შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო — ბრძანება №17812თარიღი: 11.07.2018 · შედეგი: არ დაკმაყოფილდა · ოფიციალური შეჯამება (შემოსავლების სამსახურის მიერ ანონიმიზებული). სტატიისთვის რელევანტური ნაწილი ყვითლადაა გამოყოფილი.
სრული ტექსტი:
infohub.rs.ge
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება თანამშრომლებზე უსასყიდლოდ მიწოდებული კვების და სხვა ხარჯების, ასევე 50% ფასდაკლებით საკვები პროდუქტების სარგებლად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა შემდეგი:
სასტუმროს შიდა საოპერაციო პროგრამით აღრიცხული აქვს თანამშრომლებზე უსასყიდლოდ გაწეული კვების და სხვა ხარჯები, რომელსაც 2015 წლის შემდგომ თანამშრომლებისათვის მიწოდებულ საქონელს/მომსახურებას აღარ ბეგრავს დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით.
სსკ-ის 161-ე მუხლის გათვალისწინებით შემოწმების მიერ თანამშრომლებზე მიწოდებული საქონელი/მომსახურება დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. გამოვლენილი სხვაობები საანგარიშო პერიოდების მიხედვით ძირითადი გადასახადის სახით დღგ-ში იწვევს შემდეგ დარიცხვებს: 2016 წელს 40 140 ლარს. 2017 წელს - 13 427 ლარს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ თანამშრომლებზე უსასყიდლოდ მიწოდებული კვების და სხვა ხარჯების სარგებლად განხილვა და აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელებული დარიცხვის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არესებობს. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18; 101; 102(2);; 154(1,,ა“); 154(1,,დ“);
01.01.2021 წლამდე მოქმედი 161(1); 162(2)