტირებას/ გადაზიდავს სასაქონლო ზედნადების გარეშე?
სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, გადასახადის გადამხდელი ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. (იხ. სსკ-ს 286-ე მუხლი)
