ფინანსური აუდიტი - ელიტ აუდიტი — აუდიტორული, საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება თბილისში | Eaudit.ge

ინვესტიციების დადასტურება და სხვა მარწმუნებელი მომსახურება
ინვესტიციების დადასტურება

ინვესტიციების დადასტურება მარწმუნებელი გარიგებების ერთ-ერთი მოთხოვნადი მომსახურებაა. მას იყენებენ როგორც სახელმწიფო დაწესებულებები, ისე საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციები.

ინვესტიციების დადასტურებისას ჩვენი მიზანია საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებების მოპოვება იმაში დასარწმუნებლად, რომ შესაბამის ინვესტიციებზე ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია ჯეროვნად. შედეგად წარმოვადგენთ დასკვნას, რომელსაც გამიზნული მომხმარებლები თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ.

სხვა მარწმუნებელი მომსახურება

მხარეთა შეთანხმებით ვასრულებთ მარწმუნებელ გარიგებებს მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტანდარტის (ISAE) 3000-ის შესაბამისად. ეს სტანდარტი ეხება გარიგებებს, რომლებიც ისტორიული ფინანსური ინფორმაციის აუდიტი ან მიმოხილვა არ არის, და გულისხმობს განსახილველი საგნის შესახებ მოსაზრების გამოთქმასა და დასკვნის გაცემას.

მარწმუნებელი გარიგების შესრულებისას ჩვენ მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც წარმოვადგენთ დასკვნას. დასკვნის მიზანია პასუხისმგებელი მხარის გარდა სხვა სავარაუდო მომხმარებლების ნდობის დონის ამაღლება განსახილველ საგანზე.

კომპილაციის მომსახურება და შეთანხმებული პროცედურები
კომპილაციის მომსახურება

ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციებს სურთ გარიგების შესრულების შესახებ სათანადო ანგარიშის მიღება და სჭირდებათ ფინანსური ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენაში დახმარება. ასეთი შემთხვევებისთვის ჩვენ ვახორციელებთ ფინანსური ანგარიშგების კომპილაციის მომსახურებას დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტის (ISRS) 4410-ის შესაბამისად.

რადგანაც კომპილაციური გარიგება არ არის მარწმუნებელი გარიგება, ამგვარი გარიგება ჩვენგან არ მოითხოვს ხელმძღვანელობის მიერ კომპილაციის მიზნებისთვის მოწოდებული ინფორმაციის სისწორისა და სისრულის დამოწმებას, ან მტკიცებულებების შეკრებას აუდიტორული მოსაზრების გამოსახატავად, ან მიმოხილვის დასკვნის ჩამოსაყალიბებლად ფინანსური ინფორმაციის მომზადებასთან მიმართებით.

შეთანხმებული პროცედურები

ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზაციებს ესაჭიროებათ აუდიტორული პროცედურების ჩატარება ფინანსური ანგარიშგების რომელიმე კომპონენტზე ან ფინანსური მონაცემების ცალკეულ მუხლებზე, როგორიცაა, მაგალითად, შემოსავლები ან მთლიანი აქტივები.

შეთანხმებული პროცედურების ჩატარებაზე გარიგების მიზანია, ისეთი აუდიტორული პროცედურების განხორციელება, რომლებზეც ჩვენ, დაინტერესებული ორგანიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, შესაფერისი მესამე მხარე შევთანხმდებით. შესრულების შემდეგ აღმოჩენილ ფაქტებზე ანგარიშს წარვადგენთ.

შეთანხმებული პროცედურების ჩატარების შედეგად წარდგენილი დასკვნა აღმოჩენილ ფაქტებზე არ წარმოადგენს არავითარ რწმუნებას. ანგარიშის მომხმარებლები თვითონ აფასებენ ჩვენ მიერ დასკვნაში წარდგენილ პროცედურებსა და აღმოჩენილ ფაქტებს და შესრულებული სამუშაოდან გამოაქვთ საკუთარი დასკვნები.

