საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება №20940/2/2023
თარიღი: 13.02.2024 · შედეგი: არ დაკმაყოფილდა · ოფიციალური შეჯამება (შემოსავლების სამსახურის მიერ ანონიმიზებული). სტატიისთვის რელევანტური ნაწილი ყვითლადაა გამოყოფილი.
სრული ტექსტი: infohub.rs.ge
სადავო საკითხი
1. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. თანამშრომელთა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განსაზღვრა;
3. არარეზიდენტი პირების მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
 
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.08.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მარტის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №8936 ბრძანება და №081-64 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21768 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
 
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
 
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4. 9 ,,ბ“); 101(1.3 „ვ“); 134(1 „გ“.2„ა“.3 „ა“); 154(1 „ა“); 160(3 „გ“);161(1 „ა“ „ა.ბ.დ“ 2„გ“); 164(2 ,,ა“);