ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ. ძირითადი…

დოკუმენტის სახე: კანონქვემდებარე აქტი
მუხლები: მუხლი 1 · მუხლი 2
ქონების გადასახადიადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ე

საქართველოს მთავრობის დადგენილება №406 2010 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქონების გადასახადის ად ­მი­ნისტრირების მიზნით:

  1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ყოველი წლის 10 აპრილამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მიწის მესაკუთრე პირთა სიები, დანართის შესაბამისად, რომელიც სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) დასახელება/სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) მიწის ფართობი და მისამართი; გ) მიწის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო).

  1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ყოველი წლის 10 აპრილამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს:

ა) ინფორმაცია მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრი­ლის მდგომა­რეობით სახელმწიფო მიწის მოსარგებლეებისა და მფლობე­ლე­ბის შესახებ, დანართის შესაბამისად; ბ) ინფორმაცია გასული საგადასახადო წლის განმავლო­ბაში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იახტებზე (კა­ტარღებზე), შვეულმფრენებსა და თვითმფრინავებზე მისი მე­სა­კუთრის სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით.

  1. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნოებს, რომ შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ:

ა) ყოველი წლის 10 აპრილამდე – ინფორმაცია ადგილობ­რივი თვით­მმარ­თვე­­ლი ერთეულის მიწის მოსარგებლეებისა და მფლო­ბე­ლე­ბის შესახებ მიმდინარე სა­გადასახადო წლის 1 აპრილის მდგომა­რეობით, დანართის შესაბამისად; ბ) ყოველი წლის 15 თებერვლამდე – ინფორმაცია მათ მიერ შე­მოღებული მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების შესახებ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 26.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №508 – ვებგვერდი, 19.08.2020წ.

მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იან­ვრიდან.

პრემიერ - მინისტრი ნ. გილაური

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01