ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა › კოდექსის მუხლები

მუხლი 148. აქტივების ღირებულება

კარი V · თავი XIX

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი · კონსოლიდირებული ვერსია (10/06/2026 - 25/06/2026)
  1. აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.
  2. აქტივების მხოლოდ ნაწილის მიწოდების ან გადაცემის შემთხვევაში აქტივების ღირებულება მიწოდების ან გადაცემის მომენტში ნაწილდება დარჩენილ და მიწოდებულ ან გადაცემულ ნაწილებს შორის.
  3. თავდაპირველად ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების სხვა მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევაში მისი ღირებულება განისაზღვრება იმ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსით, რომელშიც ეს ძირითადი საშუალება მანამდე აღირიცხებოდა.
  4. მყიდველის/მსესხებლის მიერ რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის ფარგლებში თავდაპირველად შეძენილი/მიწოდებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მესამე პირისთვის მიწოდების შემთხვევაში მიწოდებული/გამოსყიდული სასესხო ფასიანი ქაღალდის ღირებულება და ფასი თითოეულ შემთხვევაში განისაზღვრება გამყიდველის/გამსესხებლის მიერ პირველად მიწოდებული ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასით.
  5. სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენის შემდეგ მყიდველის მიერ მიღებული პროცენტი, რომელიც შესყიდვის თანხის ნაწილია, უნდა ჩაითვალოს პროცენტად ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც შეამცირებს ფასიანი ქაღალდების ღირებულებას. იგი არ ჩაითვლება მყიდველის საერთო შემოსავალში.

საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5677 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

← მუხლი 147 · მუხლი 149 →

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01