- ეს კოდექსი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
- ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 2011 წლის 1 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის; ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) 2011 წლის 1 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის.
- ამ კოდექსის პროცედურული დებულებები ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრიდან იმ საგადასახადო პერიოდებზედაც, რომლებიც მთავრდება 2011 წლის 1 იანვრამდე.
- ამ კოდექსის 173-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2028 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს 2020 წლის 30 სექტემბრის კანონი №7204 – ვებგვერდი, 05.10.2020წ. საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1165 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2010 წლის 17 სექტემბერი. № 3591–IIს
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე