ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა › კოდექსის მუხლები

მუხლი 107. პროცენტების გამოქვითვის შეზღუდვა

კარი V · თავი XV

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი · კონსოლიდირებული ვერსია (10/06/2026 - 25/06/2026)
  1. ამ მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები გამოიქვითება არა უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად.
  2. საწარმოში, რომლის წილის (აქციების) 20 პროცენტზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებულ იურიდიულ პირს, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამოსაქვითი პროცენტების თანხის ზღვრული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადამხდელის მიერ პროცენტის სახით მიღებული ნებისმიერი შემოსავლის თანხისა და პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა და პროცენტის სახით გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლად განსაზღვრული დასაბეგრი მოგების 50 პროცენტის ოდენობის თანხის ჯამს.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506 საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6446 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6547 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

← მუხლი 106 · მუხლი 108 →

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01