- მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს.
- ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 30 000-ლარიანი ზღვარი არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საქმიანობის სახეებზე.
- საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მიკრო ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს.
- საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში.
- მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება, გაუქმება და მიკრო ბიზნესის სერტიფიკატის გაცემა ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 84. მიკრო ბიზნესი
კარი V · თავი XII
ამ მუხლთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტები
- №415 დადგენილება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები - მიკრო, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადი, აკრძალული საქმიანობებიკანონქვემდებარე აქტი
გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე?
ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს.
📞 598 21 27 01