ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა

დღგ-ს მეთოდური მითითების დანართი N 5

დღგ-ს მეთოდური მითითების დანართი N 5. ძირითადი საკითხები: დღგ-ს მეთოდური მითითების დანართი N 5.

დოკუმენტის სახე: მეთოდური მითითება — სრული ტექსტი
მუხლები: დანართი №5
დღგდღგ-ს მეთოდური მითითების დანართი N 5

დანართი № 5

დღგ-ის ჩათვლა

შესავალი: დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებული დებულებები გაწერილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVI- ე თავში, ხოლო ჩათვლის მიღების წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის XVIII თავით.

მაგალითი 1. (საერთო ბრუნვის განსაზღვრა) პირობა: დასაბეგრი პირის ძირითად საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავეჯის წარმოება, რომლის ფარგლებშიც მიღებულმა შემოსავალმა 2021 წელს მთლიან ბრუნვასთან მიმართებაში შეადგინა 45%. დანარჩენი 55% შედგება შემდეგი სახის შემოსავლებისაგან: • სადეპოზიტო ანგარიშიდან მიღებული პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები - 10%; • საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი - 30%; • ერთ-ერთი ფილიალის დახურვასთან დაკავშირებით მის მიერ მანქანა-დანადგარების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი - 15%.

შეფასება: გამომდინარე იქედან, რომ მიწოდებულ ძირითად საშუალებებს დასაბეგრი პირი იყენებდა საკუთარი საქმიანობის მიზნებისათვის, ასევე ფინანსური და უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციები არ წარმოადგენს დასაბეგრი პირის ძირითად საქმიანობის საგანს, დასაბეგრი პირის დღგ-ის ჩათვლას დაქვემდებარებული პროპორციული წილის გამოთვლისას საერთო ბრუნვის თანხაში არ გაითვალისწინება, პროცენტების სახით, მიწის ნაკვეთის და მანქანა-დანადგარების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები.

მაგალითი 2. (პროპორციული ჩათვლა) პირობა: დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი შპს A-ს მიერ 2021 წლის თებერვლის თვეში შეძენილია საწვავი. (ჩასათვლელი დღგ - 1’500 ლარი). აღნიშნული საწვავი მის მიერ გამოიყენება როგორც ოპერაციებში რომლის მიხედვითაც მას გააჩნია ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებში რომელთან დაკავშირებით ეს უფლება არ აქვს. აღნიშნულ დასაბეგრის პირის მიერ განხორციელებული ოპერაციების და დასაბეგრი თანხების წილი, რომელთა მიმართებაშიც გააჩნია ჩათვლის უფლება, მთლიან ბრუნვაში არის: • 2020 წელს - 40%; • 2021 წელს - 60%.

შეფასება: 2021 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით საწვავზე ჩასათვლელი თანხა შეადგენს (1’500 x 40%) 600 ლარს, ხოლო 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, ჩასათვლელი თანხის დაზუსტების შედეგად დამატებით ჩათვლას დაექვემდებარება (1’500 x 60%) – 600 = 300 ლარი.

მაგალითი 3. (პროპორციული ჩათვლა) პირობა: დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი, შპს A-ს მიერ 2021 წლის თებერვლის თვეში შეძენილია საწვავი. (ჩასათვლელი დღგ - 1’500 ლარი). აღნიშნული საწვავი მის მიერ გამოიყენება როგორც ოპერაციებში რომლის მიხედვითაც მას გააჩნია ჩათვლის უფლება, ასევე ოპერაციებში რომელთან დაკავშირებით ეს უფლება არ აქვს. აღნიშნული დასაბეგრი პირის მიერ 2021 წლის თებერვლის თვეში განხორციელებული ოპერაციების და დასაბეგრი თანხების წილი, რომელთა მიმართებაშიც გააჩნდა ჩათვლის მიღების უფლება, მთლიან ბრუნვაში იყო 50%, ხოლო წლის ბოლოს წლიურ ბრუნვასთან მიმართებით 35%. ვარიანტი I: - აღნიშნულ პირს წინა წლის ბრუნვა არ გააჩნია; ვარიანტი II: - აღნიშნული პირი ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა 2021 წლის იანვრიდან.

