ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა › კოდექსის მუხლები

მუხლი 7¹. საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები

კარი I · თავი I

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი · კონსოლიდირებული ვერსია (10/06/2026 - 25/06/2026)
  1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი გადასახადის გადამხდელის საგადახდო ანგარიშის მიმართ ვრცელდება ამ კოდექსის 54-ე მუხლით, 71-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 241-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 ნაწილებითა და 243-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით საბანკო დაწესებულებისთვის საბანკო ანგარიშის მიმართ განსაზღვრული დებულებები, თუ მან ელექტრონული ფულის სქემაში იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ჩართო, როგორც გადამხდელი.
  2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ შესაბამისად ვრცელდება ამ კოდექსის 283-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობები.
  3. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის საგადასახადო ორგანო ეყრდნობა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 11² პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ჩამონათვალს.

საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1808 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

თავი II ამ კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები

← მუხლი 7 · მუხლი 8 →

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01