ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა › კოდექსის მუხლები

მუხლი 120. გადასახადები და ჯარიმები, რომლებიც არ გამოიქვითება

კარი V · თავი XV

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი · კონსოლიდირებული ვერსია (10/06/2026 - 25/06/2026)
  1. არ გამოიქვითება:

ა) მოგების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი, რომლებიც გადახდილია ან გადასახდელია საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში, გარდა ფიზიკური პირის მიერ სარგებლის (გარდა დაქირავებით მუშაობით და ეკონომიკური საქმიანობით მიღებულისა) მიღებასთან დაკავშირებით გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა. ამ შემთხვევაში ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის შესაბამისად გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა მცირდება ამ ქონების მიხედვით გადახდილი (მათ შორის, წინა საგადასახადო პერიოდებში) საშემოსავლო გადასახადის თანხით; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი ან გადასახდელი სანქციის/ჯარიმის თანხები.

  1. (ამოღებულია - 26.12.2013, №1886).

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6212 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

← მუხლი 119 · მუხლი 121 →

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01