ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

დოკუმენტის სახე: მეთოდური მითითება — სრული ტექსტი
მუხლები: მუხლი 1 · მუხლი 2 · მუხლი 3
შემოსავლების სამსახურისბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებმეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზესასარგებლო წიაღისეულით მოსარგებლე პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირე

შემოსავლების სამსახურის ბრძანება N 7630 05 აპრილი 2024

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ“ მეთოდური მითითება თანდართული რედაქციით;
  2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 19 ივლისის N 23360 ბრძანება.
  3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ლევან კაკავა სამსახურის უფროსი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ მეთოდური მითითება

მუხლი 1. სასარგებლო წიაღისეულით მოსარგებლე პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული დებულებები რეგულირდება ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 107-ე მუხლით.

მუხლი 2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდეს შემდეგნაირად:

ა) ლიცენზიის მფლობელმა საანგარიშო წლის განმავლობაში დააკორექტირა სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით). მაგალითი 1: ფაქტობრივი გარემოება პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 26 000 მ³. 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია, ხოლო II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 14 000 მ³ მოცულობის ბუნებრივი რესურსი. გადამხდელმა 2021 წლის 1 ივლისს განახორციელა ლიცენზიის ათვისების გეგმის ცვლილება, რომლის შედეგად, მას მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა განესაზღვრა 20 000 მ³ ოდენობით. შეფასება მოცემულ შემთხვევაში: პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად: 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 2021 წლის სასარგებლო წიაღისეულის ათვისების დაკორექტირებული წლიური გეგმით განსაზღვრული ოდენობის ნახევარი 10 000 მ³. 2021 წლის II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 14 000 მ³. ვინაიდან პირმა განახორციელა ათვისების გეგმის დაკორექტირება 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის სავადო თარიღის დადგომამდე და ცვლილების შედეგად, განსაზღვრული მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეიმცირა 20 000 მ³ მოცულობამდე, ამ პერიოდის მიხედვით წარდგენილი გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების დაკორექტირებული წლიური გეგმით განსაზღვრული ოდენობის ნახევარი 10 000 მ³. ხოლო II ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში გადამხდელს უფლება აქვს მოახდინოს გადაანგარიშება და ჯამში მოსაკრებლის გადახდევინებას დაუქვემდებაროს წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა კორექტირების გათვალისწინებით. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ წლის შედეგების მიხედვით გაანგარიშებებში ასახული რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების ამავე წლის გეგმით გათვალისწინებულ მოცულობას და იმავდროულად, ფაქტობრივად მოპოვებული წიაღისეულის ოდენობაც არ აღემატება გეგმურ მოცულობას (დაკორექტირებულს), მოსაკრებლის გადახდევინებას ექვემდებარება წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 24 000 მ³-ს (10 000 მ³ +14 000 მ³), წლის მეორე (ბოლო) საანგარიშო პერიოდის გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 4 000 მ³ (10 000 მ³+14 000მ³-20 000 მ³) რესურსის მოცულობა.

მაგალითი 2: ფაქტობრივი გარემოება პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 26 000 მ³ . 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია, ხოლო II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 14 000 მ³ მოცულობის ბუნებრივი რესურსი. გადამხდელმა 2021 წლის 10 აგვისტოს განახორციელა ლიცენზიის ათვისების გეგმის ცვლილება, რომლის შედეგად, მას მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა განესაზღვრა 20 000 მ³ ოდენობით. შეფასება მოცემულ შემთხვევაში: პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად: 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 2021 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 13 000 მ³. 2021 წლის II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 14 000 მ³. მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელმა წლის მანძილზე განახორციელა ათვისების გეგმის დაკორექტირება და ცვლილების შედეგად, განსაზღვრული მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეიმცირა 20 000 მ³ მოცულობამდე, 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილი გაანგარიშება არ ექვემდებარება გადაანგარიშებას. ხოლო II ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში გადამხდელს უფლება აქვს მოახდინოს გადაანგარიშება და ჯამში მოსაკრებლის გადახდევინებას დაუქვემდებაროს წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა კორექტირების გათვალისწინებით. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ წლის შედეგების მიხედვით გაანგარიშებებში ასახული რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების ამავე წლის გეგმით გათვალისწინებულ მოცულობას და იმავდროულად, ფაქტობრივად მოპოვებული წიაღისეულის ოდენობაც არ აღემატება გეგმურ მოცულობას (დაკორექტირებულს), მოსაკრებლის გადახდევინებას ექვემდებარება წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 27 000 მ³-ს (13 000 მ³ +14 000 მ³), წლის მეორე (ბოლო) საანგარიშო პერიოდის გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 7 000 მ³ (13 000 მ³+14 000მ³- 20 000 მ³) რესურსის მოცულობა.

მაგალითი 3: ფაქტობრივი გარემოება პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 20 000 მ³ 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია, ხოლო II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 25 000 მ³ მოცულობის ბუნებრივი რესურსი. გადამხდელმა 2021 წლის 10 აგვისტოს განახორციელა ლიცენზიის ათვისების გეგმის ცვლილება, რომლის შედეგად, მას მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა განესაზღვრა 30 000 მ³ ოდენობით. შეფასება მოცემულ შემთხვევაში: პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად: 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 2021 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 10 000 მ³. 2021 წლის II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 25 000 მ³. მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელმა წლის მანძილზე განახორციელა ათვისების გეგმის დაკორექტირება და ცვლილების შედეგად, განსაზღვრული მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა გაიზარდა 30 000 მ³ მოცულობამდე, 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილი გაანგარიშება არ ექვემდებარება გადაანგარიშებას. ხოლო II ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში გადამხდელს უფლება აქვს მოახდინოს გადაანგარიშება და ჯამში მოსაკრებლის გადახდევინებას დაუქვემდებაროს წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა კორექტირების გათვალისწინებით. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ წლის შედეგების მიხედვით გაანგარიშებებში ასახული რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების ამავე წლის გეგმით გათვალისწინებულ მოცულობას და იმავდროულად, ფაქტობრივად მოპოვებული წიაღისეულის ოდენობა არ აღემატება გეგმურ მოცულობას (დაკორექტირებულს), მოსაკრებლის გადახდევინებას ექვემდებარება წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 35 000 მ³-ს (10 000 მ³ +25 000 მ³), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 5 000 მ³ ((10 000 მ³+25 000მ³)-30 000 მ³) რესურსის მოცულობა.

მაგალითი 4: ფაქტობრივი გარემოება პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენების) ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 100 000 მ³. · 2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია; · 2021 წლის II კვარტლის საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 15 000 მ³ მოცულობის ბუნებრივი რესურსი; · 2021 წლის III კვარტლის საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 17 000 მ³ მოცულობის რესურსი; · 2021 წლის IV კვარტლის საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 25 000 მ³ მოცულობის რესურსი. გადამხდელმა 2021 წლის 2 აპრილს განახორციელა ლიცენზიის ათვისების გეგმის ცვლილება, რომლის შედეგად, მას მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა განესაზღვრა 80 000 მ³ ოდენობით. შეფასება მოცემულ შემთხვევაში: პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად: ვინაიდან პირმა განახორციელა ათვისების გეგმის დაკორექტირება 2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდის დადგომამდე და ცვლილების შედეგად, განსაზღვრული მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეიმცირა 80 000 მ³ მოცულობამდე, ამ პერიოდის მიხედვით წარდგენილი გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების დაკორექტირებული წლიური გეგმით განსაზღვრული ოდენობის მეოთხედი 20 000 მ³. ხოლო II კვარტლის საანგარიშო პერიოდის და ყოველი შემდგომი პერიოდების მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმური მოცულობის 1/4 კორექტირების გათვალისწინებით, თუ რომელიმე საანგარიშო პერიოდში პირის მიერ ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა არ აღემატება ამ რაოდენობას. აღნიშნულიდან გამომდინარე: 2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 20 000 მ³; 2021 წლის II კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 20 000 მ³; 2021 წლის III კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 20 000 მ³; 2021 წლის IV კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 25 000 მ³. იმის გათვალისწინებით, რომ წლის შედეგების მიხედვით გაანგარიშებებში ასახული რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების ამავე წლის გეგმით გათვალისწინებულ მოცულობას და იმავდროულად, ფაქტობრივად მოპოვებული წიაღისეულის ოდენობა არ აღემატება გეგმურ მოცულობას (დაკორექტირებულს), მოსაკრებლის გადახდევინებას ექვემდებარება წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა კორექტირების გათვალისწინებით. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 85 000 მ³-ს (20 000 მ³ +20 000მ³ +20 000 მ³+25 000 მ³), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 5 000 მ³ ((20 000 მ³+20 000 მ³ +20 000 მ³ + 25 000მ³)-80 000 მ³) რესურსის მოცულობა.

