ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა › კოდექსის მუხლები

მუხლი 160³. . ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები

კარი VI · თავი XXII

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი · კონსოლიდირებული ვერსია (10/06/2026 - 25/06/2026)
  1. საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის სხვა პირისთვის გადაცემა განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად.
  2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთჯერადი ვაუჩერის სანაცვლოდ, საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება არ განიხილება დამოუკიდებელ დასაბეგრ ოპერაციად.
  3. სხვა დასაბეგრი პირის სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა განიხილება იმ დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებულ, ამ ვაუჩერთან დაკავშირებულ საქონლის მიწოდებად/ მომსახურების გაწევად, რომლის სახელითაც ეს პირი მოქმედებს.
  4. თუ დასაბეგრი პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას, არ წარმოადგენს ერთჯერადი ვაუჩერის გამომცემ საკუთარი სახელით მოქმედ დასაბეგრ პირს, მიიჩნევა, რომ მან მიაწოდა ვაუჩერთან დაკავშირებული საქონელი/მომსახურება ამ ვაუჩერის გამომცემ დასაბეგრ პირს.
  5. მიმწოდებლის მიერ მრავალჯერადი ვაუჩერის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთანავე, ამ მრავალჯერადი ვაუჩერის ყველა წინა გადაცემა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება.
  6. თუ მრავალჯერადი ვაუჩერის გადაცემას ახორციელებს დასაბეგრი პირი, რომელიც არ არის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განმახორციელებელი, ნებისმიერი მომსახურების გაწევა, რომელიც შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც საქონლის დისტრიბუციის/გაყიდვების ხელშეწყობის ან მისი მსგავსი მომსახურება, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილება.
  7. ვაუჩერის სანაცვლოდ, უწყვეტად ან რეგულარულად საქონლის/ მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება შესაბამისი უწყვეტი/რეგულარული მიწოდების დაბეგვრისთვის, ამ კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ მომენტში.
  8. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ერთჯერადი ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ცალკეული სახის დასაბეგრი ოპერაციების დაბეგვრის ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებისგან განსხვავებული წესი.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ამ მუხლთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტები

← მუხლი 160² · მუხლი 161 →

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01