რა არის ფიზიკური პირისთვის ქონების გადასახადით დასაბეგრი?
ფიზიკური პირისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დასაბეგრია:
- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილები;
- არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონება;
ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივები, დაუმონტაჟებელ მოწყობილობები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონება
ფიზიკური პირისათვის მიწაზე ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
- მის საკუთრებაში არსებული მიწა;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
გჭირდებათ საგადასახადო, საბუღალტრო ან იურიდიული კონსულტაცია? 👉 კონსულტაციის მოთხოვნა — დაგვიტოვეთ ნომერი და დაგიკავშირდებით.
