- ორი პირი ურთიერთდამოკიდებულია, თუ:
ა) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში; ბ) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ორი პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში.
- პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, თუ:
ა) იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს საწარმოს 50 პროცენტზე მეტს; ბ) იგი პრაქტიკულად ახორციელებს საწარმოს სამეწარმეო გადაწყვეტილებების კონტროლს.
- დამოუკიდებელი არიან პირები, რომლებიც არ არიან ურთიერთდამოკიდებული.
- ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია კონტროლირებულია.
- დამოუკიდებელ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია დამოუკიდებელია.
- მარჟა არის რენტაბელობის კოეფიციენტი, რომელიც გამოიანგარიშება ისეთი მაჩვენებლების თანაფარდობით, როგორიცაა, მაგალითად, შესყიდვების, გაყიდვების, დანახარჯებისა და აქტივების მაჩვენებლები.
- ოპერაციის პირობა ნიშნავს საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდით სარგებლობისას გამოყენებულ ფინანსურ ან სხვა შესაბამის მაჩვენებელს.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.