ქონების გადასახადი - Eaudit.Ge - ელიტ აუდიტი

შემოსავლები არარეზიდენტ პირებს ქონების გადასახადს ზეპირად დაარიცხავს
შემოსავლების სამსახურმა გააჟღერა ახალი მიდგომა (სიტუაციური სახელმძღვანელო N1434) არარეზიდენტი ფიზიკური პირების(მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის მქონე და არმქონე) ქონების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, როდესაც აღნიშნული ფიზიკური პირები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობენ ნებისმიერ ქონებას და ყოველი წლის 1 ნოემბრამდე თვითონ არ წარადგენენ ქონების დეკლარაციას.

ახალი მიდგომის მიხედვით ნებისმიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, რომელთაც საქართველოს ტერიტორიაზე აქვთ უძრავი ქონება (ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი...) საგადასხადო ორგანო დაარიცხავს სავარაუდო ქონების გადასახადს მის საკუთრებაში არსებული დასაბეგრ ქონებაზე - უმაღლესი განაკვეთით(საბაზრო ღირებულების 0,8%-1%), თუ აღნიშნული არარეზიდენტი ფიზიკური პირები არ დარეგისტრირებიან შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ გვერდზე www.rs.ge და ყოველი წლის 1 ნოემბრამდე არ წარადგენენ ქონების დეკლარაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ საგადასხადო კოდექსის 206 მუხლი პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს, ხოლო თუ აღნიშნული შემოსავალი აღემატება 40 000ლ:

40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ქონების საბაზრო ღირებულების – 0.05%-დან 0.2%-მდე განაკვეთით.

100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ქონების საბაზრო ღირებულების – 0.8%-დან 1%-მდე განაკვეთით.

უნდა აღინიშნოს, რომ არარეზიდენტ ფიზიკურ პირებთან მიმართებით, რეზიდენტებისგან განსხვავებით შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საგადასახადოსთვის არ არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ასეთი არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავლები 100 000 ლარს აჭარბებს, შედეგად შემოსავლების სამსახური იმ არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მაგალისთვისთვის – საქართველოში საკუთრებაში გააჩნიათ ბინა ან სახლი მათ მიერ დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მაქსიმალური განაკვეთის მიხედვით დაბეგრავს (0.8%-დან 1%-მდე) და მოსთხოვს უმაღლესი განაკვეთით დაანგარიშებულ ქონებაზე ქონების გადასახადის გადახდას.

შესაბამისად აღიშნულის გათვალისწინებით სასურველია არარეზიდენტ ფიზიკურმა პირებმა თავადვე მოახდინონ ქონების დეკლარაციის წარდგენა, რომ თავი აარიდონ შემდგომ გართულებს, რაც მდგომარეობს საგადასხადო ვალდებულების დარიცხვასა და შესაბამისი აღსრულების ღონისძიებების გააქტიურებაში, რაც გამოიხატება ქონების და ანგარიშების დაყადაღებით და ასევე საზღვრის კვეთისას შესაბამისი გართულებებით.

აღნიშნული სიტუაციური სახელმძღვანელოს სანახავად დააჭირეთ აქ

საიჯარო აქტივის გამოყენების უფლების ქონების გადასახადით დაბეგვრა
2020 წ 5 მაისს ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა საჯარო გადაწყვეტილება საიჯარო აქტივის გამოყენების უფლების ქონების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“

აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტავს იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომლის მიხედვითად საიჯარო აქტივის გამოყენების უფლებით ფლობა საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის არ წარმოშობს ქონების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულებას

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (ფასს) 16-ის 47-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:

„მოიჯარემ შემდეგი ინფორმაცია ან ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში უნდა წარმოადგინოს, ან გაამჟღავნოს განმარტებით შენიშვნებში:

ა) აქტივების გამოყენების უფლებები სხვა აქტივებისგან განცალკევებით. თუ მოიჯარე აქტივების გამოყენების უფლებებს განცალკევებით არ წარადგენს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, მაშინ მოიჯარემ:

(i) აქტივების გამოყენების უფლებები უნდა ჩართოს ანგარიშგების იმ მუხლში, რომლის შემადგენლობაშიც აისახებოდა შესაბამისი საიჯარო აქტივები იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს საკუთრებაში იქნებოდა; და

(ii) გაამჟღავნოს ინფორმაცია იმის შესახებ, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების რომელ მუხლებში არის ასახული ამგვარი აქტივების გამოყენების უფლებები“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია პირის საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული მატერიალური აქტივის (მაგალითად, შენობა-ნაგებობის) გამოყენების უფლება აღრიცხული ჰქონდეს ფინანსური ანგარიშგების ძირითადი საშუალებების მუხლის შემადგენლობაში.

გასათვალისწინებელია, რომ სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არამატერიალური აქტივი წარმოადგენს ფიზიკური ფორმის არმქონე, იდენტიფიცირებად არაფულად აქტივს, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს მიეკუთვნება: საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია, იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოს დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის სპეციალური უფლებები და სხვა ამგვარი არამატერიალური აქტივები.

სსკ-ის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილი განმარტავს, რომ ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი (ბასს) 16-ის მე-6 პუნქტის მიხედვით, ძირითადი საშუალებები არის მატერიალური აქტივები, რომლებიც:

ა) იმყოფება საწარმოს მფლობელობაში და გამოიყენება: საქონლის ან მომსახურების წარმოებაში ან მისაწოდებლად, იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; და

ბ) გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით გამოსაყენებლად.

ამდენად, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილისა და ბასს 16-ის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ძირითადი საშუალება განმარტებულია როგორც მატერიალური აქტივი.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები. ამასთან, აქტივის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ასახვის საკითხი რეგულირდება და განისაზღვრება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ამრიგად, როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მიხედვით, აქტივის გამოყენების უფლება არ წარმოადგენს მატერიალურ აქტივს და, შესაბამისად, სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნსთვის, არ უნდა იქნას განხილული ძირითად საშუალებად. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელს ამგვარი აქტივები, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აღრიცხული აქვს ძირითადი საშუალებების ჯგუფში, ამ გადამხდელისათვის არ წარმოშობს სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.

ვინ არის ქონების გადასახადის გადამხდელი ?
ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია და არარეზიდენტი საწარმო.

რა განაკვეთით იბეგრება საწარმოს/ორგანიზაციის ქონება?
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამასთან, მხოლოდ უძრავი ქონების საბალანსო ნარჩენი ღირებულება 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე უნდა გაიზარდოს 3-ჯერ, 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ, 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ, ხოლო იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება უნდა გაიზარდოს 3-ჯერ.

აღნიშნული აფასება არ ვრცელდება ისეთ საწარმოზე, რომელიც მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.

რა ვადით შეიძლება გამოიყენოს საწარმომ აუდიტორული ფინანსური ანგარიშგება მის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხვისას?
აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით.

რა ითვლება საწარმო/ორგანიზაციის (გარდა სალიზინგო კომპანიისა) მიერ ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულებად?
ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.

როგორ გამოითვლება სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი?
სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების არა უმეტეს 0.6 პროცენტის ოდენობით.

როგორ გამოიანგარიშება ქონების გადასახადის მიზნებისთვის აქტივების ღირებულება?
ქონების გადასახადის მიზნებისთვის აქტივების ღირებულება გამოიანგარიშება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

რომელი განაკვეთების მიხედვით განისაზღვრება დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება?
დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.

როგორ განისაზღვრება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი?
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.