ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა

ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე

ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

დოკუმენტის სახე: მეთოდური მითითება — სრული ტექსტი
მუხლები: მუხლი 1 · მუხლი 2 · მუხლი 3 · მუხლი 4 · მუხლი 5 · მუხლი 6 · მუხლი 7 · მუხლი 8 · მუხლი 9 · მუხლი 10 · მუხლი 11 · მუხლი 12 · მუხლი 13 · მუხლი 14 · მუხლი 15 · მუხლი 16 · მუხლი 17 · მუხლი 18
დღგსაშემოსავლო გადასახადიმოგების გადასახადიაქციზისაბაჟოსაურავიჯარიმაკონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)რეგულირების სფერო და მიზანიგამოყენების ვალდებულება და კონტროლი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №22708 2019 წლის 8 ივლისი ქ. თბილისი

ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე

ნაწილი I საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს მეთოდური მითითება:

ა) (ამოღებულია - 29.10.2024, №23106); ბ) (ამოღებულია - 29.10.2024, №23106); გ) (ამოღებულია - 30.12.2021, №42109); დ) (ამოღებულია - 30.12.2021, №42109); ე) (ამოღებულია - 03.10.2023, №24392); ვ) (ამოღებულია - 03.10.2023, №24392); ზ) (ამოღებულია - 03.10.2023, №24392); თ) „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ №8 დანართის შესაბამისად; ი) „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ №9 დანართის შესაბამისად; კ) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ №10 დანართის შესაბამისად. ლ) „დებიტორული დავალიანების შესახებ“ №11 დანართის შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №39866 - ვებგვერდი, 29.10.2021წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №35390 - ვებგვერდი, 25.11.2021წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №42109 - ვებგვერდი, 14.01.2022წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №24392 - ვებგვერდი, 06.10.2023წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №23106 - ვებგვერდი, 04.11.2024წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №24351 - ვებგვერდი, 06.11.2025წ.

  1. ამ ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებები გამოსაყენებლად სავალდებულოა:

ა) 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ; ბ) სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის – საგადასახადო შემოწმების, საგადასახადო დავის განხილვის და საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში (გარდა ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

  1. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებაში მითითებულია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშების ამ ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებ(ებ)ით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მეთოდ(ებ)ი, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებისთვის გამოიყენება საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებაში მითითებული მეთოდ(ებ)ი.
  2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვახტანგ ლაშქარაძე სამსახურის უფროსი

დანართი №1 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №23106 - ვებგვერდი, 04.11.2024წ.

დანართი №2 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №23106 - ვებგვერდი, 04.11.2024წ.

დანართი №3 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №42109 - ვებგვერდი, 14.01.2022წ.

დანართი №4 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №42109 - ვებგვერდი, 14.01.2022წ.

დანართი №5 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №39866 - ვებგვერდი, 29.10.2021წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №24392 - ვებგვერდი, 06.10.2023წ.

დანართი №6 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №39866 - ვებგვერდი, 29.10.2021წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №24392 - ვებგვერდი, 06.10.2023წ.

დანართი №7 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №39866 - ვებგვერდი, 29.10.2021წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №24392 - ვებგვერდი, 06.10.2023წ.

დანართი №8 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №35390 - ვებგვერდი, 25.11.2021წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №23106 - ვებგვერდი, 04.11.2024წ.

სსიპ შემოსავლების სამსახური მეთოდური მითითება

„კრედიტორული დავალიანების შესახებ“

თბილისი 2024 წელი

ს ა რ ჩ ე ვ ი

თავი I - ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი მუხლი 2. გამოყენების ვალდებულება და კონტროლი მუხლი 3. ძირითადი პრინციპები

თავი II - ოპერაციები მუხლი 4. ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი არარეზიდენტი მომწოდებლის დავალიანების სრულად გათვალისწინება სხვადასხვა სარწმუნო დოკუმენტაციის/ინფორმაციის პირობებში მუხლი 5. ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი არარეზიდენტი მომწოდებლის დავალიანების სრულად გათვალისწინება შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის პირობებში მუხლი 6. ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი არარეზიდენტი მომწოდებლის დავალიანების სრულად გათვალისწინება შემოსავლების და ხარჯების საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის პირობებში მუხლი 7. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნაწილობრივ გათვალისწინება ექსპერტიზის დასკვნით

თავი III - სპეციალური წესები მუხლი 8. სპეციალური წესები

თავი I - ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

  1. „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ წინამდებარე მეთოდური მითითება (შემდგომში - მეთოდური მითითება) არეგულირებს საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის კრედიტორული დავალიანებების გადახდილად მიჩნევის საკითხებს, აგრეთვე, აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
  2. ამ მეთოდური მითითების მიზანია საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის კრედიტორული დავალიანებების გადახდილად მიჩნევის, აგრეთვე, აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ერთიანი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა.

მუხლი 2. გამოყენების ვალდებულება და კონტროლი ამ მეთოდური მითითების გამოყენება ევალებათ აუდიტორებს, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, ხოლო, მისი სწორად გამოყენების კონტროლი - საგადასახადო შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე სამმართველოს უფროსებს და მათ მოადგილეებს.

მუხლი 3. ძირითადი პრინციპები

  1. თუ ხარჯზე, ან ხარჯის ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ვერ იქნა მოპოვებული/დადგენილი ან/და წარმოდგენილი სრულყოფილი მტკიცებულებები, თუმცა, შესაბამისი ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და საჭიროება არ არის სადავო, ანაზღაურებულად ჩაითვლება ამ ხარჯის 75%.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც სახეზეა ამავე მეთოდური მითითების მე-4 - მე-6 მუხლების გამოყენების საფუძველი, კერძოდ, როდესაც, შესაბამისი თანხები სრულად (100%) მიიჩნევა ანაზღაურებულად.

თავი II - ოპერაციები

მუხლი 4. ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი არარეზიდენტი მომწოდებლის დავალიანების სრულად გათვალისწინება სხვადასხვა სარწმუნო დოკუმენტაციის/ინფორმაციის პირობებში

  1. იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის (კრედიტორისთვის) ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი შესაბამისი (საბაჟო) ინვოისის მიხედვით არსებული საქონლის ღირებულება სრულად (100%) ჩაითვლება ანაზღაურებულად, თუ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში:

ა) მოპოვებულია/წარმოდგენილია შესაბამისი თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სააღრიცხვო დოკუმენტი, რომელიც აუდიტორის მიერ სარწმუნოდ (დამაჯერებლად, სანდოდ) იქნა მიჩნეული; ბ) არ არის მოპოვებული/წარმოდგენილი „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელიც აუდიტორის მიერ სარწმუნოდ (დამაჯერებლად, სანდოდ) იქნა მიჩნეული, თუმცა სახეზეა ყველა შემდეგი მტკიცებულება: ბ.ა) გადასახადის გადამხდელსა და არარეზიდენტ მომწოდებელს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება; ბ.ბ) ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითაც დასტურდება შესაბამისი საქონლის შეძენა და საქართველოში იმპორტი; ბ.გ) სამეურნეო ოპერაციის მხარეთა შორის გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტი, შესაბამისი ოდენობის დავალიანების სრულად დაფარვის თაობაზე. ამასთან, შედარების აქტი მხარეთა მიერ დადასტურებული უნდა იყოს იმავე შინაარსის ოპერაციებთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, მათ შორის, ნოტარიულად, აპოსტილით ან/და სხვა ისეთი ფორმით, რომელიც მიღებულია შესაბამის სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში ან/და გათვალისწინებულია არარეზიდენტი მომწოდებლის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით; ბ.დ) მიღება-ჩაბარების აქტი ან/და სალაროს გასავლის ორდერი, რომელშიც აღნიშნულია არარეზიდენტი მომწოდებლის ანგარიშვალდებული პირის ხელმოწერა, მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები, მასზე გაცემული თანხის ოდენობა და თანხის გაცემის თარიღი; ბ.ე) არარეზიდენტი მომწოდებლის ანგარიშვალდებული პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ პირის უფლებამოსილებას, არარეზიდენტი მომწოდებლის სახელით, მან მიიღოს რეალიზებული საქონლის ანაზღაურება გადასახადის გადამხდელისგან; ბ.ვ) არარეზიდენტი მომწოდებლის ანგარიშვალდებული პირის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი; ბ.ზ) სარწმუნოდ (დამაჯერებლად, სანდოდ) დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობა.

  1. თუ არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადასახდელი დავალიანების ანაზღაურება ხორციელდება გადასახადის გადამხდელის ანგარიშვალდებული პირის მიერ საქართველოდან თანხის გატანით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს გადასახადის გადამხდელის ანგარიშვალდებულმა პირმა, ხოლო „ბ.ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არასავალდებულოა.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების არასრულყოფილად არსებობის მიუხედავად, აუდიტორი უფლებამოსილია შესაბამისი (საბაჟო) ინვოისის მიხედვით არსებული საქონლის ღირებულება სრულად (100%) ჩათვალოს არარეზიდენტი მომწოდებლისათვის ანაზღაურებულად, თუ სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარწმუნოდ (დამაჯერებლად, სანდოდ) ჩაითვლება შესაბამისი ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ იქნება სადავო.

მუხლი 5. ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი არარეზიდენტი მომწოდებლის დავალიანების სრულად გათვალისწინება შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის პირობებში იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის (კრედიტორისთვის) ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტის არასარწმუნოდ (არადამაჯერებლად, არასანდოდ) მიჩნევის შემთხვევაში, ან ასეთი დოკუმენტის არ არსებობისას, შესაბამისი (საბაჟო) ინვოისის მიხედვით არსებული საქონლის ღირებულება, ამ მეთოდური მითითების მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობის მიუხედავად (მისგან დამოუკიდებლად), ასევე სრულად (100%) ჩაითვლება არარეზიდენტი მომწოდებლისათვის ანაზღაურებულად, თუ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოპოვებულია/დადგენილია ან/და წარმოდგენილია ყველა შემდგომი მტკიცებულება: ა) ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითაც დასტურდება შესაბამისი საქონლის შეძენა და საქართველოში იმპორტი; ბ) გადასახადის გადამხდელის წერილობითი განმარტება, რაც აუდიტორის მხრიდანაც სარწმუნოდ (დამაჯერებლად, სანდოდ) იქნა მიჩნეული, რომ შესაბამისი დავალიანება მის მიერ დაფარულია სრულად და ამდენად, ადგილი არა აქვს საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და დავალიანების პატიების ფაქტს; გ) განსახილველი იმპორტირებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრის მიზნით, აუდიტორის მიერ გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი (იგულისხმება, რომ დგინდება აღნიშნული მეთოდის გამოყენების საფუძველი).

მუხლი 6. ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი არარეზიდენტი მომწოდებლის დავალიანების სრულად გათვალისწინება შემოსავლების და ხარჯების საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის პირობებში იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის (კრედიტორისთვის) ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტის არასარწმუნოდ (არადამაჯერებლად, არასანდოდ) მიჩნევის შემთხვევაში, ან ასეთი დოკუმენტის არ არსებობისას, შესაბამისი (საბაჟო) ინვოისის მიხედვით არსებული საქონლის ღირებულება, ამ მეთოდური მითითების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევების მიუხედავად (მათგან დამოუკიდებლად), ასევე სრულად (100%) ჩაითვლება არარეზიდენტი მომწოდებლისათვის ანაზღაურებულად, თუ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოპოვებულია/დადგენილია ან/და წარმოდგენილია ყველა შემდგომი მტკიცებულება: ა) ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითაც დასტურდება შესაბამისი საქონლის შეძენა და საქართველოში იმპორტი; ბ) გადასახადის გადამხდელის წერილობითი განმარტება, რაც აუდიტორის მხრიდანაც სარწმუნოდ (დამაჯერებლად, სანდოდ) იქნა მიჩნეული, რომ შესაბამისი დავალიანება მის მიერ დაფარულია სრულად და ამდენად, ადგილი არა აქვს საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და დავალიანების პატიების ფაქტს; გ) სარწმუნოდ (დამაჯერებლად, სანდოდ) დასტურდება განსახილველი იმპორტირებული საქონლის, როგორც შეძენის, ისე რეალიზაციის ღირებულებების საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობა.

მუხლი 7. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნაწილობრივ გათვალისწინება ექსპერტიზის დასკვნით საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა აქტივის (კომერციული ფართი) მშენებლობა ან/და რეალიზაცია, რომლის ფარგლებშიც, მისი წერილობითი განმარტებით, შეძენილია სამშენებლო მასალა და ჩატარებულია სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, თუმცა, ვინაიდან მას აღარ მოეპოვება შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შემოწმების ფარგლებში მოპოვებულია/წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა შესაბამის პერიოდში შესაბამისი აქტივის შესაქმნელად საჭირო დანახარჯების შესახებ. მოცემულ პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ექსპერტიზის დასკვნა შესაბამის პერიოდში შესაბამისი კომერციული ფართის ასაშენებლად საჭირო დანახარჯების შესახებ, ასევე, ვინაიდან აღნიშნულის პარალელურად, როგორც მტკიცებულება, მოპოვებულია გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტება ხარჯის გაწევის ნამდვილობის თაობაზე, შესაბამისი კომერციული ფართის ასაშენებლად საჭირო ხარჯის 75% ჩაითვლება გაწეულად/ანაზღაურებულად.

