- საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, დროის გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, საქონლის/მომსახურების მიწოდების მოცულობისა და დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის დადგენის მიზნით განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე დაკვირვება და ქრონომეტრაჟის ჩატარების გზით ამ საქმიანობის გამოკვლევა.
- ქრონომეტრაჟი ტარდება დღე-ღამის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ან/და მიწოდებული საქონლის/მომსახურების მოცულობის შესახებ უწყვეტი ჩანაწერების წარმოებით. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, დააყენოს მრიცხველები და სხვა ტექნიკური საშუალებები და ქრონომეტრაჟის ჩატარების ყოველი დღის ბოლოს განახორციელოს მათი მონაცემების რეგისტრაცია.
- ქრონომეტრაჟი ტარდება არანაკლებ 7 დღის განმავლობაში. ქრონომეტრაჟის დაწყებისა და დასრულების ვადები განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან/და კონტროლს დაქვემდებარებული ოპერაციის შესრულების ვადით.
- შემოსავლების სამსახურის მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქრონომეტრაჟის ჩატარებისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ამ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, ასევე საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვევა ექსპერტი/სპეციალისტი.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.