საქართველოს მთავრობის დადგენილება № 415 2010 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 26.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 95² მუხლის, 95³ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე‑2 ნაწილისა და 95⁵ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამტკიცდეს:
- საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი (დანართი №1).
- აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი №2).
- შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას (დანართი №3).
- აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი №4).
- შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისთვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას (დანართი №5).
- ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში (დანართი №6).
- ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირისათვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის სახეები (დანართი №7).
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №376 - ვებგვერდი, 31.07.2018წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 იანვრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 27.01.2025წ.
მუხლი 1¹ ამ დადგენილებით განსაზღვრულ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობებზე არ ვრცელდება მიკრო ან მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 1². 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდში, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №6-ით („ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში“) განსაზღვრული გადასახადის განაკვეთი, ამავე დანართით განსაზღვრული თითოეული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, შეადგენს 1 ლარს. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №353 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი №1
საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, რომელიც ხორციელდება ტრაქტორებით ან კომბაინებით.
- ხალიჩებისა და ორხოვისებრი ნაწარმის წარმოება.
- პულოვერებისა და ანალოგიური ნაწარმის წარმოება.
- ზედა ტანსაცმლის წარმოება, გარდა მოდელების დემონსტრირებისა და ჩვენებისა.
- საცვლების წარმოება.
- თავსაბურავების წარმოება.
- დანარჩენი ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება.
- ხის სხვადასხვა ნაწარმის წარმოება.
- ტანსაცმლისა და თავსაბურავების ხის საკიდების წარმოება.
- ხის საოჯახო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების წარმოება.
- ფაიფურისა და ქაშანურის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნაკეთობების წარმოება.
- სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჭურჭლისა და ინვენტარის წარმოება.
- მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება.
- აკორდეონებისა და ანალოგიური საკრავების, მათ შორის, ტუჩის გარმონიკების წარმოება.
- სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება.
- ცოცხებისა და ჯაგრისების წარმოება.
- საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი.
- საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, თუ ის ხორციელდება ამ საგნების წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობისაგან დამოუკიდებლად, თუ რემონტი ხორციელდება საქმიანობის სხვა სახეობებთან ერთად, მაშინ იგი განეკუთვნება საცალო და საბითუმო ვაჭრობის ან ამ საქონლის წარმოების შესაბამის დაჯგუფებებს.
- ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის რემონტი.
- საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტი.
- საათებისა და საიუველირო ნაწარმის რემონტი.
- ტანსაცმლის გადაკეთება და რემონტი.
- საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი.
- თეთრეულისა და სხვა საფეიქრო ნაწარმის რეცხვა და დამუშავება.
- შინამეურნეობის გაძღოლასთან დაკავშირებული მომსახურება.
შენიშვნა: აღნიშნული საქმიანობების ჩამონათვალზე არ გავრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი, თუ ფიზიკური პირი დამოუკიდებლად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და თავადვე ახორციელებს ჩამონათვალში მოცემული საქონლის ან/და მომსახურების წარმოებას და საცალო წესით მიწოდებას საბოლოო მომხმარებელზე.
დანართი №2 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 თებერვლის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 23.02.2011წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის დადგენილება №368 - ვებგვერდი, 13.07.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის დადგენილება №268 - ვებგვერდი, 10.06.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მარტის დადგენილება №98 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.
აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება
- საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 26¹ პუნქტით გათვალისწინებული („საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა“) საქმიანობისა.
- საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30 000 ლარს.
- სავალუტო ოპერაციების განხორციელება.
- სამედიცინო (გარდა სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სოფლის ექიმისა და ექთნის/ფერშლის მიერ გაწეული სამედიცინო საქმიანობისა), არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.
- სათამაშო ბიზნესი.
- ვაჭრობა.
შენიშვნა: აღნიშნული დანართის მე-6 პუნქტი არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 თებერვლის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 23.02.2011წ.
დანართი №3 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №544 - ვებგვერდი, 13.12.2016წ.
შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას
- ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემიდან მიღებული შემოსავალი.
- სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.
- სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები.
- ჩუქებით მიღებული შემოსავალი.
- ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზაციით:
ა) უძრავი ქონება; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება; გ) ფასიანი ქაღალდები.
- მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი.
- დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.
- პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.
