შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო — ბრძანება №19984თარიღი: 19.06.2019 · შედეგი: ნაწილობრივ დაკმაყოფილდა · ოფიციალური შეჯამება (შემოსავლების სამსახურის მიერ ანონიმიზებული). სტატიისთვის რელევანტური ნაწილი ყვითლადაა გამოყოფილი.
სრული ტექსტი:
infohub.rs.ge
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გუნდურობის ამაღლების ღონისძიებებზე გაწეული ხარჯების დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტით დგინდება, რომ ბანკი თანამშრომლებისთვის გუნდურობის ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს აწყობს ქალაქგარეთ აღნიშნულის ფარგლებში საწარმო თანამშრომლებს უზრუნველყოფს სასტუმროთი, კვებით და ტრანსპორტირებით. გადამხდელი აღნიშნულს განიხილავს მივლინებად, შესაბამისად აქტივობების მოწყობის ხარჯებს არ თვლის თანამშრომლისთვის მიწოდებულ სარგებლად. ამასთან კვების ხარჯებს აკლებს ყოველდღიურ 15 ლარიან სამივლინებო ნორმას და ნორმის ზემოთ თანხას ბეგრავს ხელფასად.
ვინაიდან, არ იკვეთება ბანკის მიერ გუნდურობის ამაღლების ფარგლებში გაწეული ხარჯების კავშირი მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, იგი ვერ ჩაითვლება მივლინების ფარგლებში გაწეულ ხარჯებად. შემოწმებამ გაწეული ხარჯები მიიჩნია თანამშრომლებისთვის მიწოდებულ სარგებლად და დაბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან სკ-ის 269-ე მუხლის მე-2¹ ნაწილის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 101(1); 105; 154(1,,ა“); 269(21).