შეფასება: ორივე ვარიანტში - 2021 წლის თებერვალის საანგარიშო პერიოდის მიხედვით საწვავზე ჩასათვლელი თანხა შეადგენს (1’500 x 50%) 750 ლარს, ხოლო 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, ჩასათვლელი თანხის დაზუსტების შედეგად გაუქმებას დაექვემდებარება (დამატებით დაიბეგრება) 750 - (1’500 x 35%) = 225 ლარი.

მაგალითი 4. (ძირითად საშუალებაზე დღგ-ის პროპორციული ჩათვლა) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №35459 პირობა: დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულმა დასაბეგრმა პირმა 2021 წელს შეიძინა კომერციული ფართი (შენობა) 1 180 000 ლარად (მათ შორის, დღგ - 180 000 ლარი). 2026 წლის 1 თებერვლიდან დასაბეგრი პირი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. ვარიანტი I: დასაბეგრი პირის მიერ აღნიშნული ფართი მთლიანად გამოიყენება ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება; ვარიანტი II: დასაბეგრი პირის მიერ აღნიშნული ფართი გამოიყენება როგორც ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია. კერძოდ, ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები წლების მიხედვით შეადგენს:

წელი 2026 2027 2028 2029 2030

1 2 3 4 5 % 25% 45% 56% 64% 81%

შეფასება:

ვარიანტი I: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-6, მე-10 ნაწილების და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 731 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია 2026 წელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს დეკემბრის საანგარიშო პერიოდისა ჩაითვალოს დარჩენილი წლების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა - 90 000 ლარი (180 000 / 10 x 5) სრულად; ვარიანტი II: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-6, მე-10 ნაწილების და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 731 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია ჩაითვალოს დღგ-ის თანხა 2026 – 2030 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში 90 000 ლარის 1/5 ნაწილიდან, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად, კერძოდ:

წელი 2026 2027 2028 2029 2030 ჯამი

1 2 3 4 5

ჩასათვლელი დღგ

13 500

9 900

7 920

6 480

3 420

41 220

მაგალითი 5. . (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში, ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №35459 პირობა: დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულმა დასაბეგრმა პირმა 2018 წელს შეიძინა კომერციული ფართი (შენობა) 1 180 000 ლარად (მათ შორის, დღგ - 180 000 ლარი).

2021 წლის 1 თებერვლიდან დასაბეგრი პირი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.

ვარიანტი I: დასაბეგრი პირის მიერ აღნიშნული ფართი მთლიანად გამოიყენება ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება; ვარიანტი II: დასაბეგრი პირის მიერ აღნიშნული ფართი გამოიყენება როგორც ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია. კერძოდ, ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები წლების მიხედვით შეადგენს:

წელი 2021 2022 2023 2024 2025 2026 2027

1 2 3 4 5 6 7 % 81% 36% 48% 75% 20% 15% 10%

შეფასება: ვარიანტი I: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-6, მე-10 ნაწილების და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 731 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია 2021 წელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს დეკემბრის საანგარიშო პერიოდისა ჩაითვალოს დარჩენილი წლების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა - 126 000 ლარი (180 000 / 10 x 7) სრულად; ვარიანტი II: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-6, მე-10 ნაწილების და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მ2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 731 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია ჩაითვალოს დღგ-ის თანხა 2021 – 2027 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში 126 000 ლარის 1/7 ნაწილიდან, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად, კერძოდ:

წელი 2021 2022 2023 2024 2025 2026 2027 ჯამი

1 2 3 4 5 6 7

ჩასათვლელი დღგ

3 420

11 520

9 360

4 500

14 400

15 300

16 200

74 700

მაგალითი 6. (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში, ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №35459 პირობა: დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულმა დასაბეგრმა პირმა 2018 წელს შეიძინა კომერციული ფართი (შენობა) 1 180 000 ლარად (მათ შორის, დღგ - 180 000 ლარი). 2020 წლის 1 თებერვლიდან დასაბეგრი პირი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.

