საშემოსავლო გადასახადი - ელიტ აუდიტი — აუდიტორული, საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება თბილისში | Eaudit.ge

თანამშრომელს სადილით უმასპინძლდები? აი როდის ჩაგითვლიან ხელფასად

ბინის, მიწის თუ სხვა აქტივის გაყიდვა: როდის იბეგრება ნამეტი — საჯარო გადაწყვეტილება №143
გაყიდეთ აქტივი და არ იცით, დაიბეგრება თუ არა მიღებული შემოსავალი? პასუხი სამ ფაქტორზეა დამოკიდებული: რა ტიპის აქტივს ყიდით, რამდენ ხანს გქონდათ საკუთრებაში და გამოიყენებოდა თუ არა ეკონომიკურ საქმიანობაში. ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილება №143 ამ კითხვებს დეტალურად პასუხობს.

ბინა, მიწა თუ კრიპტო გაყიდე? როდის გელოდება საშემოსავლო

ვინ ითვლება საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირად?
საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

რა არის რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი?
რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ფიზიკური პირის, რომელიც აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია აზარტულ თამაშობაზე/თამაშობებზე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.

რა არის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი?
დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, გარდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ცალკეული სახის შემოსავლებისა;

აღნიშნული განაკვეთისგან განსხვავებული განაკვეთით იბეგრება შემდეგი სახით შემოსავალი:

საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება;

ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

ფიზიკური პირის მიერ აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 10 პროცენტით იბეგრება.

რომელი შემოსავლები ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას?
გადახდის წყაროსთან დაბეგვრას ექვემდებარება შემდეგი სახის შემოსავლები:

ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

დივიდენდები;

პროცენტები;

როიალტი, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის მიღებული როიალტისა;

სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა;

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ფიზიკური პირის, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, მიერ 1000 ლარზე მეტი ქონების უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული შემოსავალი;

ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), მიერ მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი.

როგორია საშემოსავლო გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების წესი?
ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე და ამავე ვადაში გადაიხდის კუთვნილ საშემოსავლო გადასახადს.

ფიზიკური პირი, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება აზარტულ თამაშობაზე/თამაშობებზე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობიდან, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხდის კუთვნილ საშემოსავლო გადასახადს.

განსხვავებული წესით იბეგრება საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი.

საქართველოში არსებულ დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას, ასევე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს არ ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება.

მოცემულ შემთხვევაში დაქირავებული პირის მიერ საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

ვის ევალება საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელების გადახდა?
მიმდინარე გადასახდელების გადახდა ევალება მეწარმე ფიზიკურ პირს წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით შემდეგი ოდენობით:

არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.

ფიზიკურ პირს ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში ეკისრება თუ არა საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება?
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საგადასახადო წლის განმავლობაში:

I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;

1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა;

III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება.