- ქონება – დასაბეგრი ქონება და მიწა.
- მიწა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწები.
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა:
ა) სახნავი (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული); ბ) სათიბი; გ) საძოვარი; დ) საკარმიდამო.
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – მიწა, რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
4¹ . (ამოღებულია – 28.12.2012, №189).
- ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა:
ა) არასასოფლო-სამეურნეო სავარგული, რომელიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) სასოფლო-სამეურნეო სავარგულად. ასეთ მიწებს განეკუთვნება: ა.ა) ყამირი მიწები; ა.ბ) მელიორაციის (სარწყავი და დაშრობის) საშუალებით ასათვისებელი მიწები; ა.გ) გაკაფვა-ამოძირკვის საშუალებით ასათვისებელი, ბუჩქნარით დაკავებული მიწები; ა.დ) დატერასების საშუალებით ასათვისებელი ფერდობები; ა.ე) წიაღისეულის მოპოვებისა და მშენებლობის დროს დარღვეული სარეკულტივაციო მიწები აგრობიოლოგიური პროდუქტიულობის აღდგენით; ბ) დაბალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომლებიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) მაღალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული) მიწების სავარგულად, დაჭაობებული და დამლაშებული მიწები.
- დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელი – ადგილი, სადაც უძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს, ხოლო მოძრავი ქონება რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ არ არსებობს მოძრავი ქონების რეგისტრაციის ადგილი, დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფლად ითვლება ადგილი, სადაც მოძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს.
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა – სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა.
- სამელიორაციო ინფრასტრუქტურა − სარწყავი, დამშრობი და ორმხრივი რეგულირების სისტემები, წყალსაცავები, სატუმბავი სადგურები, დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობები.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3968-სსმI, №74, 24.12.2010წ., მუხ.449 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5382 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი № 4854 - ვებგვერდი, 02.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.