მაგალითი 5: ფაქტობრივი გარემოება პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენების) ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად,მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 100 000 მ³. · 2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია; · 2021 წლის II კვარტლის საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 15 000 მ³ მოცულობის რესურსი; · 2021 წლის III კვარტლის საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 17 000 მ³ მოცულობის რესურსი; · 2021 წლის IV კვარტლის საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 20 000 მ³ მოცულობის რესურსი. გადამხდელმა 2021 წლის 25 აპრილს განახორციელა ლიცენზიის ათვისების გეგმის ცვლილება, რომლის შედეგად, მას მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა განესაზღვრა 80 000 მ³ ოდენობით. შეფასება მოცემულ შემთხვევაში: პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად: 2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 2021 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის მეოთხედი 25 000 მ³, რომელიც არ ექვემდებარება გადაანგარიშებას. ყოველი შემდეგომი სამი კვარტლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება შემდეგი წესით გამოანგარიშებული რესურსის მოცულობა:სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით განსაზღვრული მოცულობას (80 000 მ³) აკლდება 2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში ასახული რესურსის მოცულობა და მიღებული რაოდენობა იყოფა დარჩენილი კვარტლების რაოდენობაზე. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ საანგარიშო რომელიმე საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსი აღემატება ამ წესით გაანგარიშებულ რესურსის მოცულობას, გაანგარიშებაში ასახვას და შესაბამისად მოსაკრებლის გადახდევინებას ექვემდებარება ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა. აღნიშნულიდან გამომდინარე: 2021 წლის II კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 18 333 მ³ (80 000 (ათვისების ძველი გეგმა) -25 000 (I კვარტლის გაანგარიშებით წარდგენილი))/3; 2021 წლის III კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 18 333 მ³ (100 000 (ათვისების ძველი გეგმა) -25 000 (I კვარტლის გაანგარიშებით წარდგენილი))/3; 2021 წლის IV კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 20 000 მ³. იმის გათვალისწინებით, რომ წლის შედეგების მიხედვით გაანგარიშებებში ასახული რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების ამავე წლის გეგმით გათვალისწინებულ მოცულობას და იმავდროულად, ფაქტობრივად მოპოვებული წიაღისეულის ოდენობა არ აღემატება გეგმურ მოცულობას (დაკორექტირებულს), მოსაკრებლის გადახდევინებას ექვემდებარება წიაღის ათვისების გეგმური მოცულობა. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 81 666 მ³-ს (25 000 მ³ +18 333მ³ +18 333 მ³+20 000 მ³), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 1 666 მ³ ((25 000 მ³+18 333მ³ +18 333მ³ + 20 000მ³)-80 000 მ³) რესურსის მოცულობა.

ბ) ლიცენზიის მფლობელმა საანგარიშო წლის განმავლობაში გაასხვისა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. მაგალითი 6: ფაქტობრივი გარემოება პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 26 000 მ³ . 2021 წელის გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია. გადამხდელმა 2021 წლის 21 ოქტომბერს გაასხვისა აღნიშნული ლიცენზია. შეფასება მოცემულ შემთხვევაში: პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად: 2021 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 2021 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 13 000 მ³. 2021 წლის II არასრული ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის (ივლისი-ოქტომბერი) გაანგარიშებაში, რომელიც საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს 2022 წლის 15 იანვრისა, მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 8 666 მ³ (26 000 მ³/12*4). ვინაიდან, ლიცენზიის მფლობელმა სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზია გაასხვისა 2021 წლის 21 ოქტომბერს, ის მოქმედებდა არასრული საანგარიშო წლის მანძილზე, შესაბამისად გეგმური მოცულობა განისაზღვრება თვის ლიმიტის მიხედვით. თუ ამ პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა აღემატება ამავე პერიოდის გეგმიურ მოცულობას, გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა.

მაგალითი 7: ფაქტობრივი გარემოება პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 26 000 მ³ . 2021 წელის გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია. გადამხდელმა 2021 წლის 17 მარტს გაასხვისა აღნიშნული ლიცენზია. შეფასება მოცემულ შემთხვევაში: პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად: 2021 წლის I არასრული ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში (იანვარი-მარტი), რომელიც საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს 2021 წლის 15 ივლისისა მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 6500 მ³ (26 000 მ³/12*3). ვინაიდან, ლიცენზიის მფლობელმა სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზია გაასხვისა 2021 წლის 17 მარტს, ის მოქმედებდა არასრული საანგარიშო წლის მანძილზე, შესაბამისად გეგმური მოცულობა განისაზღვრება თვის ლიმიტის მიხედვით. თუ ამ პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა აღემატება ამავე პერიოდის გეგმიურ მოცულობას, გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა.

გ) პირი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათავისუფლებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან. მაგალითი 8: ფაქტობრივი გარემოება პირი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათავისუფლებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 1 (ერთი) წლის ვადით და უფლება აქვს, მოიპოვოს 200 000 (ორასი ათასი) მ³ საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში). ამავე განკარგულებით პირი ვალდებულია განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა. განკარგულება ძალაში შესულია 2021 წლის 12 იანვრიდან. მოსაკრებლის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება არ წარმოუდგენია. შეფასება მოცემულ შემთხვევაში: ვინაიდან, განკარგულებით პირდაპირ განსაზღვრულია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში, შესაბამისად, პირს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება უნდა წარმოედგინა არაუგვიანეს 2021 წლის 12 თებერვლისა. გამომდინარე იქიდან, რომ პირმა საგადასახადო ორგანოში კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მას სავარაუდო დარიცხვის სახით დაარიცხოს განკარგულებაში მითითებული თანხა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი 2021 წლის 12 თებერვლის სავადო თარიღით.

მაგალითი 9: ფაქტობრივი გარემოება პირი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათავისუფლებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 7 თვის ვადით და უფლება აქვს მოიპოვოს 71 550 (სამოცდათერთმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი) მ³ ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში). განკარგულება ძალაში შესულია 2021 წლის 12 იანვრიდან. მოსაკრებლის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება არ წარმოუდგენია. შეფასება მოცემულ შემთხვევაში: პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად: 2021 წლის I კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში, რომელიც საგადასახდო ორგანოს წარედგინება 2021 წლის 15 აპრილამდე მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 30 664 მ³ ( 71 550/7*3)მოცულობის ქვიშა-ხრეში. 2021 წლის II კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში, საგადასახდო ორგანოს წარედგინება 2021 წლის 15 ივლისამდე მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 30 664 მ³ ( 71 550/7*3)მოცულობის ქვიშა-ხრეში. 2021 წლის III კვარტლის საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში, საგადასახდო ორგანოს წარედგინება 2021 წლის 15 ოქტომბრამდე მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა უნდა აისახოს 10 221მ³ ( 71 550/7*1)მოცულობის ქვიშა-ხრეში. გამომდინარე იქიდან, რომ პირმა საგადასახადო ორგანოში კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მას სავარაუდო დარიცხვის სახით დაარიცხოს 2021 წლის 15 აპრილის სავადო თარიღით დაარიცხოს 30 664 მ³ რესურსის მოცულობის მიხედვით გამოანგარიშებული მოსაკრებლის თანხა; 2021 წლის 15 ივლისის სავადო თარიღით დაარიცხოს 30 664 მ³ რესურსის მოცულობის მიხედვით გამოანგარიშებული მოსაკრებლის თანხა; 2021 წლის 15 ოქტომბრის სავადო თარიღით დაარიცხოს 10 221მ³ რესურსის მოცულობის მიხედვით გამოანგარიშებული მოსაკრებლის თანხა.