- როიალტის სახით მიღებული შემოსავალი.
- ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.
დანართი №4 საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის დადგენილება №368 - ვებგვერდი, 13.07.2018წ.
აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება
- საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 26¹ პუნქტით გათვალისწინებული („საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა“) საქმიანობისა.
- საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება).
- სავალუტო ოპერაციების განხორციელება.
- სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.
- სათამაშო ბიზნესი.
- პერსონალით უზრუნველყოფა.
- აქციზური საქონლის წარმოება.
დანართი №5 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №544 - ვებგვერდი, 13.12.2016წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №436 - ვებგვერდი, 23.12.2024წ.
შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში
- ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა.
- სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.
- სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები.
- ჩუქება.
- ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზაციით:
ა) უძრავი ქონება; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება; გ) ფასიანი ქაღალდები.
- მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი.
- დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.
- პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.
- როიალტის სახით მიღებული შემოსავალი.
- ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.
- პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.
- „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 006-2016-ის“ 41.2 ჯგუფით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის მომსახურების, 42-ე განყოფილებით გათვალისწინებული სამოქალაქო მშენებლობის მომსახურების ან/და 43-ე განყოფილებით გათვალისწინებული სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, თუ აღნიშნული მომსახურების მიმღებს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი.
დანართი №6 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 26.03.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის დადგენილება №145 - ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №186 - ვებგვერდი, 28 .05.2012წ.
ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში
№ დასაბეგრი საქმიანობის სახე დაბეგვრის ობიექტი საანგარიშო პერიოდი გადასახადის განაკვეთი
1 თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდებაან/და თონეთი გაწეული მომსახურება თონე კალენდარული თვე 50 ლარი (ერთ თონეზე)
2 თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის, თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის,გასწორების,გაპარსვის,წვერის შესწორების,მაკიაჟის (მათ შორის,წამწამების დაგრძელების),მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის, ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა),დეპილაციის,კოსმეტოლოგის მომსახურება სამუშაო ადგილი (სკამი/მაგიდა/სავარძელი) კალენდარული თვე ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა/სავარძელი) – 50 ლარი
3 მანიკიურის და პედიკიურის (მათ შორის,ფრჩხილების დაგრძელების) მომსახურება სამუშაო ადგილი (სკამი/მაგიდა) კალენდარული თვე ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა) – 30 ლარი
4 სოლარიუმის მომსახურება სამუშაო ადგილი (სოლარიუმის კაბინა) კალენდარული თვე ერთ სამუშაო ადგილზე (სოლარიუმის კაბინა) – 70 ლარი
5 ავტომობილების ტექნიკურიმომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა) მომსახურების გასაწევად გამოყენებული სამუშაო ადგილი კალენდარული თვე 1 ავტომობილის მომსახურებისათვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი –100 ლარი; იმ შემთხვევაში, თუ ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისათვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი – ყოველ 40 კვ.მ-ის ფარგლებში ფართობზე – 100 ლარი
შენიშვნა:
- ამ დადგენილების მიზნებისათვის თონე არის მიწაში მთლიანად, სანახევროდ ან მხოლოდ ძირით ჩადგმული ცილინდრული ფორმის, პირმოხვეული ან პირგანური, აგურით ამოშენებული ან გამომწვარი თიხით დამზადებული ნაკეთობა, რომელშიც საწვავად გამოიყენება შეშა, საწვავი აირი ან ელექტროენერგია.
- ამ დადგენილების მიზნებისათვის ნახევარფაბრიკატი არის პროდუქტი, რომელსაც გავლილი აქვს დამუშავების ერთი/რამდენიმე ეტაპი და საჭიროებს შემდგომ ერთი ან რამდენიმე ეტაპის გავლას (მათ შორის, თერმულ დამუშავებას), ვიდრე მიიღებს მზა ნაწარმის სახეს, რომელიც გამოსადეგი იქნება საკვებად.
- (ამოღებულია – 23.03.2012, №97).
დანართი №7 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირისათვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის სახეები
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც არ არის კანონით აკრძალული, გარდა ამ დადგენილების №6 დანართით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული საქონლის/მომსახურების გამოყენებისა მის მიერ სხვა რეჟიმით დასაბეგრ საქმიანობაში.
წყარო: საქართველოს საკანონმბდელო მაცნე