ფინანსური აუდიტი - ელიტ აუდიტი — აუდიტორული, საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება თბილისში | Eaudit.ge

ინვესტიციების დადასტურება და სხვა მარწმუნებელი მომსახურება
ინვესტიციების დადასტურება

ინვესტიციების დადასტურება აუდიტის შემდეგ მარწმუნებელი გარიგებების ყველაზე მოთხოვნადი და ფართოდ გავრცელებული მომსახურებაა, რომელიც აპრობირებულია, როგორც სახელმწიფო დაწესებულებათა, ისე საერთაშორისო თუ კერძო ორგანიზაციების მიზნებისთვის.

ინვესტიციების დადასტურებისას ჩვენი მიზანია საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებების მოპოვება იმაში დასარწმუნებლად, რომ შესაბამის ინვესტიციებზე ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია ჯეროვნად. შედეგად წარმოვადგენთ დასკვნას, რომელიც სანდოა გამიზნული მომხმარებლებისთვის სასურველი მიზნის მისაღწევად.

სხვა მარწმუნებელი მომსახურება

მარწმუნებელი პროცედურების ჩატარება მხარეთა შეთანხმებით მოიცავს, შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის აუდიტის ჩატარებას მარწმუნებელი გარიგების საერთაშორისო სტანდარტი(ISAE) 3000-ის შესაბამისად, რაც გულისხმობს შესრულების ფაქტის შესახებ მოსაზრების გამოთქმასა და შესაბამისი დასკვნის გაცემას.

მარწმუნებელი გარიგების შესრულებისას ჩვენ მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც წარმოვადგენთ დასკვნას. დასკვნის მიზანია პასუხისმგებელი მხარის გარდა სხვა სავარაუდო მომხმარებლების ნდობის დონის ამაღლება განსახილველ საგანზე.

კომპილაციის მომსახურება და შეთანხმებული პროცედურები
კომპილაციის მომსახურება

ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციებს სურთ გარიგების შესრულების შესახებ სათანადო ანგარიშის მიღება და სჭირდებათ ფინანსური ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენაში დახმარება. ასეთი შემთხვევებისთვის ჩვენ ვახორციელებთ ფინანსური ანგარიშგების კომპილაციის მომსახურებას დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4410-ის შესაბამისად.

რადგანაც კომპილაციური გარიგება არ არის მარწმუნებელი გარიგება, ამგვარი გარიგება ჩვენგან არ მოითხოვს ხელმძღვანელობის მიერ კომპილაციის მიზნებისთვის მოწოდებული ინფორმაციის სისწორისა და სისრულის დამოწმებას, ან მტკიცებულებების შეკრებას აუდიტორული მოსაზრების გამოსახატავად, ან მიმოხილვის დასკვნის ჩამოსაყალიბებლად ფინანსური ინფორმაციის მომზადებასთან მიმართებით.

შეთანხმებული პროცედურები

ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზაციებს ესაჭიროებათ აუდიტორული პროცედურების ჩატარება ფინანსური ანგარიშგების რომელიმე კომპონენტზე ან ფინანსური მონაცემების ცალკეულ მუხლებზე, როგორიცაა, მაგალითად, შემოსავლები ან მთლიანი აქტივები.

შეთანხმებული პროცედურების ჩატარებაზე გარიგების მიზანია, ისეთი აუდიტორული პროცედურების განხორციელება, რომლებზეც აუდიტორი, დაინტერესებული ორგანიზაცია და რომელიმე შესაფერისი მესამე მხარე შევთანხმდებით და წარვადგენთ ანგარიშს აღმოჩენილ ფაქტებზე.

შეთანხმებული პროცედურების ჩატარების შედეგად წარდგენილი დასკვნა აღმოჩენილ ფაქტებზე არ წარმოადგენს არავითარ რწმუნებას. ანგარიშის მომხმარებლები თვითონ აფასებენ ჩვენ მიერ დასკვნაში წარდგენილ პროცედურებსა და აღმოჩენილ ფაქტებს და შესრულებული სამუშაოდან გამოაქვთ საკუთარი დასკვნები.