შეთანხმებული პროცედურების ანგარიშის გამოყენება შეიძლება შეიზღუდოს იმ მხარეებით, რომლებთანაც პროცედურები შეთანხმდა, რადგან ვინც პროცედურების ჩატარების მიზეზები არ იცის, შედეგებს შეიძლება არასწორად განმარტავდეს.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
ფინანსური ანგარიშგების დანიშნულებაა წარმოადგინოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და მაჩვენებლები.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ადასტურებს ფინანსური ანგარიშგებით წარმოდგენილი შედეგებისა და მონაცემების სისწორესა და სამართლიანობას და ამით უზრუნველყოფს ნდობასა და გამჭვირვალობას კომპანიასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტს იყენებენ:

კომპანიის წილის მფლობელები და აქციონერები, რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართული მენეჯმენტში;
პოტენციური ინვესტორები, რომელთაც სურთ შეაფასონ განსახორციელებელი ინვესტიციის პოტენციალი;
ბანკები და მომწოდებლები, რომლებიც უყურებენ ფინანსურ შესაძლებლობებსა და გადახდისუნარიანობას;
საზოგადოება და დასაქმებული ადამიანები, რომლებიც აფასებენ კომპანიის სანდოობასა და გამჭვირვალობას;
დაინტერესებული ორგანოები, რომლებიც აფასებენ კომპანიის ფინანსურ კეთილსინდისიერებას;
მმართველი პარტნიორები და მფლობელები საფონდო ბირჟებზე კომპანიის წილის გამოტანისთვის.
ჩვენ, საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი მოთხოვნების ცოდნის გაერთიანებით, ვადგენთ და ვაფასებთ არსებითი უზუსტობის რისკებს, ვგეგმავთ და ვატარებთ ამ რისკებზე რეაგირებისთვის გამიზნულ აუდიტორულ პროცედურებს და ვკრებთ ისეთ აუდიტორულ მტკიცებულებებს, რომლებიც საკმარისი და შესაფერისი იქნება ჩვენი მოსაზრების გამოთქმისთვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად.

ჩვენი აუდიტის მეთოდოლოგია ეფუძნება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო აუდიტის პროგრამული უზრუნველყოფა ამარტივებს აუდიტის დაგეგმვას, წარმართვასა და დასრულებას ყველა მოთხოვნის დაცვით.

მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებების საფუძველზე ჩვენ გამოვხატავთ მოსაზრებას, შეიცავს თუ არა ფინანსური ანგარიშგება მიზანმიმართულად ან შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას და ვადგენთ აუდიტორის დასკვნას, რომელსაც გამოიყენებს დამკვეთი თავისი მიზნებისთვის.

ჩვენ ვიყენებთ ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტს (ISQM 1) მარწმუნებელი და სხვა სახის მომსახურების შესრულებისას და ვიცავთ დამოუკიდებლობისა და პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ ეთიკის ყველა ნორმას.

ფინანსური ანგარიშგებისა და შუალედური ფინანსური ინფორმაციის მიმოხილვა

მიმოხილვის მომსახურება წარმოადგენს შეზღუდული რწმუნების გარიგებას, რომელსაც ვახორციელებთ მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტების (მისს) მიხედვით, რაც განსხვავდება დასაბუთებული რწმუნებისგან, როგორიცაა, მაგალითად ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

თავის მხრივ, მიმოხილვის გარიგებები იყოფა ორ ნაწილად:

ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვა (მისს 2400) – ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის გარიგებისას მთავარი მიზანია აუდიტორის მიერ შეზღუდული რწმუნების მოპოვება იმაზე, შეიცავს თუ არა ფინანსური ანგარიშგება მთლიანობაში არსებით უზუსტობას და სამართლიანად წარმოადგენს თუ არა ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის და შედეგების შესახებ.
შუალედური ფინანსური ინფორმაციის მიმოხილვა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ (მისს 2410) –
მიმოხილვა არ უზრუნველყოფს საფუძველს მოსაზრების გამოთქმისთვის იმის შესახებ, ასახავს თუ არა ფინანსური ინფორმაცია უტყუარ და სამართლიან თვალსაზრისს, ან წარდგენილია თუ არა სამართლიანად ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, ფინანსური ანგარიშგების სათანადო საფუძვლების შესაბამისად.