შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო — ბრძანება №20375თარიღი: 17.08.2023 · შედეგი: ნაწილობრივ დაკმაყოფილდა · ოფიციალური შეჯამება (შემოსავლების სამსახურის მიერ ანონიმიზებული). სტატიისთვის რელევანტური ნაწილი ყვითლადაა გამოყოფილი.
სრული ტექსტი:
infohub.rs.ge სადავო საკითხები:
1.გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება თანამშრომელთა კვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის, როგორც ხელფასთან გათანაბრებული სარგებლის დაბეგვრას;
2. არ ეთანხმება გახარჯული საწვავის კომპანიის თანამშრომელთა სარგებლად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი გადახდის წყაროსთან დასაკავებული გადასახადის მონაცემები განსხვავდება აღნიშნულ პერიოდზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი „საანგარიშო პერიოდის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული/დასაკავებელი გადასახადის შესახებ ინფორმაციის“ მონაცემებისგან, კერძოდ, გადამხდელის მიერ არასრულად არის დაბეგრილი არამეწარმე ფიზიკურ პირებზე განაცემები, ხელფასი და ხელფასთან გათანაბრებული სარგებელი (კვება, მომსახურება, არაეკონომიკური ხარჯი). საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა და ხელფასთან გათანაბრებული სარგებლის გაანგარიშება. ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად ჩაითვალა თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა და სხვა სარგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანიის მიერ შეძენილი საწვავი ძირითადად გამოიყენება გენერატორის მუშაობისათვის და თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ე.წ. „მინივენის“ ტიპის ავტომობილ(ებ)ისთვის. თანამშრომლების ტრანსპორტირება ხორციელდება ორგანიზებულად, თანამშრომლის საცხოვრებელი ადგილიდან სასტუმრომდე ან/და სასტუმროდან საცხოვრებელ ადგილამდე.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154; 159; 275;