ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა › კოდექსის მუხლები

მუხლი 160¹. მომსახურების გაწევა

კარი VI · თავი XXII

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი · კონსოლიდირებული ვერსია (10/06/2026 - 25/06/2026)
  1. მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. მომსახურების გაწევად ასევე განიხილება:

ა) არამატერიალური ქონების გადაცემა; ბ) ქმედებისგან თავის შეკავების ან განსაზღვრული ქმედების/სიტუაციის დაშვების ვალდებულება; გ) მომსახურების გაწევა სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს გადაწყვეტილების ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

  1. ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება:

ა) დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით; ბ) დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი მისი საქმიანობის მიზნისთვის, თუ იგი დღგ-ის ჩათვლას სრულად ვერ მიიღებდა, ამ მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებულად განიხილება ძირითადი საშუალების (შენობის/ ნაგებობის) რემონტი, საკუთარი ძალებით ან/და სარემონტო მომსახურების/სამუშაოების იმ პირისგან შეძენის გზით, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; გ) საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის წილის სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

  1. პირი, რომელიც თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით მონაწილეობს მომსახურების გაწევაში, განიხილება ამ მომსახურების მიმღებად და მომსახურების გამწევად.
  2. მომსახურების გაწევად არ განიხილება:

ა) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციები; ბ) ფულზე, აგრეთვე კრიპტოგრაფიულ ვალუტაზე (კრიპტოაქტივზე), საკუთრების უფლების გადაცემა.

  1. ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დებულებები, ამავე ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, ვრცელდება მომსახურების მიწოდებაზეც.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ამ მუხლთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტები

← მუხლი 160 · მუხლი 160² →

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01