- მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს დეკლარაციას წარუდგენს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
1¹. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
- მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტიდან 30 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დეკლარაციას.
- (ამოღებულია – 20.12.2011, №5556).
- მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ დეკლარაციის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.