თავი III - სპეციალური წესები

მუხლი 8. სპეციალური წესები

  1. თუ საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდგომ, საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების ფარგლებში, ცნობილი გახდება, რომ თანხა ან თანხის ნაწილი, რომელიც ამავე მეთოდური მითითების შესაბამისად დაკვალიფიცირდა ანაზღაურებულად, აუნაზღაურებელია, ასეთი ფაქტის გამოვლენის მომენტში ჩაითვლება საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, ხოლო, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, დირექტორზე ან თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, ამავე პირზე გაცემულად და მიეცემა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების ადეკვატური კვალიფიკაცია.
  2. აუდიტორი უფლებამოსილია ამ მეთოდური მითითების შესაბამისად არასარწმუნოდ (არადამაჯერებლად, არასანდოდ) განხილული თანხები ჩათვალოს ანაზღაურებულად, თუ მათი ჯამი არ აღემატება:

ა) მცირე კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში - 1 000 ლარს; ბ) საშუალო კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში - 10 000 ლარს; გ) მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში - 100 000 ლარს. მეთოდური მითითება „კრედიტორული დავალიანების შესახებ“

დანართი N9 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №42109 - ვებგვერდი, 14.01.2022წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის ბრძანება №15615 - ვებგვერდი, 13.07.2023წ.

მეთოდური მითითება

„სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“

თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი

  1. რეგულირების სფერო
  2. „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ წინამდებარე მეთოდური მითითება (შემდგომში - მეთოდური მითითება) არეგულირებს საგადასახადო შემოწმებისას, სსკ-ის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული ნაშთის გაანგარიშებას და არაგონივრული ნაშთის დაბეგვრას.
  3. წინამდებარე მეთოდური მითითება არ არეგულირებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესით“ გათვალისწინებულ, სალაროში ნაღდი ფულის დათვლის პროცედურებს.

მუხლი 2. მიზანი წინამდებარე მეთოდური მითითების მიზანია საგადასახადო შემოწმებისას სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის მიმართ შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ერთიანი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა.

მუხლი 3. ტერმინები წინამდებარე მეთოდური მითითების მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ტერმინი მნიშვნელობა სალარო ნაღდიფულის განთავსება-შენახვის ნებისმიერი ადგილი (მათ შორის: სეიფი; სპეციალურიუჯრა; სამუშაო მაგიდის უჯრა; ანგარიშვალდებული პირის ჯიბე/საფულე; სავაჭროობიექტის სალაროს პუნქტი და ა.შ.), გარდა საბანკო ანგარიშისა. სააღრიცხვო დოკუმენტაცია პირველადიდოკუმენტები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საშუალებითაც აღირიცხება „სალაროში“ ნაღდი ფული, აგრეთვე, დგინდება „ნაღდი ფულის ნაშთი“. ნაღდი ფულის ნაშთი ყოველიკალენდარული თვის ბოლო რიცხვში, „სააღრიცხვო დოკუმენტაციის“ მიხედვით, გადასახადის გადამხდელის „სალაროში“ არსებული, ან/და ასეთად მიჩნეული, მათ შორის, არაპირდაპირიმეთოდით გაანგარიშებული, ნაღდი ფულის ოდენობა. გონივრული ნაშთი „ნაღდი ფულის ნაშთის“ ის ნაწილი,რომლის განთავსება-შენახვა „სალაროში“ გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისი საქმიანობის ან/დასამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს-გეგმიდან გამომდინარე. არაგონივრული ნაშთი „ნაღდი ფულის ნაშთის“ ის ნაწილი,რომელიც აღემატება გონივრული ნაშთის ოდენობას. უძრავი ნაშთი შესამოწმებელიპერიოდის დასაწყისისთვის არსებული „არაგონივრული ნაშთის“ ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდებაშესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ „არაგონივრულნაშთში“. ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთი საგადასახადოორგანოს მიერ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის N994 ბრძანებითდამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების,სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადოდავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფისღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესით“გათვალისწინებული, სალაროში ნაღდი ფულის დათვლის პროცედურით დადგენილი, ნაღდიფულის ოდენობა, შესაბამისი პროცედურის დასრულების თარიღისთვის (იგულისხმება შესაბამისიოქმის შედგენის თარიღი). ფიქტიური ნაშთი ინვენტარიზაციისჩატარების კალენდარული თვის „არაგონივრული ნაშთის“ ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდებაშესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ „არაგონივრულნაშთში“. საკასო ხარჯი „სალაროდან“ გასული/გასულად ჩათვლილითანხა, რომელიც: ა) გაიცა კრედიტორული დავალიანების დასაფარად; ბ) გაიცა როგორც ავანსი, ხელფასი, დივიდენდი, სესხი, პროცენტი, როიალტი; გ) ამ ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ №8 დანართის შესაბამისად“, ჩაითვალა ანაზღაურებულად; დ) გადახდილია დოკუმენტურად დადასტურებული სხვა ხარჯისთვის; ე) დაიბეგრა მოგების ან საშემოსავლო გადასახადით, როგორც ხარჯი ანსარგებელი; ვ) გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით. . საკასო შემოსავალი ,,სალაროში“შემოსული/შემოსულადჩათვლილი თანხა, რომელიც: ა) მიღებულია საქონლის მიწოდებიდან ან/და მომსახურების გაწევიდან; ბ) მიღებულია, როგორც ავანსი, დივიდენდი, პროცენტი, როიალტი, საგარანტიო თანხა, სადეპოზიტო თანხა, სესხი; გ) გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით; დ) მიღებულია, როგორც სხვა შემოსავალი.

მუხლი 4. გამოყენების პრინციპები

  1. წინამდებარე მეთოდური მითითება გამოსაყენებლად სავალდებულოა იმ პირის მიმართ, რომელსაც უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი და ამავე მეთოდური მითითების შესაბამისად გამოთვლილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შესაბამისი გადასახადის გადამხდელის სიდიდის კატეგორიის მიხედვით, შეადგენს არანაკლებ:

ა) 1 000 ლარს - მცირე კატეგორიის გადამხდელთან; ბ) 10 000 ლარს - საშუალო კატეგორიის გადამხდელთან; გ) 100 000 ლარს - მსხვილი კატეგორიის გადამხდელთან.

  1. წინამდებარე მეთოდური მითითება არ გამოიყენება:

ა) კომერციული ან/და მიკრო ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის (ლომბარდი) და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესაბამის საქმიანობაზე, აგრეთვე, სადაზღვევო საქმიანობაზე; ბ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შესაბამის საქმიანობებზე; გ) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შესაბამის საქმიანობებზე.

  1. ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე (ზრდა/შემცირება) გავლენის მოხდენის მიზნებისთვის, მხედველობაში მიიღება სალაროდან სესხის გაცემის, კაპიტალის შემცირების, დივიდენდის განაწილების, ხარჯის გაწევის ან/და სხვა ოპერაცი(ებ)ის ამსახველი დოკუმენტები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ოპერაციები განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით მოცული (შესამოწმებელ) პერიოდში და ამავე დროს, შესაბამის ოპერაციაზე სათანადო ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია (სესხის ხელშეკრულება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ, რომელსაც სარწმუნოდ მიიჩნევს საგადასახადო ორგანო) პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე (იხ. მაგალითი N1 და N2).

მაგალითი N1 ფაქტობრივი გარემოება საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა და საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის მაისამდე პირს არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, ხოლო მაისის თვიდან 2022 წლის ბოლომდე ფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 15 000 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს 2022 წლის მაისის თვეში კომპანიაზე სესხის სახით გაცემული აქვს ნაღდი ფული 5 000 ლარი, თუმცა აღნიშნული ოპერაცია არ იყო ასახული ბუღალტერიაში. შეფასება და შედეგი ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, ნაღდი ფულის ნაშთი არის ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვში, „სააღრიცხვო დოკუმენტაციის“ მიხედვით, გადასახადის გადამხდელის „სალაროში“ არსებული, ან/და ასეთად მიჩნეული (მ.შ. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული) ნაღდი ფულის ოდენობა. ამასთან, ნაღდი ფულის ნაშთის კორექტირებაზე სალაროდან სესხის გაცემის, კაპიტალის შემცირების, დივიდენდის განაწილების, ხარჯის გაწევის ან/და სხვა ოპერაცი(ებ)ის გავლენა მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სამეურნეო ოპერაცია განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში და ამავე დროს, ოპერაციაზე შესაბამისი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია (სესხის ხელშეკრულება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ, რომელიც სარწმუნოდ მიიჩნევა საგადასახადო ორგანოს მიერ) პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე. ამდენად, მოცემულ პირობებში, ჩაითვლება, რომ 2022 წლის მაისის საანგარიშო პერიოდიდან 2022 წლის ბოლომდე ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 10 000 ლარს (15 000 - 5 000).

მაგალითი N2 ფაქტობრივი გარემოება საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა და საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმება დაიწყო 2023 წლის 1 მარტს და დამთავრდა 2023 წლის 1 ივნისს. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის მაისამდე პირს არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, ხოლო მაისის თვიდან 2022 წლის ბოლომდე ფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 15 000 ლარი ამასთან, საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე (2023 წლის 15 მაისს) გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს 2023 წლის იანვრის თვეში კომპანიაზე სესხის სახით გაცემული აქვს ნაღდი ფული 5 000 ლარი. შეფასება და შედეგი ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, ნაღდი ფულის ნაშთი არის ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვში, „სააღრიცხვო დოკუმენტაციის“ მიხედვით, გადასახადის გადამხდელის „სალაროში“ არსებული, ან/და ასეთად მიჩნეული (მ.შ. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული) ნაღდი ფულის ოდენობა. ამასთან, ნაღდი ფულის ნაშთის კორექტირებაზე სალაროდან სესხის გაცემის, კაპიტალის შემცირების, დივიდენდის განაწილების, ხარჯის გაწევის ან/და სხვა ოპერაცი(ებ)ის გავლენა მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სამეურნეო ოპერაცია განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში და ამავე დროს, ოპერაციაზე შესაბამისი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია (სესხის ხელშეკრულება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ, რომელიც სარწმუნოდ მიიჩნევა საგადასახადო ორგანოს მიერ) პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე. ამდენად, მოცემულ პირობებში, მხედველობაში ვერ მიიღება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე წარმოდგენილი დოკუმენტის 2023 წლის იანვრის თვეში (არ არის შესამოწმებელი პერიოდი) სესხის გაცემის თაობაზე. შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთი 2022 წლის მაისის საანგარიშო პერიოდიდან 2022 წლის ბოლომდე შეადგენს 15 000 ლარს.

თავი I I. გონივრული ნაშთის გაანგარიშება

მუხლი 5. გონივრული ნაშთის გაანგარიშება საკასო შემოსავლის და ხარჯის პირობებში თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

მაგალითი N3 ფაქტობრივი გარემოება საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა და საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირდა 15 000 ლარი, საკასო შემოსავალი 50 000 ლარი, ხოლო საკასო ხარჯი - 20 000 ლარი. შეფასება და შედეგი ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად. ამდენად, მოცემულ პირობებში, 2022 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთიდან (15 000 ლარიდან) გონივრულ ნაშთად ჩაითვლება (50 000) 10% + 20 000 10%) 7 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა (15 000 – 7 000) 8 000 ლარი, დაკვალიფიცირდება, როგორც არაგონივრული ნაშთი.

მუხლი 6. გონივრული ნაშთის გაანგარიშება საკასო შემოსავლის პირობებში თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფიქსირდება საკასო შემოსავალი და არ აქვს საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

მაგალითი N4 ფაქტობრივი გარემოება საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა და საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო საკასო ხარჯი არ ფიქსირდება. პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირდა 15 000 ლარი, ხოლო ამავე საანგარიშო თვის საკასო შემოსავალი - 50 000 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შედეგად, ამავე თვეში მიღებული შემოსავალი დადგინდა 10 000 ლარის ოდენობით. შეფასება და შედეგი ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფიქსირდება საკასო შემოსავალი და არ აქვს საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად. ამასთან, ნაღდი ფულის ნაშთი არის ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვში, „სააღრიცხვო დოკუმენტაციის“ მიხედვით, გადასახადის გადამხდელის „სალაროში“ არსებული, ან/და ასეთად მიჩნეული (მ.შ. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული) ნაღდი ფულის ოდენობა. ამდენად, მოცემულ პირობებში, 2022 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთიდან - 25 000 ლარიდან (15 000 + 10 000) გონივრულ ნაშთად ჩაითვლება ((50 000 + 10 000) * 10%) 6 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა (25 000 - 6 000) 19 000 ლარი, დაკვალიფიცირდება, როგორც არაგონივრული ნაშთი.

