- დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს:
ა) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; ბ) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საკონტაქტო მონაცემები; გ) საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი; დ) საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) საჩივრის ან მისთვის დართული დოკუმენტების გვერდები დაუნომრავია; ვ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტაცია არ იკითხება; ზ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე; თ) საჩივარი ხელმოუწერელია; ი) საჩივარი წარმომადგენლის მიერ არის წარდგენილი და მას არ ერთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა.
- დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ხარვეზის არსებობის მიუხედავად მიიღოს საჩივარი წარმოებაში, თუ იგი არსებითად არ უშლის ხელს საჩივრის განხილვას.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №649 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.