ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა › კოდექსის მუხლები

მუხლი 165². დღგ-ის გადახდაზე ვალდებული პირები

კარი VI · თავი XXIV

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი · კონსოლიდირებული ვერსია (10/06/2026 - 25/06/2026)
  1. დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ ან რეგისტრაციაზე ვალდებულ პირს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა:

ა) საქონლის იმპორტის განმახორციელებელ პირს; ბ) საგადასახადო აგენტს, ოპერაციაზე, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად უკუდაბეგვრის წესით იბეგრება; გ) საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს, ამ საქონლის რეალიზაციისას საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციისა) გადახდევინების მიზნით, აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით; დ) საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ პირს, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციისას; ე) დასაბეგრ პირს, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში ან საქართველოში არ აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს მომსახურების გაწევაში, თუ მის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევის ადგილი ამ კოდექსის შესაბამისად საქართველოა და ეს ოპერაცია არ იბეგრება უკუდაბეგვრის წესით. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და დასაბეგრი პირის ინფორმირების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

თავი XXIV¹ დღგ-ის განაკვეთი, საგადასახადო პერიოდი და ანგარიშგება საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ამ მუხლთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტები

← მუხლი 165¹ · მუხლი 166 →

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01