მაგალითი N5 ფაქტობრივი გარემოება საწარმოს საქმიანობის საგანია ავტომობილების გაქირავება. საქმიანობის პროცესში, საწარმო დამქირავებლებთან დებს ხელშეკრულებას, სადაც ავტომობილის დაქირავების ღირებულების გარდა განსაზღვრულია საგარანტიო ან/და სადეპოზიტო თანხა, რომელსაც დამქირავებელი ტოვებს ნაღდი ფულის სახით ან რიცხავს კომპანიის საბანკო ანგარიშზე. ამასთან, მიღებული სადეპოზიტო თანხა, შემოსავლად აღიარდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს, მისი დაბრუნების შემდეგ, რაიმე დაზიანება აღმოაჩნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა უბრუნდება დამქირავებელს. აღნიშნული პირის მიერ შემოსავლების მიღება ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო სალაროდან საკასო ხარჯი არ გაიწევა. პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირდა 15 000 ლარი, ხოლო ამავე საანგარიშო თვის საკასო შემოსავალი - 50 000 ლარი, საიდანაც 40 000 ლარს შეადგენს ავტომობილების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 10 000 ლარს საგარანტიო/სადეპოზიტო თანხები. შეფასება და შედეგი ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, საკასო შემოსავლად განიხილება სალაროში შემოსული ან/და შემოსულად ჩათვლილი თანხა, რომელიც მიღებულია, როგორც ავანსი, საგარანტიო თანხა, სადეპოზიტო თანხა. ამდენად, მოცემულ პირობებში, 2022 წლის მაისის თვის საკასო შემოსავლად ჩაითვლება 50 000 ლარი (40 000 + 10 000), ხოლო ნაღდი ფულის ნაშთიდან (15 000 ლარი) გონივრულ ნაშთად ჩაითვლება (50 000* 10%) 5 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა (15 000 - 5 000) 10 000 ლარი, დაკვალიფიცირდება, როგორც არაგონივრული ნაშთი.

მუხლი 7. გონივრული ნაშთის გაანგარიშება საკასო ხარჯის პირობებში თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფიქსირდება საკასო ხარჯი და არ აქვს საკასო შემოსავალი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

მაგალითი N6 ფაქტობრივი გარემოება საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირის მიერ ხარჯის გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო საკასო შემოსავალი არ ფიქსირდება. პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირდა 5 000 ლარი, ხოლო ამავე საანგარიშო თვის საკასო ხარჯი - 70 000 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შედეგად გაწეული ხარჯი დადგინდა 2 000 ლარის ოდენობით. შეფასება და შედეგი ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფიქსირდება საკასო ხარჯი და არ აქვს საკასო შემოსავალი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად. ამდენად, მოცემულ პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს შეადგენს ((70 000 + 2 000) * 10%) 7 200 ლარი, რაც 2 200 ლარით აღემატება ნაღდი ფულის ნაშთს, 2022 წლის მაისის თვის გონივრულ ნაშთად ჩაითვლება ნაღდი ფულის ნაშთი სრულად - 5 000 ლარი.

მუხლი 8. გონივრული ნაშთის გაანგარიშება ტერიტორიულად განცალკევებულ სალაროებში თუ საკასო ხარჯი გაიწევა ერთზე მეტი, ტერიტორიულად განცალკევებული ობიექტის (ოფისი, მაღაზია, საწყობი და ა.შ.) სალაროდან, გონივრული ნაშთი განისაზღვრება თითოეულ სალაროზე ცალ-ცალკე.

მაგალითი N7 ფაქტობრივი გარემოება საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა ტერიტორიულად განცალკევებული A და B ობიექტებიდან. ამასთან, აღნიშნული პირის მიერ საკასო ხარჯის გაწევა და საკასო შემოსავლის მიღება ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთმა A ობიექტში შეადგინა 10 000 ლარი, ხოლო B ობიექტში - 20 000 ლარი. ამასთან, დადგინდა, რომ ამავე საანგარიშო თვის A ობიექტის საკასო ხარჯი არის 30 000 ლარი, ხოლო B ობიექტის საკასო შემოსავალი - 50 000 ლარი. შეფასება და შედეგი ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, თუ საკასო ხარჯი გაიწევა ან/და საკასო შემოსავალი მიიღება ერთზე მეტი, ტერიტორიულად განცალკევებული ობიექტის (ოფისი, მაღაზია, საწყობი და ა.შ.) სალაროდან, გონივრული ნაშთი განისაზღვრება თითოეულ სალაროზე ცალ-ცალკე. ამდენად, მოცემულ პირობებში, 2022 წლის მაისის თვის გონივრული ნაშთი თითოეული ობიექტისთვის გაანგარიშდება ცალ-ცალკე და შედეგად, A ობიექტის გონივრული ნაშთი იქნება 3 000 (30 000* 10%), ხოლო B ობიექტის - 5 000 ლარი (50 000* 10%) .

მუხლი 9. გონივრული ნაშთის გაანგარიშება ნაღდი ფულის დათვლის პირობებში ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, თუ შესამოწმებელი პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთი აღემატება შესამოწმებელი პერიოდის რომელიმე თვ(ეებ)ის გონივრული ნაშთის ოდენობას, ამ თვ(ეებ)ის გონივრულ ნაშთად ჩაითვლება ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის ოდენობა.

მაგალითი N8 ფაქტობრივი გარემოება საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. ამასთან, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბრის თვის ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 200 000 ლარი, ხოლო გონივრულმა ნაშთმა 45 000 ლარი. გარდა ამისა, 2022 წლის ნოემბერს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილმა ნაშთმა შეადგინა 50 000 ლარი. შეფასება და შედეგი ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, თუ შესამოწმებელი პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთი აღემატება შესამოწმებელი პერიოდის რომელიმე თვ(ეებ)ის გონივრული ნაშთის ოდენობას, ამ თვ(ეებ)ის გონივრულ ნაშთად ჩაითვლება ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის ოდენობა. ამდენად, მოცემულ პირობებში, 2022 წლის დეკემბრის თვის გონივრულ ნაშთად ჩაითვლება 50 000 ლარი.

თავი III. ფულის ნაშთების შემდგომი კვალიფიკაცია და დაბეგვრა

მუხლი 10. არაგონივრული ნაშთის შემდგომი კვალიფიკაცია და დაბეგვრა ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი.

მაგალითი N9 ფაქტობრივი გარემოება საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირი განეკუთვნება „საშუალო“ სიდიდის გადასახადის გადამხდელის კატეგორიას, რომლის მიერ შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა, მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (მოწმდება 2022 წელი სრულად) ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. მოცემულ პირობებში, შემოწმების მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბრამდე პირს არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, ხოლო შემდგომ პერიოდებში არსებული ნაღდი ფულის ნაშთებიდან, ოქტომბრის თვის არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 15 000 ლარი, ნოემბრის - 30 000 ლარი, დეკემბრის - 20 000 ლარი.

პერიოდი 01/2022 02/2022 03/2022 04/2022 05/2022 06/2022 07/2022 08/2022 09/2022 10/2022 11/2022 12/2022 არაგონივრული ნაშთი 0 0 0 0 0 0 0 0 0 15 000 30 000 20 000

შეფასება და შედეგი ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი, თუ ამ მეთოდური მითითების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, „საშუალო“ კატეგორიის გადასახადის გადამხდელთან შეადგენს არანაკლებ 10 000 ლარს. ამდენად, მოცემულ პირობებში, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება 2022 წლის დეკემბრის თვის არაგონივრული ნაშთის (20 000 ლარი) მიმართ, რაც შეადგენს (20 000 / 0,8 * 0,2) 5 000 ლარს.

მუხლი 11. უძრავი ნაშთის შემდგომი კვალიფიკაცია და დაბეგვრა ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, უძრავი ნაშთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესამოწმებელი პერიოდის პირველივე საანგარიშო პერიოდში (პირველივე კალენდარულ თვეში) კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი. ამასთან, გაორებული დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით, უძრავი ნაშთის ოდენობით მცირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული არაგონივრული ნაშთი.

მაგალითი N10 ფაქტობრივი გარემოება საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირი განეკუთვნება „საშუალო“ სიდიდის გადასახადის გადამხდელის კატეგორიას, რომლის მიერ შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა, მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (მოწმდება 2022 წელი სრულად) ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. მოცემულ პირობებში, შემოწმების მონაცემებით, 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში საწარმოს არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 100 000 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხის ნაწილი - 70 000 ლარი, უძრავი ნაშთის სახით ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან.

პერიოდი 01/2022 02/2022 03/2022 04/2022 05/2022 06/2022 07/2022 08/2022 09/2022 10/2022 11/2022 12/2022 არაგონივრული ნაშთი 80 000 90 000 85 000 80 000 70 000 88 000 90 000 95 000 75 000 85 000 90 000 100 000

შეფასება და შედეგი ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, უძრავი ნაშთი არის შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული არაგონივრული ნაშთის ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ არაგონივრულ ნაშთში. ამასთან, უძრავი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის პირველივე საანგარიშო პერიოდში (პირველივე კალენდარულ თვეში) კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი. თავის მხრივ, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, თუ ამ მეთოდური მითითების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, „საშუალო“ კატეგორიის გადასახადის გადამხდელთან შეადგენს არანაკლებ 10 000 ლარს. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ გაორებული დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით, უძრავი ნაშთის ოდენობით მცირდება არაგონივრული ნაშთი. ამდენად, მოცემულ პირობებში, მათ შორის, გაორებული დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით, 70 000 ლარი ჩაითვლება, როგორც 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში (პირველივე კალენდარულ თვეში) გაცემული ხელფასი. ხოლო 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გაცემული ხელფასად ჩაითვლება სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ არაგონივრულ ნაშთსა და უძრავ ნაშთს შორის (100 000 – 70 000) 30 000 ლარი. შედეგად პირის საგადასახადო ვალდებულებები შეადგენს 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში (70 000 / 0,8 0,2) 17 500 ლარს და 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში (30 000 / 0,8 0,2) 7 500 ლარს.

მუხლი 12. ფიქტიური ნაშთის შემდგომი კვალიფიკაცია და დაბეგვრა ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, ფიქტიური ნაშთის ის ნაწილი, რომელიც აღემატება უძრავ ნაშთს, ფულის ინვენტარიზაციის ჩატარების საანგარიშო პერიოდში კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი. ამასთან, გაორებული დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით, ფიქტიური ნაშთის ოდენობით მცირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული არაგონივრული ნაშთი.

მაგალითი N11 ფაქტობრივი გარემოება საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირი განეკუთვნება „საშუალო“ სიდიდის გადასახადის გადამხდელის კატეგორიას, რომლის მიერ შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა, მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (მოწმდება 2022 წელი სრულად) ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. მოცემულ პირობებში, დგინდება, რომ 2022 წლის 14 სექტემბერს, საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში არსებული ნაღდი ფულის დათვლა, რა დროსაც, ინვენტარიზაციით დადგენილმა ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების მონაცემებით, 2022 წლის აგვისტომდე, პირს არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, ხოლო შემდგომ პერიოდებში არსებული ნაღდი ფულის ნაშთებიდან: აგვისტოს თვის არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 15 000 ლარი; სექტემბრის - 20 000 ლარის; ოქტომბრის - 30 000 ლარი; ნოემბრის - 25 000 ლარი; დეკემბრის - 20 000 ლარი.

პერიოდი 01/2022 02/2022 03/2022 04/2022 05/2022 06/2022 07/2022 08/2022 09/2022 10/2022 11/2022 12/2022 არაგონივრული ნაშთი 0 0 0 0 0 0 0 15 000 20 000 30 000 25 000 20 000

შეფასება და შედეგი ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, ფიქტიური ნაშთი არის ინვენტარიზაციის ჩატარების კალენდარული თვის „არაგონივრული ნაშთის“ ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ „არაგონივრულ ნაშთში“. ფიქტიური ნაშთის ის ნაწილი, რომელიც აღემატება უძრავ ნაშთს, ფულის ინვენტარიზაციის ჩატარების საანგარიშო პერიოდში კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი, თუ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, საშუალო კატეგორიის გადასახადის გადამხდელთან შეადგენს არანაკლებ 10 000 ლარს. ამდენად, მოცემულ პირობებში 20 000 ლარი ჩაითვლება, როგორც 2022 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის ბოლოს (ფიქტიურ ნაშთად გამოვლენის თვეში) გაცემული ხელფასი. შედეგად პირის საგადასახადო ვალდებულებები შეადგენს (20 000 / 0,8 * 0,2) 5 000 ლარს.

