- საგადასახადო შეთანხმების აქტი ფორმდება შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის.
- საგადასახადო შეთანხმებაში უნდა აღინიშნოს:
ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ასევე სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში); ბ) მიღწეული შეთანხმების შინაარსი და პირობები; გ) საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრების ვადა და წესი.