ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა

№220 ბრძანება დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო - სამივლინებო ხარჯები, დღიური ნორმა

№220 ბრძანება დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო - სამივლინებო ხარჯები, დღიური ნორმა. ძირითადი საკითხები: დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების…

დოკუმენტის სახე: კანონქვემდებარე აქტი
მუხლები: მუხლი 2 · მუხლი 12 · მუხლი 101 · მუხლი 104 · მუხლი 106 · მუხლი 147 · მუხლი 152 · მუხლი 160 · მუხლი 165 · მუხლი 194 · მუხლი 408 · მუხლი 711 · მუხლი 979 · დანართი №1 · დანართი №2 · დანართი №3 · დანართი №4 · დანართი №5
დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება № 220 2005 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი

დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის ბრძანება №51- ვებგვერდი, 08.02.2011წ .

  1. ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამ ბრძანების მიზნებისთვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მივლინება – დამქირავებლის ბრძანებით ან/და დავალებით დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ქვეყნის ფარგლების გარეთ. ქვეყნის ფარგლების გარეთ მივლინება შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი; ბ) გრძელვადიანი მივლინება – ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის გაგზავნა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით; გ) მოკლევადიანი მივლინება – ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის გაგზავნა 30 ან ნაკლები კალენდარული დღის ვადით; დ) დაქირავებით მუშაობა, დამქირავებელი და დაქირავებული – დაქირავებით მუშაობა, დამქირავებელი და დაქირავებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად; ე) მუდმივი სამუშაო ადგილი – ტერიტორია, სადაც დაქირავებული, შრომითი ხელშეკრულების ან ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრული სამუშაო დროის პერიოდში (ფიქსირებულ სამუშაო საათებში) დამქირავებელს უსრულებს სამუშაოს, რომელიც რეგულარულ და არაერთჯერად ხასიათს ატარებს; ვ) უქმე დღე – საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად; ზ) მივლინებაში გამგზავრების დღე, მივლინებიდან დაბრუნების დღე – დღე, რომლის 24 საათამდე განხორციელდა შესაბამისი მოქმედება (გამგზავრება ან დაბრუნება). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის ბრძანება №51- ვებგვერდი, 08.02.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №336 - ვებგვერდი, 29.09.2022წ.

  1. ქვეყნის ფარგლებში დაქირავებულის მივლინებისას:

ა) მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა, გარდა ამ ბრძანების 21 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდეს მხოლოდ მგზავრობის ხარჯები; ბ) მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №336 - ვებგვერდი, 29.09.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 25 ივნისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 26.06.2025წ.

  1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ქვეყნის შიგნით მივლინებისას, თუ იგი მივლინების ადგილას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აყვანილი იქნება კვებით კმაყოფაზე, მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეყნის შიგნით მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმის 30% -ის ოდენობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 25 ივნისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 26.06.2025წ.

  1. ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის მივლინებისას:

ა) მივლინების სადღეღამისო და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვროს თანახმად დანართი №1-ისა, რომლებიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად; ბ) მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №336 - ვებგვერდი, 29.09.2022წ.

  1. გრძელვადიანი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯების ნორმები განისაზღვროს დანართი №1-ის მიხედვით მოკლევადიანი მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით (სვეტი №3), ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართის სვეტი №4-ით (საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულების მომსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება) განსაზღვრული ნორმებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №336 - ვებგვერდი, 29.09.2022წ.

  1. დამქირავებლის მიერ იმ დაქირავებულის საქართველოში მივლინებისას, რომლის მუდმივი სამუშაო ადგილი მდებარეობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამივლინებო ხარჯების განსაზღვრისათვის გამოიყენება ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისათვის ამ ბრძანებით დადგენილი ნორმები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №336 - ვებგვერდი, 29.09.2022წ.

  1. თუ დაქირავებულის მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვების ხარჯებით, მაშინ მისი სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს დანართ №1-ში გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის 30 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019

  1. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943

  1. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943

  1. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943

  1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა განისაზღვროს „სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 დეკემბრის №412 დადგენილების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №657-სსმIII, №101, 20.08.2010წ., მუხ.1525 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 31.07.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 25 ივნისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 26.06.2025წ.