მაგალითი N12 ფაქტობრივი გარემოება საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირი განეკუთვნება „საშუალო“ სიდიდის გადასახადის გადამხდელის კატეგორიას, რომლის მიერ შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა, მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (მოწმდება 2022 წელი სრულად) ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. მოცემულ პირობებში, დგინდება, რომ 2022 წლის 14 სექტემბერს, საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში არსებული ნაღდი ფულის დათვლა, რა დროსაც, ინვენტარიზაციით დადგენილმა ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების მონაცემებით, 2022 წელს სალაროს არაგონივრულმა ნაშთმა თვეების მიხედვით შეადგინა:

პერიოდი 01/2022 02/2022 03/2022 04/2022 05/2022 06/2022 07/2022 08/2022 09/2022 10/2022 11/2022 12/2022 არაგონივრული ნაშთი 40 000 50 000 45 000 35 000 30 000 50 000 55 000 60 000 80 000 70 000 85 000 120 000

შეფასება და შედეგი ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, უძრავი ნაშთი არის შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული არაგონივრული ნაშთის ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ არაგონივრულ ნაშთში. ამასთან, უძრავი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის პირველივე საანგარიშო პერიოდში (პირველივე კალენდარულ თვეში) კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი. ფიქტიური ნაშთი არის ინვენტარიზაციის ჩატარების კალენდარული თვის „არაგონივრული ნაშთის“ ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ „არაგონივრულ ნაშთში“. ფიქტიური ნაშთის ის ნაწილი, რომელიც აღემატება უძრავ ნაშთს, ფულის ინვენტარიზაციის ჩატარების საანგარიშო პერიოდში კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი. თავის მხრივ, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, თუ ამ მეთოდური მითითების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, „საშუალო“ კატეგორიის გადასახადის გადამხდელთან შეადგენს არანაკლებ 10 000 ლარს. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ გაორებული დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით, უძრავი ნაშთის და ფიქტიური ნაშთის (იმ ნაწილით, რომელიც აღემატება უძრავ ნაშთს) ოდენობით მცირდება არაგონივრული ნაშთი. ამდენად, მოცემულ პირობებში, მათ შორის, გაორებული დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით, უძრავი ნაშთის ოდენობა 30 000 ლარი ჩაითვლება, როგორც 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში (პირველივე კალენდარულ თვეში) გაცემული ხელფასი. ფიქტიური ნაშთის ოდენობიდან, 70 000 ლარიდან (როგორც ინვენტარიზაციის ჩატარების კალენდარული თვის (სექტემბრის თვის) „არაგონივრული ნაშთის“ ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ „არაგონივრულ ნაშთში“) 30 000 ლარი წარმოადგენს უძრავ ნაშთს, შესაბამისად 40 000 ლარი ჩაითვლება, როგორც 2022 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში (ფიქტიურად გამოვლენის პერიოდში) გაცემული ხელფასი. ამასთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დეკემბრის საანგარიშო პერიოდში არსებული არაგონივრული ნაშთიდან 120 000 ლარიდან 50 000 ლარი (უძრავი ნაშთით და დასაბეგრი ფიქტიური ნაშთით შემცირებული ოდენობა) ჩაითვლება, როგორც 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გაცემული ხელფასი. შედეგად პირის საგადასახადო ვალდებულებები შეადგენს 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში (30 000 / 0,8 0,2) 7 500 ლარს, 2022 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში (40 000 / 0,8 0,2) 10 000 ლარს და 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში (50 000 / 0,8 * 0,2) 12 500 ლარს.

მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდიფულის შესახებ“

დანართი №10 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №24392 - ვებგვერდი, 06.10.2023წ.

სსიპ შემოსავლების სამსახური მეთოდური მითითება

„პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“

თბილისი 2023 წელი

დოკუმენტის სახე მეთოდური მითითება ავტორი სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტი ძირითადი მომხმარებელი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი

ს ა რ ჩ ე ვ ი

თავი 1 - ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების სფერო მუხლი 2. მიზანი მუხლი 3. არსი მუხლი 4. გამოყენების ვალდებულება და კონტროლი მუხლი 5. ტერმინები მუხლი 6. საფეხურები

თავი 2 - საფუძვლები და მათი დადგენა მუხლი 7. საფუძვლების არსი და დადგენის პრინციპები მუხლი 8. სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობა მუხლი 9. დაბეგვრის ობიექტის დაუდგენლობა მუხლი 10. ერთზე მეტი კანონშეუსაბამობა მუხლი 11. აქტივების დაუსაბუთებელი ზრდა მუხლი 12. აღურიცხველი ხარჯების გამოვლენა მუხლი 13. ორი ან მეტი საგადასახადო სამართალდარღვევა მუხლი 14. არსებითი სხვაობის გამოვლენა

თავი 3 - მეთოდები, მათი შერჩევა და გამოყენება მუხლი 15. არაპირდაპირი მეთოდის არსი, სახეები და პრინციპები

ქვეთავი 3¹- ფასნამატის მეთოდი მუხლი 16. ფასნამატის მეთოდის არსი და პრინციპები მუხლი 17. დაჯგუფება მუხლი 18. იდენტიფიცირებადი რეალიზაციების გამოცალკევება მუხლი 19. ფასნამატების დადგენა მუხლი 20. ფასნამატების გამოყენება მუხლი 21. ფასნამატის მეთოდით გამოთვლილი შემოსავლის გადანაწილება

ქვეთავი 3² - სხვა მეთოდები მუხლი 22. დანახარჯების მეთოდი მუხლი 23. შედარების მეთოდი მუხლი 24. სხვა ალტერნატიული მეთოდი

თავი 4 - სპეციალური წესები მუხლი 25. არსებითობა მუხლი 26. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები მუხლი 27. გამოთვლილი შემოსავლის საკასო შემოსავლად განხილვა მუხლი 28. დავის ეტაპზე წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია დანართი N1 - ფასნამატების გამოყენების ცხრილი

თავი 1 - ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ წინამდებარე მეთოდური მითითება (შემდგომში - მეთოდური მითითება) არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას, შესაბამისი საფუძვლების დადგენის და შესაბამისი მეთოდების გამოყენების პრინციპებს.

მუხლი 2. მიზანი ამ მეთოდური მითითების მიზანია საგადასახადო შემოწმებისას პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის ერთიანი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა.

მუხლი 3. არსი საგადასახადო შემოწმებისას პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გულისხმობს სამეურნეო ოპერაციის დასაბეგრი თანხის ცვლილებას, ამავე სამეურნეო ოპერაციის ფორმის კვალიფიკაციის შეუცვლელად.

მუხლი 4. გამოყენების ვალდებულება და კონტროლი ამ მეთოდური მითითების გამოყენება ევალებათ აუდიტორებს, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, ხოლო, მისი სწორად გამოყენების კონტროლი - საგადასახადო შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე სამმართველოს უფროსებს და მათ მოადგილეებს.

მუხლი 5. ტერმინები

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ტერმინი მნიშვნელობა

სამეურნეო ოპერაცია გადასახადის გადამხდელის აქტივების, უფლებების და ვალდებულებების კუთხით განხორციელებული ნებისმიერი ქმედებაან ქმედებისგან თავის შეკავება, რომელიც პირდაპირ ან/და ირიბ გავლენას ახდენს მისსაგადასახადო ვალდებულებებზე.

აღრიცხვა სამეურნეო ოპერაციებისასახვა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში.

სააღრიცხვო დოკუმენტაცია სამეურნეოოპერაციის დამადასტურებელი მატერიალური ან ელექტრონული ფორმის ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია, რომელთა საფუძველზედაცგანისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები. სააღრიცხვო დოკუმენტაციად ითვლება: საგადასახადო აღრიცხვის დოკუმენტები - სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტები, საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტები, სხვადასხვაგანცხადებები და ცნობები, ახსნა-განმარტებები და ა.შ.; ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები - სალაროსშემოსავლის ან/და გასავლის ორდერები, საბანკო ანგარიშის ამონაწერები, მზა პროდუქციის ან/და ნახევარფაბრიკატების წარმოების კალკულაციები, გახარჯული ნედლეულის ან/და მასალის ჩამოწერის აქტები, დებიტორებთან ან/და კრედიტორებთან ურთიერთშედარების აქტები,პროდუქციის ან/და მომსახურების შესყიდვის ან/და მიღება-ჩაბარებისაქტები, რეგისტრები, ჟურნალები, უწყისები, ორდერები და ა.შ.; სხვა დოკუმენტები - საწარმოს დამფუძნებელთა ან/და სამეთვალყურეო საბჭოსგადაწყვეტილებები და კრების ოქმები, საწარმოს დირექტორის ბრძანებები, ხელშეკრულებები, მინდობილობები, სხვა ცნობები და დოკუმენტები, რომლებიც პირდაპირ ან/და ირიბად მოიცავს პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებულმონაცემებს.

დაბეგვრის ობიექტი სამეურნეოოპერაცია ან/და სამეურნეო ოპერაციათა ერთობლიობა, გამოსახული თანხაში, რაოდენობაშიან/და სხვა მაჩვენებელში, საიდანაც დგინდება პირის საგადასახადო ვალდებულებები. დაბეგვრისობიექტის მაგალითია: მოგების გადასახადი - განაწილებული მოგება;გაწეული ხარჯი ან სხვაგადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის; უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/დაფულადი სახსრების გადაცემა; საგადასახადო კოდექსით დადგენილზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.; დამატებული ღირებულების გადასახადი - დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ პროდუქციის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა; საქონლისიმპორტი.; საშემოსავლო გადასახადი - რეზიდენტი ფიზიკური პირის დასაბეგრიშემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორცსხვაობა კალენდარული წლის განმავლობაშიმიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულიგამოქვითვების თანხებს შორის.; აქციზი - მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური პროდუქციისმიწოდება ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანა;მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულითსაქართველოში წარმოებული აქციზური პროდუქციის დამკვეთისათვის გადაცემა; საკუთარიწარმოების აქციზური პროდუქციის არააქციზური პროდუქციის წარმოებისათვის გამოყენება;ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდება;საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისგაწევა.; იმპორტი - საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას პროდუქციის საბაჟო ღირებულება.

აუდიტორი საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი. აუდიტის დეპარტამენტი საგადასახადო ორგანო - სსიპ - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული. შესამოწმებელი პერიოდი საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ აუდიტისდეპარტამენტის შესაბამისი ბრძანებითგანსაზღვრული დროის მონაკვეთი.

წელი შესამოწმებელი პერიოდით მოცული ნებისმიერი სრული ან არასრული კალენდარული წელი. საგადასახადო სამართალდარღვევა პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება(მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

სანქცია საგადასახადო სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც გამოიყენება გაფრთხილების, საურავის,ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის პროდუქციისან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდჩამორთმევის სახით.

მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები ქრონომეტრაჟი,საგადასახადო მონიტორინგი, საკონტროლო შესყიდვა, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებისწესების დაცვის კონტროლი, დათვალიერება, ინვენტარიზაცია.

შესადარისი პირი ამ მეთოდური მითითების23-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული პირი.

მუხლი 6. საფეხურები

  1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა ხორციელდება ორი სავალდებულო საფეხურის გავლით:

ა) პირველი საფეხური - საფუძვლის დადგენა; ბ) მეორე საფეხური - მეთოდის შერჩევა-გამოყენება.

  1. საფეხურების გავლის მიზანია, რომ პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას, აუდიტორის ქმედებები იყოს თანმიმდევრული და დასაბუთებული.
  2. ერთი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესაძლებელია დადგინდეს პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ერთზე მეტი საფუძველი. ამასთან, შეირჩეს და გამოყენებულ იქნას ერთზე მეტი არაპირდაპირი მეთოდი, თუ პირი ახორციელებს, ერთზე მეტ, ერთმანეთისგან განსხვავებულ საქმიანობას.

თავი 2 - საფუძვლები და მათი დადგენა

მუხლი 7. საფუძვლების არსი და დადგენის პრინციპები

  1. საფუძველი გულისხმობს პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის უფლებამოსილების გამოყენებისთვის აუცილებელი წინაპირობის ან/და წინაპირობათა ერთობლიობის არსებობას.
  2. პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერი შემდეგი ერთი ან ერთზე მეტი პირობა:

ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობა; ბ) დაბეგვრის ობიექტის დაუდგენლობა; გ) ერთზე მეტი კანონშეუსაბამობა, რომელიც გათვალისწინებულია ამ მეთოდური მითითების მე-10 მუხლით.

  1. სათანადო საფუძვლ(ებ)ის დადგენის მიზნით, აუდიტორმა უნდა უზრუნველყოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევა და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლის გადაწყვეტილების მიღება.
  2. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუდიტორი უფლებამოსილია:

ა) გადასახადის გადამხდელისგან ან მესამე მხარისგან მოითხოვოს ან/და გამოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია; ბ) გაეცნოს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის შესახებ, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელთან ან/და შესაბამის სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებულ სხვა პირთა მონაცემებს; გ) გარდა გადასახადის გადამხდელისა, დამატებით გაესაუბროს საქმესთან დაკავშირებულ სხვა პირებს ან/და ორგანოებს; დ) დაათვალიეროს ობიექტი, საწყობი, საამქრო, საქმიანი ეზო და ა.შ.; ე) მოიწვიოს სპეციალისტი ან/და დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) მოითხოვოს მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების ჩატარება; ზ) განახორციელოს პირის მიმართ შეგროვებული ინფორმაციის შესწავლა და ანალიზი.; თ) მოიპოვოს და დაამუშაოს სხვა შესადარისი პირის საგადასახადო კონტროლის ან/და საგადასახადო დავის მასალები. ი) სააღრიცხვო დოკუმენტაციის შეგროვების, გამოკვლევის და სანდოობის შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

  1. სათანადო საფუძვლ(ებ)ის დადგენის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ გავლილია პირველი საფეხური და აუდიტორი უფლებამოსილია გადავიდეს არაპირდაპირი მეთოდ(ებ)ის შერჩევაგამოყენებაზე, რაც გულისხმობს მეორე საფეხურის დაწყებას.

მუხლი 8. სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობა

  1. სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობა გულისხმობს გადასახადის გადამხდელის მიზეზით შექმნილ ნებისმიერ გარემოებას, რომლის შედეგადაც აუდიტორს არ მიეცა პირის სააღრიცხვო დოკუმენტაციის გაცნობის და შესწავლის შესაძლებლობა.
  2. სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობად მიიჩნევა: ა) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის კანონით დადგენილ ვადაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარუდგენლობა;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ მის სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან აუდიტორის დაშვებაზე უარის გაცხადება; გ) სააღრიცხვო დოკუმენტაციის შეუნახველობა იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან არანაკლებ 3 კალენდარული წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც არის ეს სააღრიცხვო დოკუმენტი აუცილებელი; დ) სამეურნეო ოპერაციებზე სააღრიცხვო დოკუმენტაციის გამოუწერლობა/შეუდგენლობა; ე) სხვა ნებისმიერი გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის მიზეზით აუდიტორს არ მიეცა პირის სააღრიცხვო დოკუმენტაციის გაცნობის და შესწავლის შესაძლებლობა.

  1. სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობა შეიძლება განისაზღვროს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ნაწილის მიმართ.
  2. მიუხედავად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა, სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობად არ ჩაითვლება:

ა) თუ დადგინდა, რომ შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან მისი ნაწილი გადასახადის გადამხდელისგან ამოღებულია საგადასახადო, საგამოძიებო, სხვა მაკონტროლებელ ან/და მარეგულირებელ ან/და ზედამხედველ ორგანოთა მიერ, მათ შორის, ამავე ან/და სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილია უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ; ბ) თუ სააღრიცხვო დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით გამოწერილია ავტორიზებული გვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.

მაგალითი N01 ფაქტობრივი გარემოება საგადასახადო შემოწმების ფარგლებში პირმა აუდიტორს ვერ წარუდგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რაზეც წერილობით განმარტა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია ან მისი ნაწილი არ შედგენილა. შეფასება და შედეგი განსახილველ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ვინაიდან სააღრიცხვო დოკუმენტაციის არქონად ითვლება ნებისმიერი გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის მიზეზით, აუდიტორს არ მიეცა სააღრიცხვო დოკუმენტაციის გაცნობის და შესწავლის შესაძლებლობა.

მუხლი 9. დაბეგვრის ობიექტის დაუდგენლობა

  1. დაბეგვრის ობიექტის დაუდგენლობა გულისხმობს პირის სააღრიცხვო დოკუმენტაციით კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის დაწყებას, მიმდინარეობასა და დასრულებას (შედეგს) შორის კავშირის დაუდგენლობას.
  2. დაბეგვრის ობიექტის დაუდგენლობად მიიჩნევა:

ა) არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები - როდესაც პროდუქციის შეძენის და რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდება ამავე პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, ზომის ერთეულისა და მიწოდების თარიღის შესაბამისად, პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება ან/და ამავე პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. ბ) არასწორი კალკულაციები - როდესაც მზა პროდუქციის წარმოების სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდება ამავე პროდუქციის საწარმოებლად გახარჯული ნედლეულის რაოდენობა და ღირებულება; გ) აღურიცხველი მომსახურებები - როდესაც სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდება გაწეული მომსახურება, მომსახურების სახე, მომსახურების მიმღები პირი, საკომპენსაციო თანხა და მომსახურების გაწევის თარიღი. დ) სხვა ნებისმიერი გარემოება, რომლის შედეგადაც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

  1. დაბეგვრის ობიექტის დაუდგენლობა შეიძლება განისაზღვროს სამეურნეო ოპერაციის ნაწილის მიმართ.
  2. თუ საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს სამეურნეო ოპერაციების საერთო წესისაგან განსხვავებული, მათ შორის, გამარტივებული წესით აღრიცხვას და დაბეგვრას, დაბეგვრის ობიექტის დადგენა უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესების გათვალისწინებით.
  3. მიუხედავად იმისა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეიძლება დადგინდეს სამეურნეო ოპერაციის დაწყებას, მიმდინარეობასა და დასრულებას (შედეგს) შორის კავშირი, თუ ამავე სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული დაბეგვრის ობიექტთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაცია არ შეესაბამება რეალობას ან/და არალოგიკურია, შეიცავს არსებით ტექნიკურ უზუსტობებს ან/და შინაარსობრივ შეცდომებს, ჩაითვლება, რომ აღნიშნულ ნაწილში ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი.

მაგალითი N02 ფაქტობრივი გარემოება სააღრიცხვო დოკუმენტაციით ვერ დგინდება შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის ფარგლებში რეალიზებული პროდუქციის სახეობა, რაოდენობა, ზომის ერთეული, მიწოდების თარიღი, საკომპენსაციო თანხა და თვითღირებულება. აგრეთვე, რეალიზებული პროდუქცია ბუღალტრულად ჩამოიწერება რეალიზაციებთან შეუსაბამო ოდენობით ან/და ღირებულებით ან/და პერიოდულობით. ამასთან, პირის მიერ ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკებით შესაძლებელია მხოლოდ სალაროში მიღებული თანხების ჯამური ოდენობებისა და ამავე თანხების მიღების თარიღების იდენტიფიცირება. შეფასება და შედეგი მოცემულ პირობებში, ვინაიდან პროდუქციის შეძენის და რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდება შესაბამისი პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, ზომის ერთეულისა და მიწოდების თარიღის შესაბამისად, ამ პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება ან/და ამავე პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ჩაითვლება, რომ ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი

მუხლი 10. ერთზე მეტი კანონშეუსაბამობა ერთზე მეტი კანონშეუსაბამობა გულისხმობს ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობას: ა) აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯის გადაჭარბებას დეკლარირებულ შემოსავალზე (შემდგომში - აღურიცხველი ხარჯების გამოვლენა); გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორ ან მეტი შემთხვევის გამოვლენას (შემდგომში - ორი ან მეტი საგადასახადო სამართალდარღვევა); დ) არსებითი სხვაობის გამოვლენას პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ ან/და დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის (შემდგომში - არსებითი სხვაობების გამოვლენა).

მუხლი 11. აქტივების დაუსაბუთებელი ზრდა

  1. აქტივების დაუსაბუთებელი ზრდა გულისხმობს პირის მიერ ნებისმიერი მატერიალური ან/და არამატერიალური აქტივის დაუსაბუთებელ მიღებას.
  2. აქტივების დაუსაბუთებელ მიღებად მიიჩნევა:

ა) აქტივების მიღება შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის გარეშე; ბ) აქტივების მიღება შესაბამისი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე; გ) აქტივების მიღება მათი შესყიდვისთვის საკმარისი შემოსავლის გარეშე; დ) სხვა ნებისმიერი გარემოება, რომლის შედეგადაც ვერ დგინდება აქტივების მიღების წყარო ან/და საფუძველი.

  1. აქტივების მიმღები პირისთვის დაუსაბუთებლად არ ჩაითვლება აქტივის მიღება, თუ იდენტიფიცირებულია აქტივის გამცემი პირი, რომელიც ადასტურებს აქტივის გაცემას შემდეგი საფუძვლით:

ა) უსასყიდლოდ; ბ) მემკვიდრეობით; გ) ჩუქებით; დ) პირგასამტეხლოს სახით; ე) მოგების სახით; ვ) სასესხო ვალდებულების წარმოშობით; ზ) სხვა გზით/ფორმით, რომელსაც სადავოდ არ ხდის აქტივის გამცემი პირი.

მაგალითი N03 ფაქტობრივი გარემოება საგადასახადო შემოწმებით გამოვლინდა, რომ პირს სხვადასხვა ხარჯის გაწევასთან ერთად, უფიქსირდება ავტომანქანის შეძენა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პირის განმარტებით, მისი ყველა, მათ შორის, დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი და ხარჯი დეკლარირებულია, დადგინდა, რომ დეკლარირებული შედეგებით, პირის მიერ ფაქტობრივად (ხელზე) მიღებული შემოსავალი არ არის შესაბამისი ავტომანქანის შესაძენად საკმარისი. კერძოდ, ავტომანქანის ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს, ხოლო, ფაქტობრივად (ხელზე) მიღებული შემოსავალი - 30 000 ლარს. ასევე, დგინდება, რომ არ მომხდარა ავტომანქანის (მათ შორის ავტომანქანის შესაძენად განკუთვნილი ფულის) მიღება ჩუქებით, მემკვიდრეობით, მოგების სახით და ა.შ შეფასება და შედეგი მოცემულ პირობებში, ვინაიდან ადგილი აქვს აქტივების შეძენას მათი შესყიდვისთვის საკმარისი შემოსავლის მიღების გარეშე, ჩაითვლება, რომ ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ მიღებას შესაბამისი ოდენობით (იგულისხმება (100 000 - 30 000) 70 000 ლარი).

მუხლი 12. აღურიცხველი ხარჯების გამოვლენა

  1. აღურიცხველი ხარჯების გამოვლენა გულისხმობს პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში გაუთვალისწინებელი ხარჯების (ე.ი. დამატებითი ხარჯების) გამოვლენას.
  2. აღურიცხველი ხარჯების გამოვლენად მიიჩნევა:

ა) მიღებული მომსახურებისთვის გაწეული აღურიცხველი ხარჯის გამოვლენა; ბ) გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული აღურიცხველი ხარჯის გამოვლენა; გ) შეძენილი პროდუქციისთვის გაწეული აღურიცხველი ხარჯის გამოვლენა; დ) მიწოდებულ საქონელთან დაკავშირებული აღურიცხველი ხარჯის გამოვლენა; ე) სხვა ნებისმიერი აღურიცხველი ხარჯის გამოვლენა.

  1. თუ პირს არ უფიქსირდება აღურიცხველი ხარჯები, მხოლოდ აღრიცხვის შედეგებით მიღებული ან/და დეკლარაციით დაფიქსირებული ზარალი, როგორც ფაქტი, ვერ ჩაითვლება სათანადო საფუძვლად (მაგალითი N04).

მაგალითი N04 ფაქტობრივი გარემოება ფიზიკურ პირს, რომლის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა, წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარდგენილი აქვს 2 000 ლარის ზარალით. კერძოდ, დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 75 000 ლარს, ხოლო ხარჯი - 77 000 ლარს. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ დეკლარირებული ხარჯის ერთი ნაწილი, 50 000 ლარი, არის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, ხოლო, მეორე ნაწილი, 27 000 ლარი, - საგადასახადო ორგანოს მიერ დადასტურებული, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი ხილ-ბოსტნეულის ხარჯია. შეფასება და შედეგი განსახილველ შემთხვევაში დეკლარირებული ზარალი, როგორც ფაქტი, ვერ ჩაითვლება სათანადო საფუძვლად.

მუხლი 13. ორი ან მეტი საგადასახადო სამართალდარღვევა

  1. ორი ან მეტი საგადასახადო სამართალდარღვევა გულისხმობს, რომ მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებით, პირის შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა.
  2. ამ მუხლის მიზნებისთვის, საგადასახადო სამართალდარღვევად მიიჩნევა:

ა) პირის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევა; ბ) პირის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა (ზედმეტობა); გ) პირთან საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა.

  1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევები ვერ ჩაითვლება სათანადო საფუძვლად, თუ არსებობს შესაბამის ღონისძიებათა შედეგების ბათილად (გაუქმებულად) გამოცხადების შესახებ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება ან/და დადგენილება).
  2. აუდიტორი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების დაწყების და დასრულების ეტაპზე გაეცნოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 14. არსებითი სხვაობის გამოვლენა

  1. არსებითი სხვაობის გამოვლენა გულისხმობს პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარმოდგენილ დაბეგვრასთან დაკავშირებულ ინფორმაციაში ან/და დეკლარაციაში (მათ შორის, ანგარიშგებაში) ასახულ მონაცემებსა და მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებით დაფიქსირებულ შედეგებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობების გამოვლენას შესამოწმებელ პერიოდში.
  2. არსებით სხვაობებად მიიჩნევა:

ა) ინვენტარიზაციით გამოვლენილი ზედმეტობა ან/და დანაკლისი, თუ მათი თვითღირებულება (ცალ-ცალკე აღებული) 2%-ზე მეტით აღემატება საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის თვითღირებულებას; ბ) საკონტროლო შესყიდვით გამოვლენილი ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება, თუ აღნიშნული სხვაობა 2%-ზე მეტით განსხვავდება ფაქტობრივად გადახდილი თანხისგან; გ) ქრონომეტრაჟით გამოვლენილი სხვაობა დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციაში, თუ აღნიშნული სხვაობა 2%-ზე მეტით განსხვავდება საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებულ ინფორმაციას შორის. დ) ქრონომეტრაჟით გამოვლენილი, პროდუქციის/მომსახურების მიწოდების მოცულობა, თუ აღნიშნული 2%-ზე მეტით აღემატება შესაბამისი პერიოდის დეკლარირებულ შემოსავალებს (ბრუნვებს); ე) მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებით გამოვლენილ სხვა ნებისმიერ ინფორმაციას ან/და მონაცემს შორის სხვაობა, რომელიც, სათანადო დასაბუთებით, აუდიტორის მიერ არსებითად იქნა მიჩნეული.

თავი 3 - მეთოდები, მათი შერჩევა და გამოყენება

მუხლი 15. არაპირდაპირი მეთოდის არსი, სახეები და პრინციპები

  1. არაპირდაპირი მეთოდი გულისხმობს პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.
  2. არაპირდაპირი მეთოდის სახეებია:

ა) ფასნამატის მეთოდი; ბ) დანახარჯების მეთოდი; გ) შედარების მეთოდი; დ) სხვა ალტერნატიული მეთოდი.

