დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ: ა) მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე; ბ) მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს; გ) საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) არ არსებობს დავის საგანი; ე) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა; ვ) საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში; ზ) არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; თ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6817). ი) მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს; კ) მომჩივანი გარდაიცვალა; ლ) გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში; მ) მომჩივნის მოძიება შეუძლებელია; ნ) საჩივარი ანონიმურია; ო) გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
მუხლი 301. საჩივრის განხილვაზე უარის თქმა
კარი XIV · თავი XLII
გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე?
ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს.
📞 598 21 27 01