შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 მარტის №7536 ბრძანება — მეთოდური მითითება „დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ“
დანართი №9 „საქონლის მიწოდება“, ნაწილი 01, მაგალითი №3 · სტატუსი: მოქმედი · ოფიციალური ტექსტი: infohub.rs.ge (ამოღებულია 01.10.2026)
მაგალითი №3 (საგარანტიო ვალდებულება)
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 12 თებერვლის ბრძანება №2681
პირობა:
დასაბეგრი პირი A წარმოადგენს დასაბეგრი პირი B-ს მიერ წარმოებული კომპიუტერული ტექნიკის საცალო მიმწოდებელს საქართველოს ტერიტორიაზე. მათ შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით რეალიზებულ პროდუქციაზე ვრცელდება მწარმოებელი - დასაბეგრი პირი B-ს გარანტია.
A-ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება დასაბეგრ პირ C-სთან კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებაზე, იმ შემთხვევაში თუ აღმოაჩნდება წუნი.
A-ს მიერ მომხმარებელზე მიწოდებულია პერსონალური კომპიუტერი 5900 ლარად, რომელსაც აღმოაჩნდა წუნი. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე გავრცელდა გარანტიის პირობები და კომპიუტერი დაექვემდებარა:
ვარიანტი I: შეკეთებას, რომელიც განახორციელა C-მ 1180 ლარად (შეიცვალა დედაპლატა);
ვარიანტი II: ახალი კომპიუტერით ჩანაცვლებას, დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
ორივე ვარიანტში გარანტიის ფარგლებში გაწეული ხარჯები აანაზღაურა მწარმოებელმა - B-მ.
შეფასება:
A-ს მიერ მომხმარებელზე პერსონალური კომპიუტერის მიწოდება დაიბეგრება დღგ-ით (დღგ-900 ლარი);
პირველ ვარიანტში C-ს მიერ A-ზე გაწეულია კომპიუტერის შეკეთების მომსახურება, რომელიც წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას (დღგ - 180 ლარი).
A უფლებამოსილია განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა 180 ლარის ოდენობით.
მეორე ვარიანტში მომხმარებელზე რეალიზებული წუნდებული კომპიუტერის ახალი კომპიუტერით ჩანაცვლება არ წარმოადგენს დამატებით დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რადგან აღნიშნული მიწოდება გამომდინარეობს საგარანტიო ვალდებულებიდან და მისი  ღირებულება ასახულია მომხმარებელზე წუნდებული კომპიუტერის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაში.