ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა › კოდექსის მუხლები

მუხლი 309¹. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

კარი XV · თავი XLIII

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი · კონსოლიდირებული ვერსია (10/06/2026 - 25/06/2026)
  1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის საგადასახადო ვალდებულებას ქმედუუნარო პირის ქონების ხარჯზე ასრულებს მისი მეურვე, სანამ ამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
  2. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება უიმედო საგადასახადო დავალიანებად ითვლება და ჩამოიწერება, თუ მისი ქონება საგადასახადო დავალიანების დასაფარავად არასაკმარისია, სანამ ამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
  3. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ინდივიდუალური შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღების დღიდან ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება აღდგება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
  4. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი ქმედუუნაროდ ცნობის თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3349 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

← მუხლი 309 · მუხლი 310 →

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01