ვარიანტი I: დასაბეგრი პირის მიერ აღნიშნული ფართი მთლიანად გამოიყენება ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება; ვარიანტი II: დასაბეგრი პირის მიერ აღნიშნული ფართი გამოიყენება როგორც ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია. კერძოდ, ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები წლების მიხედვით შეადგენს:

წელი 2020 2021 2022 2023 2024 2025 2026 2027

1 2 3 4 5 6 7 8 % 64% 81% 36% 48% 75% 20% 15% 10% შეფასება: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-6, მე-10 ნაწილების და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 731 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დროს, ძირითადი საშუალებებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის 73-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წლებიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ (რეგისტრაციის საგადასახადო წლის ჩათვლით) დარჩენილი წლების მიხედვით, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად. ამავე მუხლის 21 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის 1 იანვრამდე და რეგისტრაციის თარიღამდე ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებებზე ვერ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა, უფლება აქვს 2021 წლიდან ჩათვლისთვის განსაზღვრული დარჩენილი წლების პროპორციულად განსაზღვრული დღგ-ის თანხა ჩაითვალოს ყოველი წლის ბოლოს დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია ჩაითვალოს დღგ:

ვარიანტი I: 2021 – 2027 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში 126 000 ლარის (180 000 / 10 x 7) 1/7 ნაწილი, თითოეული წლის მიხედვით; ვარიანტი II: 2021 – 2027 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში 126 000 (180 000 / 10 x 7) ლარის 1/7 ნაწილიდან, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად, კერძოდ:

წელი 2021 2022 2023 2024 2025 2026 2027 ჯამი

1 2 3 4 5 6 7

ჩასათვლელი დღგ 3’420 11’520 9’360 4’500 14’400 15’300 16’200 74’700

მაგალითი 7. (ძირითადი საშუალების მიწოდების შემთხვევაში ჩათვლის მიღების წესი) პირობა: დასაბეგრმა პირმა, რომლის მიერ 2020 წლის პერიოდში განხორციელებული ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები, მთლიან ბრუნავსთან მიმართებით შეადგენდა 20%-ზე მეტს, 2021 წლის თებერვალში შეიძინა კომერციული ფართი 1’180’000 ლარად (მათ შორის დღგ 180’000 ლარი), რომელიც გამიზნულია მისი, როგორც დასაბეგრი ოპერაციებისთვის, რომელზეც გააჩნია ჩათვლის უფლება, ისე ოპერაციებისათვის რომელზეც არ აქვს ჩათვლის უფლება.

2028 წელს მან გაასხვისა აღნიშული ფართი და დაბეგრა დღგ-ით, რომლის ღირებულებამ დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 750’000 ლარი (მათ შორის დღგ 135’000 ლარი).

შეფასება:

ყოველწლიურად დასაბეგრ პირს უფლება ჰქონდა ჩაეთვალა 180’000 ლარის 1/10- დან ჩათვლის უფლებით დასაბეგრი ოპერაციების ხვედრითი წილი, ხოლო 2028 წელს მის მიერ მოხდება დარჩენილ პერიოდზე (3 წელი) ჩასათვლელი თანხის სრულად ჩათვლა (180’000 /10 x 3) 54’000 ლარი.

მაგალითი 8. (ძირითადი საშუალების მიწოდების შემთხვევაში ჩათვლის მიღების წესი) პირობა: დასაბეგრმა პირმა 2021 წლის თებერვალში შეიძინა საოფსე ფართი 590’000 ლარად და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის ა)ქვეპუნქტის საფუძველზე (აკმაყოფილებდა აღნიშნულ პირობას) პირველივე საანგარიშო წელს განახორციელა 90’000 ლარის დღგ-ის ჩათვლა. 2028 წელს მან აღნიშული ფართი გადასცა ორგანიზაციას, რომლის საქმიანობას წარმოადგენს სკოლამდელი აღზრდის ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა. დასაბეგრმა პირმა სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თ) ქვეპუნქტის მიხედვით არ დაბეგრა დღგ-ით ფართის მიწოდების ოპერაცია. აღნიშნული ფართს გადაცემამდე დასაბეგრი პირი სრულად იყენებდა დღგ-ის ჩათვლის უფლებით დასაბეგრ ოპერაციებში.