დ) ლიცენზიაზე არ არის დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით). მაგალითი 10: ფაქტობრივი გარემოება პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას 2018 წლის 1 მარტიდან 2028 წლის 1 მარტამდე მოქმედების ვადით. ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობა შეადგენს 400 000 მ³. აღნიშნულ ლიცენზიაზე დადგენილ ვადაში არ არის დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით). მოსაკრებლის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება არ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში: საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მოსაკრებლის გადამხდელს სავარაუდო საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში განუსაზღვროს ლიცენზიის ჯამური მოცულობიდან და სავარაუდო დარიცხვის სახით დაარიცხოს კუთვნილი მოსაკრებლის თანხა. კერძოდ, ყოველ ექვსთვიან საანგარიშო პერიოდზე საგდასახადო ვალდებულება განუსაზღვროს 20 000 მ³ (400 000/20 (ექვსთვიანი პერიოდების რაოდენობა) ქვიშა-ხრეშის მოცულობიდან. განხორციელებული სავარაუდო დარიცხვა ექვემდებარება დაკორექტირებას პირის მიერ ლიცენზიაზე დამტკიცებული ათვისების შესაბამისი გეგმის (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით) წარდგენის შემდეგ.

ე) საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მოსაკრებლის ნაწილში იმ შემთხვევებში, როცა სავარაუდო დარიცხვის განხორციელების შემდეგ გადამხდელს დაუმტკიცდა სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა. მაგალითი 11: ფაქტობრივი გარემოება პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას 2021 წლის 4 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედების ვადით. ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობა შეადგენს 100 000 მ³. აღნიშნულ ლიცენზიაზე დადგენილ ვადაში არ არის დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით). მოსაკრებლის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში პირველი ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება არ წარმოუდგენია. საგადასახადო ორგანომ მოსაკრებლის გადამხდელს სავარაუდო საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში განუსაზღვრა ლიცენზიის ჯამური მოცულობიდან და სავარაუდო დარიცხვის სახით დაარიცხა კუთვნილი მოსაკრებლის თანხა. კერძოდ, ყოველ ექვსთვიან საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ვალდებულება განუსაზღვრა 10 000 მ³ (100 000/10 (ექვსთვიანი პერიოდების რაოდენობა) ქვიშა-ხრეშის მოცულობიდან. გადამხდელს 2021 წლის 1 აგვისტოს დაუმტკიცდა ლიცენზიის ათვისების გეგმა, რომლის შედეგად, მას მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა განესაზღვრა 30 000 მ³ ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, გადამხდელს უფლება აქვს 2021 წლის I ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის გაანგარიშება წარმოადგინოს ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, რომლის წარმოდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული სავარაუდო დარიცხვა შეიცვლება შესწორებითი დარიცხვით. ხოლო, 2021 წლის II ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ გაანგარიშებაში უნდა ასახოს და ჯამში მოსაკრებლის გადახდევინებას დაუქვემდებაროს 30 000 მ³ -ის ოდენობის რესურსი (იმ შემთხვევაში თუ ამ პერიოდში მის მიერ ფაქტობრივად მოპოვებული რესურსი არ აღემატება ამ მოცულობას).

ვ) ლიცენზიის მფლობელმა გააუქმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ისე რომ აღნიშნულ ლიცენზიაზე არ არის დამტკიცებული სასარგელო წიაღისეულის შესაბამისი ათვისების გეგმა. მაგალითი 12: ფაქტობრივი გარემოება პირს 2021 წლის პირველი იანვრიდან საკუთრებაში ჰქონდა სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა- ხრეშის) მოპოვების ლიცენზია, რომლის მიხედვით მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა შეადგენდა 100 000 მ³-ს. ლიცენზიის მოქმედების ვადა შეადგენს 10 წელს. 2023 წლის 30 სექტემბერს აღნიშნული ლიცენზია პირს გაუუქმდა ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით (პირის მიმართვის ან სხვა შემთხვევაში), ისე რომ ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ათვისების გეგმა არ დამტკიცებია. შეფასება მოცემულ შემთხვევაში: ვინაიდან, პირს არ ჰქონდა დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ათვისების გეგმა. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმით ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობიდან პირს რესურსი ფაქტობრივად არ მოუპოვებია (შემოწმებით არ დგინდება მის მიერ ბუნებრივი რესურსის მოპოვების აქტი მ.შ. მონიტორინგის დეპარტამენტის ხელთ არსებული ინფორმაციით, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, პირის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით ან/და სხვა მტკიცებულებებით), მას ლიცენზიის ფლობის პერიოდის პროპორციულად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი არ უნდა დაერიცხოს. შესაბამისად, დარიცხული სავარაუდო მოსაკრებლის თანხა ექვემდებარება შემცირებას/გაუქმებას.