  1. საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს დანართი 3-ის შესაბამისად.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ნორმები განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII, №147, 22.10.. 2007წ., მუხ.1651 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 აპრილის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 24.04.2012წ.

  1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №5 დანართის შესაბამისად

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №1189- სსმIII, №144, 12.12. 2005წ., მუხ.1600 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ბრძანება №177- სსმIII, №34, 16.03.2006წ., მუხ.408 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის ბრძანება №444- სსმIII, №63, 08.05.2007წ., მუხ.711 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII, №147, 22.10.. 2007წ., მუხ.1651

  1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045

  1. ამ ბრძანების მიზნებისათვის, საჯარო მოსამსახურეთა სამივლინებო ხარჯების ნორმები განისაზღვროს „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 31.07.2020წ.

  1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები განისაზღვროს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების №13 დანართის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 აპრილის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 28.04.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 31.07.2020წ.

  1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსების მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №245- ვებგვერდი, 04.08.2015წ.

  1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

დანართი №1

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 23 აპრილის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 23.04.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №336 - ვებგვერდი, 29.09.2022წ.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს დაქირავებულისათვის სადღეღამისო ხარჯებისათვის და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები

სადღეღამისო ნორმები

ქვეყნის დასახელება უცხოური ვალუტის დასახელება მოკლევადიანი მივლინებისას საზღვარგარეთ საქ.დაწესებულების მოსამსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების სადღეღამისო ნორმა

1 2 3 4 5

ავსტრალიის თანამეგობრობა ავსტრ ალიური დოლარი 80 50 210

ავსტრიის რესპუბლიკა ევრო 60 40 150

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

აზერბაიჯანის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140

ალბანეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140

ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ამერიკის შეერთებულიშტატები აშშ დოლარი 75 50 240

ანგოლის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ანდორის სამთავრო ევრო 60 40 150

ანტიგუა და ბარბუდა აშშ დოლარი 45 30 100

არაბთა გაერთიანებული საამიროები აშშ დოლარი 45 30 150

არგენტინის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140

ახალი ზელანდია აშშ დოლარი 45 30 140

ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ბარბადოსი აშშ დოლარი 45 30 100

ბაჰრეინის სამეფო აშშ დოლარი 45 30 150

ბაჰამის თანამეგობრობა აშშ დოლარი 60 40 150

ბელარუსის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140

ბელგიის სამეფო ევრო 60 40 180

ბელიზი აშშ დოლარი 45 30 120

ბენინი აშშ დოლარი 45 30 140

ბერმუდის კუნძულები აშშ დოლარი 45 30 140

ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფო აშშ დოლარი 45 30 100

ბოსნია და ჰერცოგოვინა აშშ დოლარი 45 30 100

ბოტსვანის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140

ბრაზილიის ფედერაციულირესპუბლიკა აშშ დოლარი 60 40 150

ბრუნეი დარუსალამი აშშ დოლარი 45 30 150

ბულგარეთის რესპუბლიკა ევრო 45 30 120

ბურკინა-ფასო აშშ დოლარი 45 30 100

გაბონი აშშ დოლარი 45 30 140

გაიანას კოოპერატიულირესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 150

გამბია აშშ დოლარი 45 30 100

განა აშშ დოლარი 45 30 100

გერმანიის ფედერაციულირესპუბლიკა ევრო 65 40 180

გვატემალის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120

გვინეა აშშ დოლარი 45 30 150

გვინეა-ბისაუ აშშ დოლარი 45 30 100

გიბრალტარი აშშ დოლარი 45 30 100

გრენადა აშშ დოლარი 45 30 150

დანიის სამეფო დანიური კრონა 465 325 1318

დიდიბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო ი ნგლისური გირვანქა სტერლინგი 60 38 180

დომინიკის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

დომინიკის თანამეგობრობა აშშ დოლარი 45 30 100

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120

ეთიოპიის ფედერაციულიდემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ეკვადორის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 150

ეკვატორ ი ული გვინეა აშშ დოლარი 45 30 100

ერაყი ს რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ესპანეთის სამეფო ევრო 60 40 180

ესტონეთის რესპუბლიკა ევრო 45 30 140

ვანუატუს რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ვენესუელა აშშ დოლარი 45 30 120

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ზამბიის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120

