ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა › კოდექსის მუხლები

მუხლი 288¹. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ საქმიანობის წესის დარღვევა

კარი XIII · თავი XL

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი · კონსოლიდირებული ვერსია (10/06/2026 - 25/06/2026)
  1. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ამ კოდექსის 24¹ მუხლის მე-4 ნაწილის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსავლის იმავე ქვეპუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე გადამეტება –

იწვევს დაჯარიმებას გადამეტებული თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

  1. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ შემდგომი მიწოდების მიზნით საქართველოს საქონლის შესყიდვა −

იწვევს დაჯარიმებას შესყიდული საქონლის საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

  1. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა საქართველოს საწარმოს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის საქართველოში −

იწვევს დაჯარიმებას ასეთი მომსახურებიდან მიღებული ან/და მისაღები კომპენსაციის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

  1. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წლამდე ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდება −

იწვევს დაჯარიმებას ასეთი საქონლიდან მიღებული ან/და მისაღები კომპენსაციის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5120 - ვებგვერდი, 19.10.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

ამ მუხლთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტები

← მუხლი 288 · მუხლი 288² →

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01