შეფასება:

პირველ წელს 90’000 ლარის ჩათვლა მართლზომიერია, 2028 წელს დასაბეგრი პირის მიერ მოხდება ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაკორექტირება და გაუქმებას დაექვემდებარება ჩათვლილი დღგ (90’000 / 10 x 3) 27’000 ლარის ოდენობით.

მაგალითი 9. (ჩათვლა ნაშთად არსებულ მარაგებზე) პირობა: დასაბეგრი პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 3 იანვარს, ნაშთად ერიცხება 2020 წლის განმავლობაში შეძენილი სასაქონლო მატერიალური მარაგები, რომელზეც გააჩნია შესაბამისი ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები.

შეფასება: საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად - დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს. აღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე დასაბეგრ პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ საქონლის ნაშთზე თუ გააჩნია შესაბამისი ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები, მისთვის დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა დღგ- ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დასაბეგრი პირი უფლებამოსილია დადგენილი წესით ჩაითვალოს დღგ- ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებული საქონლის შეძენისას გადახდილი/გადასახდელი დღგ, ამასთან თუ ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის ჩათვლა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციით (მათ შორის შესწორებული დეკლარაციით, რომლის წარდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა).

მაგალითი 10. (ჩათვლის შეზღუდვა ნაშთად არსებულ მარაგებზე) პირობა: დასაბეგრი პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 3 იანვარს, ნაშთად ერიცხება 2017 წლის განმავლობაში შეძენილი სასაქონლო მატერიალური მარაგები, რომელზეც გააჩნია შესაბამისი ჩათვლის დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

შეფასება: საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად - დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს. საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის დ) ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია 3 წელი. აღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე დასაბეგრ პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ საქონლის ნაშთზე თუ გააჩნია შესაბამისი ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები, მისთვის დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა დღგ- ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, თუ გასული არ არის ჩათვლის დამადასტურებელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს 2017 წელს განხორციელებულ ოპერაციებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებულ საქონელზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის ჩათვლა არამართლზომიერია.

მაგალითი 11 - დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში, საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №20532

პირობა:

დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულმა დასაბეგრმა პირმა 2020 წელს დაიწყო კომერციული ფართის (შენობის) მშენებლობა. შენობის მშენებლობა დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში. პირი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 10 იანვრიდან. დასაბეგრი პირის მიერ აღნიშნული ფართი მთლიანად გამოიყენება ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.

შეფასება:

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-6, მე-10 ნაწილების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 731 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 733 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია 2022 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს დეკემბრის საანგარიშო პერიოდისა ჩაითვალოს, ჩათვლის დოკუმენტებთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით, შენობის წარმოებაზე - მშენებლობისას შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე, გადახდილი დღგ დარჩენილი წლების მიხედვით სრულად (წარმოებისთვის გადახდილი დღგ*9/10).

მაგალითი 12. (ავანსის ჩათვლა ძირითადი საშუალების შეძენისას) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №30974

2021 წლის დეკემბრის თვეში დასაბეგრმა პირმა A-მ პერსონალური კომპიუტერის შეძენის მიზნით ავანსის სახით სრულად გადაურიცხა დასაბეგრ პირ B-ს ანაზღაურების თანხა 5’900 ლარი, რაზეც B-ს მიერ დადგენილი წესით გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა და დაბეგრილ იქნა დღგ-ით კანონმდებლობის შესაბამისად.

