ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა › კოდექსის მუხლები

მუხლი 124. საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილი გადასახადის ჩათვლა

კარი V · თავი XVI

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი · კონსოლიდირებული ვერსია (10/06/2026 - 25/06/2026)
  1. საწარმო (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საწარმოსი) უფლებამოსილია ჩაითვალოს საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი მოგების გადასახადი შესაბამისი საგადასახადო წლისათვის ამ მოგებაზე საქართველოში გადასახადის გადახდისას იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან.
  2. საწარმო, რომელიც მოგების გადასახადით მოგების განაწილებისას იბეგრება, უფლებამოსილია გაცემული დივიდენდის მიხედვით მოგების გადასახადის გადახდისას შესაბამისი საგადასახადო პერიოდისათვის ჩაითვალოს საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი მოგების გადასახადი იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან.
  3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით ჩათვლილი თანხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების იმ თანხების ოდენობას, რომლებიც ამ მოგებაზე საქართველოში იქნებოდა დარიცხული საქართველოში არსებული წესითა და განაკვეთებით.

საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.

← მუხლი 123 · მუხლი 125 →

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01