- მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის (გარდა ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის დამქირავებელი ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
- (ამოღებულია – 08.11.2011, №5202).
- მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
- (ამოღებულია – 20.05.2011, №4705).
- ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
- (ამოღებულია – 20.05.2011, №4705).
- გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის (გარდა GPRS-ის და CRYPTO-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებისა) დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
- ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით. 8¹ . (ამოღებულია - 22.06.2012, №6547).
- ავტოგასამართ ან/და აირგასამართ ან/და აირსავსებ საკომპრესორო სადგურში მადოზირებელ ან/და მრიცხველ მექანიზმზე საგადასახადო ორგანოს ლუქის არქონა ან დაზიანებული ლუქის ქონა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
- ამ მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 15 000 ლარის ოდენობით.
- საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაადგინოს ჯარიმის განსხვავებული ოდენობები, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით დადგენილი ჯარიმების 5 პროცენტისა.
საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6547 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5627 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.