შეთანხმებული პროცედურების დასკვნა შეზღუდულია იმ მხარეებთან მიმართებით, რომლებთანაც შეთანხმებული იქნა პროცედურები, რადგან მათ, ვინც არ იციან პროცედურების ჩატარების მიზეზები, შეიძლება არასწორი ინტერპრეტაცია მისცენ შედეგებს.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
ფინანსური ანგარიშგების დანიშნულებაა წარმოადგინოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და მაჩვენებლები.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ადასტურებს ფინანსური ანგარიშით წარმოდგენილი შედეგებისა და მონაცემების სისწორესა და სამართლიანობას და ამით უზრუნველყოფს ნდობასა და გამჭვირვალობას კომპანიასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტს იყენებენ:

კომპანიის წილის მფლობელები და აქციონერები, რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართული მენეჯმენტში;
პოტენციური ინვესტორები, რომელთაც სურთ შეაფასონ განსახორციელებელი ინვესტიციის პოტენციალი;
ბანკები და მომწოდებლები, რომლებიც უყურებენ ფინანსურ შესაძლებლობებსა და გადახდისუნარიანობას;
საზოგადოება და დასაქმებული ადამიანები, რომლებიც აფასებენ კომპანიის სანდოობასა და გამჭვირვალობას;
დაინტერესებული ორგანოები, რომლებიც აფასებენ კომპანიის ფინანსურ კეთილსინდისიერებას;
მმართველი პარტნიორები და მფლობელები საფონდო ბირჟებზე კომპანიის წილის გამოტანისთვის.
ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები საერთაშორისო გამოცდილებისა და ლოკალური მოთხოვნების ცოდნის გაერთიანებით, ვადგენთ და ვაფასებთ არსებითი უზუსტობის რისკებს, ვგეგმავთ და ვატარებთ ამ რისკებზე რეაგირებისთვის გამიზნულ აუდიტორულ პროცედურებს და ვკრებთ ისეთ აუდიტორულ მტკიცებულებებს, რომლებიც საკმარისი და შესაფერისი იქნება ჩვენი მოსაზრების გამოთქმისთვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად.

ჩვენი აუდიტის მეთოდოლოგია ეფუძნება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო აუდიტის პროგრამული უზრუნველყოფა ამარტივებს აუდიტის დაგეგმვას, წარმართვასა და დასრულებას ყველა მოთხოვნის დაცვით.

მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებების საფუძველზე ჩვენ გამოვხატავთ მოსაზრებას, შეიცავს თუ არა ფინანსური ანგარიშგება მიზანმიმართულად ან შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას და ვადგენთ აუდიტორის დასკვნას, რომელსაც გამოიყენებს დამკვეთი თავისი მიზნებისთვის.

ჩვენ ვიყენებთ ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტს მარწმუნებელი და სხვა სახის მომსახურების შესრულებისას და ვიცავთ დამოუკიდებლობისა და პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ ეთიკის ყველა ნორმას.

ფინანსური ანგარიშგებისა და შუალედური ფინანსური ინფორმაციის მიმოხილვა

მიმოხილვის მომსახურება წარმოადგენს შეზღუდული რწმუნების გარიგებას, რომელსაც ვახორციელებთ მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტების (მისს) მიხედვით, რაც განსხვავდება დასაბუთებული რწმუნებისგან, როგორიცაა, მაგალითად ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

თავის მხრივ, მიმოხილვის გარიგებები იყოფა ორ ნაწილად:

ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვა (მისს 2400) – ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის გარიგებისას მთავარი მიზანია აუდიტორის მიერ შეზღუდული რწმუნების მოპოვება იმაზე, შეიცავს თუ არა ფინანსური ანგარიშგება მთლიანობაში არსებით უზუსტობას და სამართლიანად წარმოადგენს თუ არა ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის და შედეგების შესახებ.
შუალედური ფინანსური ინფორმაციის მიმოხილვა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ (მისს 2410) –
მიმოხილვა არ უზრუნველყოფს საფუძველს მოსაზრების გამოთქმისთვის იმის შესახებ ასახავს თუ არა ფინანსური ინფორმაცია უტყუარ და სამართლიან თვალსაზრისს, ან წარდგენილია თუ არა სამართლიანად ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, ფინანსური ანგარიშგების სათანადო საფუძვლების შესაბამისად.