ზიმბაბვეს რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

თურქეთის რესპუბლიკა ევრო 45 30 100

თურქმენეთი აშშ დოლარი 45 30 100

იამაიკა აშშ დოლარი 45 30 140

იაპონია იაპონური იენა 9100 5685 27300

იემენის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ინდოეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140

ინდონეზიის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო აშშ დოლარი 45 30 120

ირანის ისლამური რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ირლანდია ევრო 60 40 180

ისლანდიის რესპუბლიკა აშშ დოლარი 60 40 180

ისრაელის სახელმწიფო აშშ დოლარი 60 40 150

იტალიის რესპუბლიკა ევრო 60 40 150

სერბეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120

კაბო-ვერდე აშშ დოლარი 45 30 100

კაიმანის კუნძულები აშშ დოლარი 45 30 120

კამბოჯის სამეფო აშშ დოლარი 45 30 100

კანადა აშშ დოლარი 60 40 180

კატარის სახელმწიფო აშშ დოლარი 45 30 120

კენიის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140

კვიპროსის რესპუბლიკა ევრო 60 40 150

კირიბატის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

კოლუმბიის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

კომორის კუნძულები აშშ დოლარი 45 30 100

კონგო აშშ დოლარი 45 30 100

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120

კოსტა - რიკის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

კოტ დიუ ვ არი აშშ დოლარი 45 30 140

კუბის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ლატვიის რესპუბლიკა ევრო 45 30 140

ლესოტოს სამეფო აშშ დოლარი 45 30 100

ლიბანის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ლიბერია აშშ დოლარი 45 30 100

ლიბია აშშ დოლარი 45 30 100

ლიეტუ ვ ას რესპუბლიკა ევრო 45 30 140

ლიხტენშტაინის სამთავრო შვეიც არული ფრანკი 60 37 138

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო ევრო 60 40 150

მადაგასკარის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

მავრიკის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

მაკაო აშშ დოლარი 45 30 100

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140

მალავის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

მალაიზია მალა ი ზიური რინგიტი 160 100 420

მალდივების რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

მალი აშშ დოლარი 45 30 100

მალტის რესპუბლიკა ევრო 45 30 140

მარშალის კუნძულები ს რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

მაროკოს სამეფო აშშ დოლარი 45 30 100

მექსიკის შეერთებული შტატები აშშ დოლარი 45 30 120

მიანმა აშშ დოლარი 45 30 100

მიკრონეზიის ფედერაციული შტატები აშშ დოლარი 45 30 100

მოზამბიკის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

მოლდოვას რესპუბლიკა ევრო 45 30 140

მონაკოს სამთავრო ევრო 60 40 150

მონტენეგრო ევრო 45 30 120

მონღოლეთი აშშ დოლარი 45 30 100

ნამიბიის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ნიგერი აშშ დოლარი 45 30 100

ნიგერია აშშ დოლარი 45 30 120

ნიდერლანდების სამეფო ევრო 60 40 180

ნიკარაგუა აშშ დოლარი 45 30 100

ნორვეგიის სამეფო ნორვეგიული კრონა 680 400 1800

ომანის სასულთნო აშშ დოლარი 45 30 120

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

პალაუს რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

პანამის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120

პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელი სახელმწიფო აშშ დოლარი 45 30 120