B-ს მიერ კომპიუტერის მიწოდება განხორციელდა 2022 წლის იანვრის თვეში.

A-მ პერსონალური კომპიუტერი აღრიცხა ძირითად საშუალებად, რომლის გამოიყენება გამიზნული აქვს როგორც ოპერაციებში რომლის მიხედვითაც მას გააჩნია ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებში რომელთან დაკავშირებით ეს უფლება არ აქვს.

2021 წელს A-ს მთლიან ბრუნვაში, ოპერაციების წილი, რომელთა მიმართებაშიც მას გააჩნდა დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება არის:

ვარიანტი I - 90%; ვარიანტი II - 70%.

დავუშვათ, ორივე ვარიანტის მიხედვით 2022 – 2026 წლებში A-ს მთლიან ბრუნვაში ოპერაციების წილი, რომელთა შესაბამისად მას გააჩნია დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, არის:

2022 2023 2024 2025 2026 1 2 3 4 5 60% 70% 45% 55% 80%

შეფასება:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის: 163-ე, 174-ე, 177-ე და 179-ე მუხლების, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 73-ე და 733 მუხლების შესაბამისად

პირველი ვარიანტის მიხედვით ვინაიდან A-ს მიერ 2021 წელს განხორციელებული ოპერაციების ჯამი, რომლებზეც მას არ გააჩნია ჩათვლის უფლება მთლიან ბრუნვაში 20%-ზე ნაკლებია, მას უფლება აქვს სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა 2022 წლის იანვრის (ძირითადი საშუალების შეძენის) საანგარიშო პერიოდში. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მის მიერ ჩათვლა განხორციელებულია ავანსის გადარიცხვის საანგარიშო პერიოდში, დამატებით ჩასათვლელი თანხა არ წარმოიშობა.

ამასთან, A ვალდებულია 2022-2026 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში ამ ძირითადი საშუალების შეძენასთან დაკავშირებით ჩათვლილი დღგ-ის თანხიდან, წლების მიხედვით აღადგინოს (დაირიცხოს) ამ ძირითადი საშუალების იმ ოპერაციებში გამოყენების პროპორციული წილის შესაბამისად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხა, რომლებზეც მას არ გააჩნია ჩათვლის მიღების უფლება, კერძოდ:

წლები 2022 2023 2024 2025 2026 ჯამი

1 2 3 4 5

სულ გადახდილი/გადასახდელი დღგ

180

180

180

180

180

900 ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციების პროპორციული წილი მთლიან ბრუნვაში

40%

30%

55%

45%

20%

აღსადგენი დღგ 72 54 99 81 36 342

მეორე ვარიანტის მიხედვით ვინაიდან A-ს მიერ 2021 წელს განხორციელებული ოპერაციების ჯამი, რომლებზეც მას არ გააჩნია ჩათვლის უფლება მთლიან ბრუნვაში 20%-ზე მეტია, მას ძირითადი საშუალების შეძენის საანგარიშო პერიოდში არ გააჩნია დღგ-ის ჩათვლის უფლება, შესაბამისად 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში ავანსად გადახდილი თანხის მიხედვით ჩათვლილი დღგ ექვემდებარება კორექტირებას/აღდგენას 2022 წლის იანვრის (ძირითადი საშუალების შეძენის) საანგარიშო პერიოდში.

ამასთან, A უფლებამოსილია 2022 – 2026 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში ამ ძირითადი საშუალების შეძენასთან დაკავშირებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხიდან, წლების მიხედვით ჩაითვალოს ამ ძირითადი საშუალების ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციული წილის შესაბამისად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხა, კერძოდ:

წლები 2022 2023 2024 2025 2026 ჯამი

1 2 3 4 5

სულ გადახდილი/გადასახდელი დღგ

180

180

180

180

180

900 ჩათვლის უფლების მქონე ოპერაციების პროპორციული წილი მთლიან ბრუნვაში

60%

70%

45%

55%

80%

ჩასათვლელი დღგ 108 126 81 99 144 558

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01