შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო — ბრძანება №21852
თარიღი: 15.10.2025 · შედეგი: ნაწილობრივ დაკმაყოფილდა · ოფიციალური შეჯამება (შემოსავლების სამსახურის მიერ ანონიმიზებული). სტატიისთვის რელევანტური ნაწილი ყვითლადაა გამოყოფილი.
სრული ტექსტი: infohub.rs.ge
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, საწარმოს ანგარიშიდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება,სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს თანამშრომლებისთვის კვების მომსახურების დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
 
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, დირექტორზე გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა მასზე გაცემულ სესხებად, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული საპროცენტო სარგებელი კი განხილულ იქნა უსასყიდლო მომსახურების გაწევად. ზემოაღნიშნულის შედეგად, მოგების გადასახადი გაიზარდა 33 265 ლარით.
ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, შემოწმებით დირექტორზე გაცემული თანხა, პერიოდების მიხედვით, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ სესხად, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლის, ასევე ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების გათვალისწინებით, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 28 130 ლარის ოდენობით, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
კომპანიის მიერ, 2024 წლის იანვრის თვიდან 2025 წლის იანვრის თვის ჩათვლით, მიწოდებულია საკვები პროდუქტები დაქირავებულ პირთათვის სულ 17 335.5 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით. საწარმოს აღნიშნულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა არ განუხორციელებია. შემოწმებამ ზემოაღნიშნული თანხა განიხილა დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ სარგებლად.

გადაწყვეტილება
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს მიერ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9, ბ); 982; 101 (1,2,3,4); 154 (1); 12.