- ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა.
- ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას.
- ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
- ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს ფიქსირებული გადასახადის მიხედვით.
- ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას დოკუმენტში მიუთითოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის შესახებ და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი.
- ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია მისთვის ან მის მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში შეინახოს აღნიშნული დოკუმენტი.
- ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.