- საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ.
- საგადასახადო შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით.
- საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით იქმნება აუდიტორთა საბჭო, რომელშიც შედიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები.
- თუ საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება აყალიბებს დაბეგვრის ან/და სამართალდარღვევისთვის სანქციის გამოყენების არსებულისაგან განსხვავებულ პრინციპს/მეთოდს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიმართოს აუდიტორთა საბჭოს, რომელიც უფლებამოსილია მიმართვიდან არა უგვიანეს 20 დღისა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული პრინციპის/მეთოდის გამოყენების ან არგამოყენების თაობაზე. აუდიტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსთვის.
კარი XIII საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა თავი XXXIX ზოგადი დებულებანი