პარაგვაის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

პერუს რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120

პოლონეთის რესპუბლიკა ევრო 45 30 140

პორტუგალიის რესპუბლიკა ევრო 45 40 150

პუერტო-რიკო აშშ დოლარი 45 30 140

რუანდის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

რუმინეთი ევრო 45 30 140

რუსეთის ფედერაცია აშშ დოლარი 45 30 180

საბერძნეთის რესპუბლიკა ევრო 45 30 140

სალვადორის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

სამო ი ს დამოუკიდებელი სახელმწიფო აშშ დოლარი 45 30 100

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 29 60

კორეის რესპუბლიკა აშშ დოლარი 60 40 150

სან-მარინო ს რესპუბლიკა ევრო 45 30 120

სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

საუდის არაბეთის სამეფო აშშ დოლარი 60 40 150

საფრანგეთის რესპუბლიკა ევრო 65 44 176

საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები ევრო 60 40 150

სეიშელის რესპუბლიკა აშშ დოლარი 60 40 150

სენეგალი აშშ დოლარი 45 30 100

სენტ-ლუსია აშშ დოლარი 45 30 150

ესვატინის სამეფო აშშ დოლარი 45 30 120

სიერა-ლეონე აშშ დოლარი 45 30 100

სინგაპურის რესპუბლიკა სინგაპურული დოლარი 100 65 327

სირია აშშ დოლარი 45 30 100

სლოვაკეთის რესპუბლიკა ევრო 45 30 120

სლოვენიის რესპუბლიკა ევრო 45 30 100

სოლომონის კუნძულები აშშდოლარი 45 30 100

სომალის ფედერაციული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

სომხეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120

სუდანის რესპუბლიკა აშშ დოლარი 60 40 150

სურინამის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120

ტაივანი აშშ დოლარი 45 30 140

ტაილანდის სამეფო აშშ დოლარი 60 40 150

ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ტაჯიკეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ტოგო აშშ დოლარი 45 30 100

ტონგის სამეფო აშშ დოლარი 45 30 100

ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 150

ტუნისის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

უგანდის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

უზბეკეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120

უკრაინა აშშ დოლარი 45 30 180

უნგრეთი ევრო 45 30 180

ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ფილიპინების რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 140

ფინეთის რესპუბლიკა ევრო 75 45 200

ფიჯის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ქუვეითის სახელმწიფო ქუვეითური დინარი 15 9 45

ყაზახეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 150

ყირგიზეთის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 150

შვეიცარიის კონფედერაცია შვეიცარული ფრანკი 74 46 220

შვედეთის სამეფო შვედური კრონა 680 400 1816

შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა აშშდოლარი 45 30 120

ჩადის რესპუბლიკა აშშდოლარი 45 30 100

ჩეხეთის რესპუბლიკა ევრო 45 30 180

ჩილეს რესპუბლიკა აშშდოლარი 45 30 120

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აშშდოლარი 45 30 150

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა აშშდოლარი 45 30 100

ხორვატიის რესპუბლიკა ევრო 45 30 180

ჰაიტის რესპუბლიკა აშშდოლარი 45 30 100

ჰონდურასის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ბჰუტანის სამეფო აშშდოლარი 45 30 100

ბურუნდის რესპუბლიკა აშშდოლარი 45 30 100

კამერუნის რესპუბლიკა აშშდოლარი 45 30 100

ჯიბუტის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100

ერითრეა აშშდოლარი 45 30 100

ნაურუს რესპუბლიკა აშშდოლარი 45 30 100

სე ნ ტ-ვინსენტი და გრენადინები აშშდოლარი 45 30 100

ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკა აშშდოლარი 45 30 100

ტუვალუ აშშდოლარი 45 30 100

დანართი №2

(ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943

დანართი №3

საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი

შენიშვნები:

  1. საპარლამენტო დელეგაცია არის ის დელეგაცია, რომელსაც მიენიჭა საქართველოს პარლამენტის სახელით გამოსვლის უფლება.
  2. საქართველოს პარლამენტის წევრს და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეს (ერთზე მეტი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში) უფლება აქვთ მიიღონ დანართი №3-ით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ ერთი, უფრო მაღალი დანამატი.
  3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მივლინების პირველ სამ დღეზე (თითოეულ ქვეყანაში) სადღეღამისო ნორმის დანამატი (თითოეულ დღეზე) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველო ს პარლამენტის თავმჯდომარისათვის – 230 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში; ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისათვის – 200 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში.

  1. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს, კომიტეტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარესა და საპარლამენტო დელეგაციის წევრს სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.
  2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საპარლამენტო დელეგაციების წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.
  3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ბრძანება №177- სსმIII, №34, 16.03.2006წ., მუხ.408 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის ბრძანება №595- სსმIII, №81, 15. 06. 2006წ., მუხ.1065 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №564 - ვებგვერდი, 09.11.2011წ.

დანართი №4 (ამოღებულია - 18.04.12 №119) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №1074- სსმIII, №135, 27.09. 2007წ., მუხ.1473 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 აპრილის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 24.04.2012წ.

დანართი №5

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი:

№ მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტებით

1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 100

2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისმოადგილე 85

3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი 80

შენიშვნა:

  1. თუ მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და წევრების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.

  1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
  2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აუნაზღაურდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამარ­თლო­სათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებ­ში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII, №147, 22.10.. 2007წ., მუხ.1651 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №480- სსმIII, №93, 28.07.2009წ., მუხ.979

წყარო : საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01