ზ) ლიცენზიაზე დადგენილი ვადის დარღვევით დამტკიცებულია სასარგელო წიაღისეულის შესაბამისი ათვისების გეგმა. მაგალითი 13: ფაქტობრივი გარემოება პირს 2021 წლის პირველი იანვრიდან საკუთრებაში ჰქონდა სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა- ხრეშის) მოპოვების ლიცენზია, რომლის მიხედვით მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა შეადგენდა 100 000 მ³-ს. ლიცენზიის მოქმედების ვადა შეადგენს 10 წელს. პირს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ათვისების გეგმა დაუმტკიცდა 2023 წლის 30 სექტემბერს. დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა (100 000 მ³) გადანაწილდა შემდეგნაირად: 2023 წელი - ასათვისებელი რესურსის ოდენობა (მ³ /წელიწადში) 2 000 მ³ ; 2024 წლიდან ლიცენზიის მოქმედების ვადის დასრულებამდე წელიწადში 14 000 მ³. შეფასება მოცემულ შემთხვევაში: ათვისების გეგმის დამტკიცებამდე პერიოდში შემოწმებით თუ არ დგინდება მის მიერ ბუნებრივი რესურსის მოპოვების ფაქტი (მ.შ. მონიტორინგის დეპარტამენტის ხელთ არსებული ინფორმაციით, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, პირის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით ან/ და სხვა მტკიცებულებებით), ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელის დარიცხვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ათვისების გეგმის შესაბამისად. ხოლო, დარიცხული სავარაუდო მოსაკრებლის თანხა ექვემდებარება შემცირებას/გაუქმებას.

თ) ლიცენზიის მფლობელმა გაასხვისა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ისე რომ აღნიშნულ ლიცენზიაზე არ არის დამტკიცებული სასარგელო წიაღისეულის შესაბამისი ათვისების გეგმა, ხოლო ახალ მესაკუთრეს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ათვისების გეგმა დამტკიცებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი რესურსის მთლიანი ჯამური მოცულობაზე. მაგალითი 14: ფაქტობრივი გარემოება პირს 2021 წლის პირველი ნოემბრიდან საკუთრებაში ჰქონდა სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა- ხრეშის) მოპოვების ლიცენზა, რომლის მიხედვით მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა შეადგენდა 100 000 მ³-ს. 2022 წლის 17 სექტემბერს აღნიშნული ლიცენზია გასხვისებულ იქნა - საკუთრებაში გადაეცა სხვა პირს, ისე რომ ლიცენზიის თავდაპირველ მესაკუთრეს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ათვისების გეგმა არ დამტკიცებია. ახალ მესაკუთრეს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ათვისების გეგმით სრულად დაუმტკიცდა ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი რესურსის მთლიანი ჯამური მოცულობა - 100 000 მ³. შეფასება მოცემულ შემთხვევაში: თუ სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმით ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა სრულად დაუმტკიცდა ახალ მესაკუთრეს, და შემოწმებით არ დგინდება თავდაპირველი მესაკუთრის მიერ ბუნებრივი რესურსის მოპოვების ფაქტი (მ.შ. მონიტორინგის დეპარტამენტის ხელთ არსებული ინფორმაციით, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, პირის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით ან/ და სხვა მტკიცებულებებით), მას (თავდაპირველ მესაკუთრეს) ლიცენზიის ფლობის პერიოდის პრპორციულად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი არ უნდა დაერიცხოს. შესაბამისად, დარიცხული სავარაუდო მოსაკრებლის თანხა ექვემდებარება შემცირებას/გაუქმებას.

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01