  1. არაპირდაპირი მეთოდების გამოყენება რეკომენდებულია:

ა) ფასნამატის მეთოდი - ვაჭრობაში; ბ) დანახარჯების მეთოდი - წარმოებაში და მომსახურების გაწევაში; გ) შედარების მეთოდი - სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობისას.

  1. პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას, აუდიტორის მიერ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შესაბამისი საქმიანობის სპეციფიკა, სეზონურობა და ყველა ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს პირის შემოწმების შედეგებზე.

ქვეთავი 3¹ - ფასნამატის მეთოდი

მუხლი 16. ფასნამატის მეთოდის არსი და პრინციპები

  1. ფასნამატის მეთოდი გულისხმობს, შესაბამისი ეტაპების გავლით, შესამოწმებელი პერიოდის არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციების მიმართ სხვადასხვა წყაროთი დადგენილი ფასნამატების გამოყენებას.
  2. ფასნამატის მეთოდის ეტაპებია:

ა) დაჯგუფება; ბ) იდენტიფიცირებადი რეალიზაციების გამოცალკევება; გ) ფასნამატის დადგენა; დ) ფასნამატის გამოყენება; ე) ფასნამატის მეთოდით გამოთვლილი შემოსავლების გადანაწილება.

  1. თუ სააღრიცხვო დოკუმენტაცია იძლევა საშუალებას, საბითუმო და საცალო რეალიზაციებზე უნდა დადგინდეს და გამოყენებულ იქნას მათი შესაბამისი ფასნამატები.

მუხლი 17. დაჯგუფება

  1. დაჯგუფება გულისხმობს პირის მიერ თითოეულ წელში რეალიზებული პროდუქციის დაყოფას ერთი სახეობის ნიშნით, შესაბამის პროდუქციათა თვითღირებულების და რაოდენობის მითითებით. თუ დაჯგუფება შეუძლებელია თითოეულ წელში რეალიზებული პროდუქციის შესაბამისად, პროდუქცია ჯგუფდება შესამოწმებელი პერიოდის ჭრილში.
  2. თითოეული ჯგუფის ღირებულების და ჯგუფში შემავალი პროდუქციის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, თითოეული წლის დასაწყისისთვის არსებული პროდუქციის ნაშთის ღირებულებას და რაოდენობას ემატება ამავე წელში შეძენილი შესაბამისი პროდუქციის ღირებულება და რაოდენობა და აკლდება ამავე წლის ბოლოსთვის ნაშთად არსებული შესაბამისი პროდუქციის ღირებულება და რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია წლის დასაწყისისთვის და ამავე წლის ბოლოსთვის ნაშთად არსებული პროდუქციის რაოდენობის დადგენა, პროდუქციის დაჯგუფება შესაძლებელია პირის მიერ განხორციელებული შეძენების პროპორციულად პროდუქციის ღირებულებების შესაბამისად.
  3. ერთი სახეობის ჯგუფის (ერთი ჯგუფის) შესაქმნელად საჭიროა, რომ მისი ღირებულება იყოს შესაბამის წელში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების (შემდგომში - რპთ) არანაკლებ 2%-ის ტოლფასი, ამასთან, პროდუქციის ის ნაწილი, რომელიც ვერ უერთდება რომელიმე სხვა ჯგუფს, ჩაითვლება როგორც ერთი დამოუკიდებელი ჯგუფი (შემდგომში - შერეული ჯგუფი).
  4. შესაბამისი დანიშნულებიდან და მახასიათებლიდან გამომდინარე, ერთი ჯგუფში შეიძლება გაერთიანდეს „ანალოგიური“, „მსგავსი“ ან/და „ერთგვაროვანი“ ნიშნის მქონე პროდუქცია (ანუ ერთი სახეობის პროდუქცია), ამასთან:

ა) „ანალოგიურია“ პროდუქცია, რომელსაც აქვს განსახილველი პროდუქციის იდენტური დანიშნულება და მახასიათებელი. მაგალითად, სხვადასხვა პერიოდებში და სხვადასხვა ღირებულებებით შეძენილი ერთი და იმავე პროცენტულობის მქონე არაჟნები ჩაითვლება ერთმანეთის ანალოგიურ პროდუქციად; ბ) „მსგავსია“ პროდუქცია, რომელსაც აქვს განსახილველი პროდუქციის მსგავსი დანიშნულება და მახასიათებელი. მაგალითად, 3%-იანი არაჟანი და 5%-იანი არაჟანი ჩაითვლება ერთმანეთის მსგავს პროდუქციად; გ) „ერთგვაროვანია“ პროდუქცია, რომელსაც აქვს განსახილველი პროდუქციის მაგვარი დანიშნულება და მახასიათებელი. მაგალითად, არაჟანი, მაწონი და რძე, როგორც რძის ნაწარმი, ჩაითვლება ერთგვაროვან პროდუქციად.

  1. დაჯგუფებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პროდუქციის განმასხვავებელი (განსაკუთრებული) ნიშანი ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, მისი უნიკალურობა, თვითღირებულება, მწარმოებელი და ა.შ.
  2. დაჯგუფების დასრულების შემდეგ, ამა თუ იმ წელზე შექმნილ ჯგუფთა სახეობები და რაოდენობა შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს სხვა წელზე ან/და წლებზე შექმნილ ჯგუფთა რაოდენობას და სახეობებს. ამასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეულ წელზე შექმნილი თითოეული ჯგუფი უნდა ჩაითვალოს (შეფასდეს), როგორც დამოუკიდებელი წარმონაქმნი (სიდიდე), შესაბამისად, ფასნამატის მეთოდით გათვალისწინებული შემდგომი ეტაპების გავლისას, თითოეულ წელზე შექმნილი თითოეული ჯგუფის მიმართ შესაბამისი გამოთვლები (იდენტიფიცირებადი რეალიზაციების გამოცალკევება, ფასნამატების დადგენა, ფასნამატების გამოყენება და სხვა ზემოქმედებები) უნდა წარიმართოს დამოუკიდებლად.
  3. აუდიტორი ვალდებულია გადასახადის გადამხდელის თითოეულ წელში რეალიზებული პროდუქცია, შესაბამისი დანიშნულებიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, გააერთიანოს „ერთგვაროვან“ ჯგუფებად, ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო შემოწმების ეტაპზე, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს აუდიტორის მიერ „ერთგვაროვან“ ჯგუფში მოქცეული პროდუქციის დაყოფის შესახებ ინფორმაცია „მსგავსს“ ან/და „ანალოგიურ“ დაჯგუფებად, ამ მუხლით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.
  4. აუდიტორი უფლებამოსილია თავად განახორციელოს პროდუქციის დაჯგუფება „მსგავსს“ ან/და „ანალოგიურ“ ჯგუფებად, მათ შორის, შეცვალოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დაჯგუფების თაობაზე.

მაგალითი N05 ფაქტობრივი გარემოება შესამოწმებელი პერიოდის კონკრეტულ წელს პირს უფიქსირდება ჯამში 100 000 ლარის თვითღირებულების პროდუქციის რეალიზაცია. მოცემულ პირობებში, დაჯგუფების ეტაპზე, შეიქმნა სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის, „ერთგვაროვანი“ პროდუქციის ნიშნით, ერთ-ერთ ჯგუფად შეიქმნა „რძის პროდუქტების“ ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდა მსგავსი მახასიათებლების, 8 000 ლარი ჯამური თვითღირებულების, მქონე არაჟნის, მაწვნის და რძის ნაირსახეოებები. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შესაბამისი მაჩვენებლების, კერძოდ, არაჟნის, მაწვნისა და რძის თვითღირებულებათა არსებითობით შესაბამისი წლის შეძენებთან (8%), აგრეთვე, შესაბამის პროდუქციათა დანიშნულებების და მახასიათებლების ურთიერთმსგავსებებით. შეფასება და შედეგი ერთი ჯგუფის შესაქმნელად, მისი ღირებულება უნდა იყოს შესაბამისი წლის რპთ-ის არანაკლებ 2%-ის ტოლფასი. ამასთან, შესაბამის პროდუქციათა დანიშნულებიდან და მახასიათებლიდან გამომდინარე, კონკრეტულ ჯგუფში შესაძლოა გაერთიანდეს „ანალოგიური“, „მსგავსი“ ან/და „ერთგვაროვანი“ პროდუქცია. ამდენად, მოცემულ პირობებში, ჩაითვლება, რომ ზემოაღნიშნული ქმედება შესაბამისობაშია ამ მეთოდური მითითების მოთხოვნებთან, ვინაიდან დაჯგუფება განახორციელა შესაბამის პროდუქციათა დანიშნულებებისა (რძის კვების პროდუქტები) და მახასიათებლების, აგრეთვე, შესაბამისი წლის რპთ-ში „რძის პროდუქტები“-ს ჯგუფის თვითღირებულების არსებითობის გათვალისწინებით (8%>2%).

მუხლი 18. იდენტიფიცირებადი რეალიზაციების გამოცალკევება

  1. იდენტიფიცირებადი რეალიზაციების გამოცალკევება გულისხმობს თითოეული ჯგუფიდან იდენტიფიცირებადი რეალიზაციების თვითღირებულებების და რაოდენობების გამოყოფას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მიუხედავად იმისა, შესაბამისი დოკუმენტაციით დადგენილი ფასნამატები, ამ მეთოდური მითითების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩათვლილია თუ არა სარწმუნოდ.
  2. იდენტიფიცირებადია რეალიზაცია, თუ სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელია ამ პროდუქციის ერთეულის თვითღირებულებასა და ამავე პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებულ თანხას შორის კავშირის დადგენა.
  3. იდენტიფიცირებადი რეალიზაციების გამოცალკევების დასრულების შემდეგ, იმის მიხედვით, თუ პირი რამდენად სრულყოფილად აღრიცხავდა სამეურნეო ოპერაციებს, გამოცალკევებული იდენტიფიცირებადი რეალიზაციების თვითღირებულებები და მისი რაოდენობები შესაძლოა გამოვლინდეს ყველა ჯგუფზე, ცალკეულ ჯგუფზე ან/და მხოლოდ ერთ ჯგუფზე. ამასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, იდენტიფიცირებადი რეალიზაციების თვითღირებულებებზე (ასეთი არსებობის შემთხვევაში) დაუშვებელია ფასნამატების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაყალბებულია შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია.

მუხლი 19. ფასნამატების დადგენა

  1. ფასნამატების დადგენა გულისხმობს თითოეულ ჯგუფში მოქცეულ პროდუქციათა სარეალიზაციო ფასებსა და მათ თვითღირებულებებს შორის პროცენტული სხვაობების განსაზღვრას იმ წლებისთვის, რომლებსაც მიეკუთვნებიან შესაბამისი ჯგუფები.
  2. ფასნამატი გამოითვლება ფორმულით: F = ((X-Y) / Y) * 100%, საიდანაც: F არის ფასნამატი წარმოდგენილი პროცენტის სახით, X - პროდუქციის სარეალიზაციო ფასი, ხოლო Y - პროდუქციის თვითღირებულება. ამასთან:

ა) თუ დგინდება ერთ ჯგუფში მოქცეული რამდენიმე პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და თვითღირებულება, ასეთ შემთხვევაში, X იქნება შესაბამის პროდუქციათა სარეალიზაციო ფასების ჯამი, ხოლო Y - თვითღირებულებების ჯამი; ბ) პირის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროდუქციის თვითღირებულებ(ებ)ის (ანუ Y-ის) დადგენის მიზნით, გამოიყენება შესაბამისი საქმიანობის სპეციფიკისთვის ყველაზე უფრო ლოგიკური და ადეკვატური მეთოდი, მათ შორის, უახლოესი შესყიდვის ფასი.

  1. ფასნამატების დადგენის წყარო შეიძლება იყოს:

ა) პირველი - სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც იდენტიფიცირებადია პირის რეალიზაცია (შემდგომში - „დოკუმენტური ფასნამატი“); ბ) მეორე - პირთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებ(ებ)ით, კერძოდ ინვენტარიზაციითა და დათვალიერებით, დაფიქსირებული ინფორმაცია (შემდგომში - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“); გ) მესამე - შესადარისი პირის ან ამავე პირის სხვა საგადასახადო შემოწმების მასალები (შემდგომში - „სხვა შემოწმების ფასნამატი“); დ) მეოთხე - შესადარისი მესამე პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (შემდგომში - „მესამე პირების ფასნამატი“); ე) მეხუთე - საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია (შემდგომში - „სხვა ფასნამატი“).

  1. ამა თუ იმ ფასნამატის დადგენილად მიჩნევისთვის სავალდებულოა სარწმუნოდ ჩაითვალოს ფასნამატის დადგენის შესაბამისი წყაროდან მიღებული ინფორმაცია. ამ მიზნით:

ა) „დოკუმენტური ფასნამატის“ ნაწილში - შესაბამისი ჯგუფის იდენტიფიცირებადი რეალიზაციები, აუდიტორის მიერ, სარწმუნოდ უნდა იქნეს მიჩნეული (მაგალითი N06); ბ) „მიმდინარე კონტროლის ფასნამატის“ ნაწილში - არ უნდა არსებობდეს შესაბამის ღონისძიებათა შედეგების ბათილად (გაუქმებულად) გამოცხადების შესახებ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილება ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება ან/და დადგენილება); გ) „სხვა შემოწმების ფასნამატის“ ნაწილში - არ უნდა არსებობდეს შესაბამისი საგადასახადო შემოწმების შედეგების ბათილად (გაუქმებულად) გამოცხადების შესახებ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება ან/და დადგენილება); დ) „მესამე პირების ფასნამატის“ ნაწილში - არანაკლებ 2 შესადარისი პირისგან უნდა იყოს გამოთხოვილი შესაბამისი ინფორმაცია; ე) „სხვა ფასნამატის“ ნაწილში - შესაბამისი ინფორმაციის ნამდვილობა არ უნდა იყოს სადავო.

  1. აუდიტორი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების დაწყების და დასრულების ეტაპზე გაეცნოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  2. ფასნამატის დადგენაში მონაწილეობას არ იღებს:

ა) ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაციები; ბ) არაორდინალურად მაღალი ან/და დაბალი ფასნამატის მქონე ოპერაციები;

  1. ფასნამატების დადგენის დასრულების შემდეგ, ფასნამატები შესაძლოა დადგენილი აღმოჩნდეს, როგორც ყველა წყაროდან და ყველა ჯგუფზე, ისე ცალკეულ წყაროდან და ცალკეულ ჯგუფ(ებ)ზე.

მაგალითი N06 ფაქტობრივი გარემოება შესამოწმებელი პერიოდის კონკრეტულ წელს პირს უფიქსირდება ჯამში 100 000 ლარის თვითღირებულების პროდუქციის რეალიზაცია. მოცემულ პირობებში, დაჯგუფების ეტაპზე, შეიქმნა სხვადასხვა ჯგუფები, მათ შორის, „ერთგვაროვანი“ პროდუქციის ნიშნით, ერთ-ერთ ჯგუფად შექმნა „არაჟნის“ ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს „მსგავსი“ ნიშნით გაერთიანებულ პროდუქციათა, კერძოდ, სხვადასხვა მახასიათებლის მქონე არაჟნების ერთობლიობას. ამასთან, იდენტიფიცირებადი რეალიზაციების გამოცალკევების ეტაპზე, „არაჟნის“ ჯგუფის მთლიანი ღირებულებიდან (3 000 ლარიდან) გამოიყო 7% (210 ლარი). შეფასება და შედეგი დოკუმენტური ფასნამატის დადგენილად მიჩნევის მიზნით, შესაბამისი ჯგუფის იდენტიფიცირებადი რეალიზაციების თვითღირებულება, აუდიტორის მიერ, სარწმუნოდ უნდა იქნეს მიჩნეული. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არაჟნის ჯგუფის იდენტიფიცირებადი რეალიზაციის ნაწილში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მისი გაცნობის და შეფასების შედეგად, აუდიტორის მიერ ჩაითვალა სარწმუნოდ და შესაბამისად დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი.

მუხლი 20. ფასნამატების გამოყენება

  1. ფასნამატების გამოყენება გულისხმობს თითოეულ ჯგუფზე დადგენილი ფასნამატის გავრცელებას ამავე ჯგუფის არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციების მიმართ.
  2. ფასნამატის გავრცელება წარმოებს ფორმულით: GF = G * 1,F საიდანაც: GF არის ფასნამატის გავრცელებით გაზრდილი ჯგუფის ღირებულება (ანუ, არაპირდაპირი მეთოდით გამოთვლილი შემოსავალი), G - ჯგუფის ღირებულება (არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციების თვითღირებულებების ჯამი), ხოლო F - ფასნამატი წარმოდგენილი ათწილადის სახით.
  3. ფასნამატები გამოიყენება შემდეგი რიგითობით:

ა) პირველი - „დოკუმენტური ფასნამატი“; ბ) მეორე - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“; გ) მესამე - „სხვა შემოწმების ფასნამატი“; დ) მეოთხე - „მესამე პირების ფასნამატი“; ე) მეხუთე - „სხვა ფასნამატი“.

  1. ყოველი მომდევნო ფასნამატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ფასნამატის თაობაზე არ მოიპოვება სათანადო ინფორმაცია ან/და ვერ კმაყოფილდება შესაბამისი ფასნამატის დადგენილად მიჩნევის პირობა. ამასთან:

ა) თუ კონკრეტულ წელზე და ჯგუფზე ვერ დგინდება დოკუმენტური ფასნამატი, გამოიყენება ამავე სახეობის ჯგუფზე დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველი წლის უახლოესი სამი წლიდან ერთ-ერთ უახლოეს წელს; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დოკუმენტური ფასნამატი დადგინდა, როგორც განსახილველი წლის წინა წელს, ისე მის მომდევნო წელს, გამოიყენება ამ მომიჯნავე წლების ფასნამატების საშუალო მონაცემი, რომელიც გამოითვლება ამ მეთოდური მითითების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი და ვერც მისი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ ჯგუფზე, განსახილველ წელს, ხოლო, თუ კონკრეტულ წელზე და ჯგუფზე ვერ დგინდება მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, გამოიყენება ამავე სახეობის ჯგუფზე დადგენილი მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველი წლის უახლოესი სამი წლიდან ერთ-ერთ უახლოეს წელს; დ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიმდინარე კონტროლის ფასნამატი დადგინდა განსახილველი წლის ორ მომიჯნავე წელს, გამოიყენება ამ ფასნამატების საშუალო მონაცემი, რომელიც გამოითვლება ამ მეთოდური მითითების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ე) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური და მიმდინარე კონტროლის ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება „სხვა შემოწმების ფასნამატი“, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე; ვ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური, მიმდინარე კონტროლის და სხვა შემოწმების ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება მესამე პირების ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე; ზ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური, მიმდინარე კონტროლის, სხვა შემოწმების და მესამე პირების ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება სხვა ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე.

  1. მიუხედავად ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებისა, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, აუდიტორი უფლებამოსილია ფასნამატები გამოიყენოს შესაბამისი რიგითობის დაცვის გარეშე.
  2. „შერეულ ჯგუფში“ მოქცეული პროდუქციის მიმართ, შესაძლოა გამოყენებული იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფასნამატების საშუალო მონაცემი

მუხლი 21. ფასნამატის მეთოდით გამოთვლილი შემოსავლის გადანაწილება

  1. ფასნამატის მეთოდით გამოთვლილი შემოსავალის გადანაწილება გულისხმობს, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლ(ებ)ის მიკუთვნებას შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე, ამასთან:

ა) დღგ-ის მიზნებისთვის, კონკრეტულ წელზე ფასნამატის მეთოდით გამოთვლილი შემოსავალი უნდა გადანაწილდეს ამავე წლის კალენდარულ თვეებზე, ამავე თვეებში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად; ბ) თუ პირი არ არის დღგ-ის გადამხდელი, შესაბამისი პროპორცია გაანგარიშდება სალარო აპარატის ჩეკების, ბანკის ამონაწერების, ბრუნვითი უწყისების და ა.შ. მონაცემებით; გ) თუ არ მოიპოვება ინფორმაცია შესაბამისი პროპორციის გამოანგარიშებისთვის, რომელსაც ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტები, შესაბამისი შემოსავლის მიკუთვნება მოხდება შესაბამისი კვარტლის ბოლო თვეზე.

  1. მიუხედავად ფასნამატის მეთოდის გამოყენებისა, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები უნდა მიეკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს (წელი/თვე), რომლებშიც მოხდა შესაბამისი შემოსავლ(ებ)ის მიღება.
  2. პირის მიერ შეძენილი მალფუჭებადი პროდუქცია (მაგალითად, ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, პურ-პროდუქტები და ა.შ.) შესაძლებელია რეალიზებულად ჩაითვალოს იმავე კალენდარულ თვეში, რომელშიც განხორციელდა მათი შეძენა.

ქვეთავი 3² - სხვა მეთოდები

მუხლი 22. დანახარჯების მეთოდი

  1. დანახარჯების მეთოდი გულისხმობს შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, პირის შემოსავლების დადგენას.
  2. პირის დანახარჯების შესახებ ინფორმაციაში იგულისხმება პირის მიერ გაწეული ნებისმიერი ხარჯის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, იჯარის ხარჯების, კომუნალური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, საწვავის ხარჯების, საოფისე-საკანცელარიო ხარჯების, შეძენილ-გახარჯული ნედლეულის ან/და მასალების შესახებ და ა.შ.

მაგალითი N07 ფაქტობრივი გარემოება პირთან მიმდინარეობს 2022 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება და დადგენილია შემდეგი: გადასახადის გადამხდელს არა აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია, პირი 2021 წლის 1 თებერვლიდან რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად, მათ შორის, დღგის გადამხდელად. 2022 წლის განმავლობაში მიღებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის (ელ. სასაქონლო ზედნადებების და ელ. ანგარიშ-ფაქტურების) ანალიზით ირკვევა, რომ პირის ფაქტობრივი საქმიანობაა იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოების მართვა, რომლის ფარგლებშიც დაფიქსირებული ჯამური წლიური ფასნამატი (20%), აგრეთვე, დღგ-ის ბრუნვები და ჩათვლები, საგადასახადო ორგანოს შეფასებით (პირის მასშტაბისა და დარგის მაჩვენებლებიდან გამომდინარე), მიჩნეულია არალოგიკურად და არადამაჯერებლად. იხ. მონაცემები:

N

თვე

18% ბრუნვა

დღგ

ჩათვლა

ბიუჯეტი 1 იანვარი 105 000 18 900 15 750 3 150 2 თებერვალი 105 000 18 900 15 750 3 150 3 მარტი 105 000 18 900 15 750 3 150 4 აპრილი 210 000 37 800 31 500 6 300 5 მაისი 210 000 37 800 31 500 6 300 6 ივნისი 210 000 37 800 31 500 6 300 7 ივლისი 210 000 37 800 31 500 6 300 8 აგვისტო 210 000 37 800 31 500 6 300 9 სექტემბერი 210 000 37 800 31 500 6 300 10 ოქტომბერი 105 000 18 900 15 750 3 150 11 ნოემბერი 105 000 18 900 15 750 3 150 12 დეკემბერი 105 000 18 900 15 750 3 150 ჯამი 1 890 000 340 200 283 500 56 700

გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების, კერძოდ, დათვალიერების და ქრონომეტრაჟის მასალებით ირკვევა, რომ შესაბამისი მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას პირი ახორციელებს ავტომატიზებული და მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით, ამასთან, 1 ავტომანქანის რეცხვიდან მიღებული მინიმალური შემოსავალი, 98% შემთხვევაში შეადგენს 4 ლარს. ამასთან, შესაბამისი გაანგარიშებით, რომელიც დაეფუძნა, როგორც ქრონომეტრაჟის მონაცემებს, ისე წყლის მიწოდების (ხარჯვის) შესახებ მიღებულ, სააღრიცხვო დოკუმენტებით (ელ. ანგარიშ-ფაქტურა და ა.შ.) დაფიქსირებულ მონაცემებს, 1 ავტომანქანის რეცხვიდან მიღებული მინიმალური შემოსავალი, 98% შემთხვევაში ასევე შეადგენს 4 ლარს, ამასთან, აღნიშნული გაანგარიშებით, A პირის 2022 წლის დღგ-ის ყოველთვიური 18%-იანი ბრუნვები იზრდება 80%-ით. შეფასება და შედეგი მოცემულ პირობებში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს 2022 წლის საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა განსაზღვროს დანახარჯების მეთოდით და შედეგად, 80%-ით გაზარდოს 2022 წლის დღგ-ის ყოველთვიური 18%-იანი ბრუნვები. იხ. მონაცემები:

N

თვე

18% ბრუნვა

დღგ-ი

ჩათვლა

ბიუჯეტი 1 იანვარი 189 000 34 020 15 750 18 270 2 თებერვალი 189 000 34 020 15 750 18 270 3 მარტი 189 000 34 020 15 750 18 270 4 აპრილი 378 000 68 040 31 500 36 540 5 მაისი 378 000 68 040 31 500 36 540 6 ივნისი 378 000 68 040 31 500 36 540 7 ივლისი 378 000 68 040 31 500 36 540 8 აგვისტო 378 000 68 040 31 500 36 540 9 სექტემბერი 378 000 68 040 31 500 36 540 10 ოქტომბერი 189 000 34 020 15 750 18 270 11 ნოემბერი 189 000 34 020 15 750 18 270 12 დეკემბერი 189 000 34 020 15 750 18 270 ჯამი 3 402 000 612 360 283 500 328 860

მაგალითი N08 ფაქტობრივი გარემოება A პირთან მიმდინარეობს 2022 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება და დადგენილია, რომ შესაბამისი გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი აქვს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციის, მათ შორის, ბუღალტრული აღრიცხვის წარუდგენლობას. ამასთან, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით, მათ შორის, სხვა საგადასახადო შემოწმების მასალებით, აგრეთვე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, ასევე დგინდება შემდეგი: ● A პირის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კარტოფილის ჩიფსების წარმოებარეალიზაცია. ამასთან, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ რეალიზებული კარტოფილის ჩიფსის ნაწილს (≈40%) გადასახადის გადამხდელი თავად აწარმოებს, ხოლო ნაწილის (≈60%) შეძენა ხდება სხვა პირებისგან. ● დოკუმენტური რეალიზაცია არსებითად განსხვავდება ბუღალტრული რეალიზაციისგან. კერძოდ, ბუღალტრულად აღრიცხული, მიწოდებული საქონლის ღირებულება არ ემთხვევა სასაქონლო ზედნადებით განხორციელებული რეალიზაციის თანხებს. ● სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ანგარიშები, მათ შორის, მზა პროდუქციის ანგარიში, თვეების განმავლობაში გამინუსებულია და ამ ფონზე, პირი განაგრძობს პროდუქციის რეალიზაციას. ანუ, აქტიური ანგარიშის გამინუსება არარეალურია. ● სახეზეა საწარმოო დანახარჯების ხელოვნურად გაზრდილი ოდენობით ჩვენება. კერძოდ, წარმოებული ერთი ერთეული (1 შეფუთვა - 70 გრამი) კარტოფილის ჩიფსის თვითღირებულება რიგ შემთხვევაში შეადგენს 1,5 ლარს, რაც დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. ● არსებული აღრიცხვით, შეუძლებელია წარმოებული და შეძენილი კარტოფილის ჩიფსის რეალიზაციის ურთიერთგამიჯვნა. შეფასება და შედეგი ფაქტობრივი გარემოებებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ვინაიდან ცალსახად დგინდება, რომ შესაბამისი სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვას საწარმო არ ახორციელებდა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს 2022 წლის საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა განსაზღვროს დანახარჯების მეთოდით და შედეგად, გაზარდოს 2022 წლის დღგ-ის ყოველთვიური 18%-იანი ბრუნვები.

მუხლი 23. შედარების მეთოდი

  1. შედარების მეთოდი გულისხმობს პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას სხვა შესადარისი პირის შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.
  2. შესადარისია პირი, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში განეკუთვნება განსახილველი პირის სიდიდის კატეგორიას (მცირე, საშუალოს, მსხვილი) და ამავე პერიოდში არანაკლებ 7 პუნქტში ემთხვევა განსახილველი პირისა და შესადარისი პირის შემდეგი მონაცემები:

ა) სამართლებრივი ფორმა; ბ) საქმიანობის სფერო; გ) საქმიანობის ფაქტობრივი ადგილი, შემდეგი რიგითობით: ქალაქი, რაიონი, რეგიონი; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია; ე) დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა; ვ) დღგ-ის ჩათვლები; ზ) იმპორტირებული პროდუქციის საბაჟო ღირებულება; თ) დაქირავებულ პირთა რაოდენობა; ი) გაცემული ხელფასების ოდენობა; კ) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ღირებულება; ლ) საკონტროლო სალარო-აპარატების რაოდენობა; მ) ობიექტების რაოდენობა; ნ) დასაბეგრი ქონების ღირებულება.

  1. გადასახადის გადამხდელის და შესადარისი პირის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ იმ კრიტერიუმებს შორის, რომლებიც გამოისახება თანხობრივ სიდიდეში, დასაშვებია არსებობდეს სხვაობა 10%-ის ოდენობით, ხოლო, იმ კრიტერიუმებს შორის, რომლებიც გამოისახება რაოდენობრივ სიდიდეში - ყოველ 10 ერთეულზე 2 ერთეულის ოდენობით.
  2. შედარების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, სავალდებულოა:

ა) არანაკლებ 20 აქტიური პირის მონაცემის დამუშავება; ბ) არანაკლებ 2 შესადარისი პირის იდენტიფიცირება.

  1. შედარების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში:

ა) გადასახადის გადამხდელზე დასარიცხი თანხები განისაზღვრება შესადარისი პირების მიერ შესადარის პერიოდში, საგადასახადო შემოწმების დაწყების თარიღისთვის წარმოდგენილი დეკლარაციებით ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხების საშუალო ოდენობით, რომლის გაანგარიშებაშიც მონაწილეობას არ იღებს მინიმალური და მაქსიმალური დარიცხვით წარდგენილი დეკლარაციების 2-2 პროცენტი. ბ) თითოეული გადასახადის მიხედვით, ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული საშუალო თანხა, მრგვალდება გადასახადის გადამხდელის კატეგორიის შესაბამისად, კერძოდ, მცირესთვის - ათეულამდე, საშუალოსთვის - ათასეულამდე, მსხვილისთვის - ათიათასეულამდე.

  1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, შედარების მეთოდით დასარიცხი თანხები გამოთვალოს სპეციალური პროგრამული მოდულის საშუალებით.

მუხლი 24. სხვა ალტერნატიული მეთოდი სხვა ალტერნატიული მეთოდი გულისხმობს აუდიტორის პროფესიული ცოდნითა და გამოცდილებით შემუშავებულ, ლოგიკურ და სათანადოდ დასაბუთებულ, პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას ნებისმიერი სხვა მეთოდით.

თავი 4 - სპეციალური წესები მუხლი

მუხლი 25. არსებითობა აუდიტორი უფლებამოსილია პირის საგადასახადო ვალდებულებები არ განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით, თუ: ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავალი ან/და დასაბეგრი ბრუნვა, პირის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული შემოსავლის ან/და დასაბეგრის ბრუნვის 2%-ს არ აღემატება. ბ) ზოგადი ანალიტიკური პროცედურებით ან/და ანალიზით, გადასახადის გადამხდელის მოსალოდნელი სავარაუდო საგადასახადო ვალდებულებები ჯამურად არ იზრდება: ბ.ა) მცირე კატეგორიის გადასახადის გადამხდელთან - 1 000 ლარზე მეტით; ბ.ბ) საშუალო კატეგორიის გადასახადის გადამხდელთან - 10 000 ლარზე მეტით; ბ.გ) მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელთან - 100 000 ლარზე მეტით.

მუხლი 26. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები იმ ხარჯების გათვალისწინებისთვის (აღიარებისთვის), რომელზეც პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია, აუდიტორის მიერ გამოიყენება „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითება და მისი პრინციპები (მიდგომები).

მუხლი 27. გამოთვლილი შემოსავლის საკასო შემოსავლად განხილვა არაპირდაპირი მეთოდით გამოთვლილი შემოსავალი ჩაითვლება საკასო შემოსავლად, რომელიც განიმარტება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად.

მუხლი 28. დავის ეტაპზე წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია დავის განმხილველი ორგანოების მიერ არ გაითვალისწინება დავის ეტაპზე წარდგენილი ის სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან მისი ნაწილი, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი საგადასახადო შემოწმების დროს.

დანართი N1 - ფასნამატების გამოყენების ცხრილი

შესამოწმებელი პერიოდი: 2020, 2021, 2022 წლები და 2023 წლის 1-5 თვე. განსახილველი წელი: თითოეულ ვარიანტში „* “ სიმბოლოთი აღნიშნული წელი. განსახილველი ჯგუფი: „რძის ნაწარმი“.

მეთოდური მითითება „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“

დანართი №11 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №23106 - ვებგვერდი, 04.11.2024წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №24351 - ვებგვერდი, 06.11.2025წ.

სსიპ შემოსავლების სამსახური მეთოდური მითითება

„დებიტორული დავალიანების შესახებ“

თბილისი 2025 წელი

ს ა რ ჩ ე ვ ი

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი მუხლი 2. გამოყენების ვალდებულება და კონტროლი მუხლი 3. ძირითადი პრინციპები მუხლი 4. არარეზიდენტები მუხლი 5. არსებითობა და დამაჯერებლობა მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

  1. „დებიტორული დავალიანების შესახებ“ წინამდებარე მეთოდური მითითება (შემდგომში - მეთოდური მითითება) არეგულირებს საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ არარეზიდენტი პირისთვის საქონლის მიწოდებიდან/მომსახურების გაწევიდან წარმოშობილ დებიტორულ დავალიანებებთან ან/და გადახდილ ავანსებთან დაკავშირებით შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
  2. წინამდებარე მეთოდური მითითება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
  3. ამ მეთოდური მითითების მიზანია საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის დებიტორულ დავალიანებებთან ან/და გადახდილ ავანსებთან დაკავშირებით შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ერთიანი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა.

მუხლი 2. გამოყენების ვალდებულება და კონტროლი

  1. ამ მეთოდური მითითების გამოყენება ევალებათ აუდიტორებს, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, ხოლო, მისი სწორად გამოყენების კონტროლი - საგადასახადო შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე სამმართველოს უფროსებს და მათ მოადგილეებს.
  2. ეს მეთოდური მითითება არ გამოიყენება:

ა) 2017 წლამდე, ხოლო სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში 2024 წლამდე, წარმოშობილი და აუნაზღაურებელი დებიტორული დავალიანების თანხებთან და გადახდილ ავანსებთან მიმართებით; ბ) შემთხვევებზე, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ დებიტორული დავალიანების ან/და ავანსის თანხის თაობაზე შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების ფაქტი, მათ შორის, საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე სასამართლოსთვის მიმართვა, ასევე, შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ქვემდებარე აქტის სააღსრულებლო დაწესებულებისთვის წარდგენა.

მუხლი 3. ძირითადი პრინციპები ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის: ა) დებიტორული დავალიანების ან/და გადახდილი ავანსის იდენტიფიცირება შეიძლება მოხდეს პირველადი საგადასახადო დოკუმენტით (ინვოისი, სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ- ფაქტურა და ა.შ.), ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, საბანკო ამონაწერით, ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტით (ჩეკი, ჩგდ, სალაროს შემოსავლის/გასავლის ორდერი და ა.შ.) და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციით; ბ) გაცემულ ხელფასად განსახილველი თანხების გაანგარიშებისას, სალაროდან სესხის გაცემის, კაპიტალის შემცირების, დივიდენდის განაწილების, ხარჯის გაწევის ან/და სხვა ოპერაცი(ებ)ის ამსახველი დოკუმენტები მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ოპერაციები განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით მოცულ (შესამოწმებელ) პერიოდში და ამავე დროს, შესაბამის ოპერაციაზე სათანადო ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია (სესხის ხელშეკრულება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ, რომელსაც სარწმუნოდ მიიჩნევს საგადასახადო ორგანო) პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე. ამასთან, შესაბამისი დოკუმენტაციის საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული თანხები შესაძლებელია განხილულ იქნეს კაპიტალის შემცირებად, თუ საწარმოს უფიქსირდება შესაბამისი კაპიტალის რაოდენობა; გ) ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხები განიხილება ხელზე გაცემულად და შესაბამისად ექვემდებარება ,,აგროსვას“.

მუხლი 4. არარეზიდენტები

  1. საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისთვის გადახდილი ავანსი დაკვალიფიცირდება, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ამავე საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:

ა) ავანსის გადახდიდან გასულია გონივრული ვადა; ბ) საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე, საწარმოს არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება; გ) საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღამდე არ დასტურდება ავანსის უკან დაბრუნება.

  1. საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისთვის საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანება ჩაითვლება, როგორც ანაზღაურებული მოთხოვნა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდება, როგორც ამავე საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:

ა) დებიტორული დავალიანების წარმოშობიდან გასულია გონივრული ვადა; ბ) საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღამდე არ დასტურდება დებიტორული დავალიანების ანაზღაურება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულია საქონელი, საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე არ დასტურდება ამავე საქონლის უკან დაბრუნება.

  1. ამ მუხლის მიზნებისთვის, გონივრული ვადა შეიძლება იყოს არანაკლებ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვე.

მუხლი 5. არსებითობა და დამაჯერებლობა

  1. აუდიტორი უფლებამოსილია, გადახდილი ავანსების ან/და საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანებების მიმართ არ განსაზღვროს დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები (ოპერაციები არ დაუქვემდებაროს კვალიფიკაციის შეცვლას) თუ ამ მეთოდური მითითების შესაბამისად გადაკვალიფიცირებული თანხების ჯამის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების თანხა არ აღემატება:

ა) მცირე კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში - 1 000 ლარს; ბ) საშუალო კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში - 10 000 ლარს; გ) მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში - 100 000 ლარს.

  1. აუდიტორი უფლებამოსილია ამ მეთოდური მითითების დებულებების მიუხედავად, ოპერაცია (გადახდილი ავანსი/აუნაზღაურებელი დებიტორული დავალიანება) არ დაუქვემდებაროს კვალიფიკაციის შეცვლას სათანადო ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით.
  2. კვალიფიკაციის შეცვლას არ ექვემდებარება დებიტორული დავალიანების ან/და ავანსის ის ნაწილი, რომელიც იმავე შინაარსის ოპერაციებთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკის ან/და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, ლოგიკურად/დამაჯერებლად მიიჩნევა მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობის შემადგენელ აუცილებელ კომპონენტად.

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

  1. თუ გადასახადის გადამხდელს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადახდილი ავანსი დაბეგრილი აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, აღნიშნული ავანსი დაექვემდებარება ამ მეთოდური მითითების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ამ ოპერაციის შესაბამისი მოგების გადასახადის თანხა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დაექვემდებარება ჩათვლას იმ საანგარიშო პერიოდში, რომელ პერიოდშიც დაიბეგრება ხელფასის სახით გაცემულად გადაკვალიფიცირებული თანხები.
  2. ამ მეთოდური მითითების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხების (ოპერაციების) მიმართ შემდგომში არ წარმოიშობა საგადასახადო ვალდებულებები.
  3. თუ შემოწმებით დადგინდა, რომ დებიტორულ დავალიანებად/გადახდილ ავანსად/უიმედო ვალად აღრიცხული თანხები ანაზღაურებულია, აღნიშნული თანხები განხილულ იქნება საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) ანაზღაურების თარიღში გაცემულ ხელფასად.

მეთოდური მითითება „დებიტორული დავალიანების შესახებ“

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01