საქართველოს მთავრობის დადგენილება №397 2023 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №193 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2022, [ID·51dd40].10.003.023404) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: ლაშა ხუციშვილი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე; მამუკა ბარათაშვილი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი მაისურაძე; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი; მიხეილ ადეიშვილი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე – საბჭოს წევრი; დავით მოლოდინი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე – საბჭოს წევრი; დათო გაბლიშვილი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის საჩივრების სამმართველოს ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი; დავით ლაშხია - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი; შორენა გვენეტაძე;- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი; დავით რუხაძე; საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საგადასახადო ექსპერტი – საბჭოს წევრი; შოთა კომლაძე; ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნესასოციაციის საგადასახადო-საბაჟო მიმართულების ხელმძღვანელი – საბჭოს წევრი.“.
მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი; ; ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე