მოგება ზარალის და სრული შემოსავლის ანგარიშგება - ელიტ აუდიტი — აუდიტორული, საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება თბილისში | Eaudit.ge

სრული შემოსავლის ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის ანგარიშგება

მოგება-ზარალი და სრული შემოსავლის ანგარიშგება
საწარმომ პერიოდის მთლიანი სრული შემოსავალი უნდა წარადგინოს, ან:

(ა) ერთ სრული შემოსავლის ანგარიშგებაში; ან

(ბ) ორ ანგარიშგებაში – მოგებისა და ზარალის ანგარიშგებასა და სრული შემოსავლის ანგარიშგებაში. ერთი ანგარიშგების წარდგენიდან ორი ანგარიშგების წარდგენაზე გადასვლა, ან პირიქით, მიიჩნევა სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლად და რეტროსპექტულად აისახება.

როგორც მინიმუმ, სრული შემოსავლის ანგარიშგება უნდა მოიცავდეს:

(ა) ამონაგებს;

(ბ) ფინანსურ დანახარჯებს;

(გ) წილს წილობრივი მეთოდით აღრიცხული მეკავშირე საწარმოებისა და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების მოგებაში ან ზარალში;

(დ) საგადასახადო ხარჯს;

(ე) შეწყვეტილ ოპერაციებთან დაკავშირებულ ერთიან თანხას (დაბეგვრის შემდგომი მოგება ან ზარალი, აქტივების გაუფასურება, ან გაუფასურების კომპენსირება, შემოსულობა წმინდა აქტივების გასვლიდან);

(ვ) მოგებას ან ზარალს;

(ზ) სხვა სრული შემოსავლის თითოეულ კომპონენტს დაჯგუფებულს ორ კატეგორიად:

• (i) შემდგომში არ რეკლასიფიცირდება მოგებაში, ან ზარალში (5.4(ბ) (i)-(ii) და (iv)); და

• (ii) შემდგომში რეკლასიფიცირდება მოგებაში ან ზარალში (5.4(ბ)(iii)).

(თ) წილს წილობრივი მეთოდით აღრიცხული მეკავშირე საწარმოებისა და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების სხვა სრულ შემოსავალში;

(ი) სრული შემოსავლის მთლიან თანხას

ანგარიშგების წარდგენა

საწარმომ სრული შემოსავლის ანგარიშგებაში განცალკევებით უნდა წარმოადგინოს პერიოდის მოგება ან ზარალი და პერიოდის მთლიანი სრული შემოსავალი რომელიც მისაკუთვნებელია:

• არამაკონტროლებელ წილზე; და

• სათავო საწარმოს მესაკუთრეებზე.

შეცდომების გასწორებისა და სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილების შედეგი უნდა აისახოს, როგორც გასული პერიოდების რეტროსპექტული კორექტირება და არა როგორც მიმდინარე პერიოდის მოგების ან ზარალის ნაწილი.საწარმომ შემოსავლების ან ხარჯების მუხლები არ უნდა წარადგინოს „განსაკუთრებული მუხლის“ სახით.

ხარჯების ანალიზი

საწარმომ უნდა წარმოადგინოს ხარჯების ანალიზი და ამ მიზნით ხარჯების კლასიფიკაცია უნდა მოახდინოს:

• ეკონომიკური შინაარსის (მაგ. ცვეთა, მასალების შეძენა, ტრანსპორტირების დანახარჯები, დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები ... ), ან

• ფუნქციების მიხედვით (გაყიდული საქონლის თვითღირებულება, რეალიზაციის დანახარჯები, ადმინისტრაციული დანახარჯები...).

არჩევანი უნდა გაკეთდეს იმ მეთოდზე, რომელიც უფრო საიმედო და შესაბამის ინფორმაციას იძლევა.

საწარმოს შეუძლია ერთი, მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგების წარდგენა, სრული შემოსავლის ანგარიშგებისა და საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგების ნაცვლად, თუ საკუთარი კაპიტალის

ცვლილება განპირობებულია მხოლოდ:

• მოგების ან ზარალის ცვლილებით,

• დივიდენდების გაცემით,

• წინა პერიოდების შეცდომების გასწორებითა, და

• სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებით.

საწარმომ მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგებაში დამატებით უნდა წარადგინოს შემდეგი მუხლები:

(ა) გაუნაწილებელი მოგება საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისთვის;

(ბ) საანგარიშგებო პერიოდში გამოცხადებული დივიდენდები;

(გ) წინა პერიოდების შეცდომების გასწორების გათვალისწინებით კორექტირებული გაუნაწილებელი მოგება;

(დ) სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილების გათვალისწინებით კორექტირებული გაუნაწილებელი მოგება; და

(ე) გაუნაწილებელი მოგება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსთვის.

შედარება სრულ ფასს-თან

• უფრო ადვილი ენით არის გადმოცემული, მოიცავს ნაკლებ მითითებებს აღრიცხვის პრინციპების გამოსაყენებლად.

• მსს ფასს-ის თანახმად თუ საწარმოს სხვა სრული შემოსავლის მუხლები არ აქვს შეუძლია წარადგინოს ერთიანი მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება. სრული ფასს ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

• სრული ფასს-ით თუ საწარმო ფუნქციების მიხედვით ხარჯების კლასიფიკაციას იყენებს, უნდა გაამჟღავნოს დამატებითი ინფორმაცია ხარჯების ეკონომიკური შინაარსის შესახებ. მსს ფასს-ით ამგვარი მოთხოვნა არ არსებობს.

• შეწყვეტილ ოპერაციებთან დაკავშირების სრული ფასს უფრო მეტი ინფორმაციის განჟღავნებას ითხოვს ვიდრე მსს ფასს.

ფინანსური ანგარიშგებაში დაშვებული ძირითადი შეცდომები
2019-2020 საანგარიშგებო წლების ფასს სტანდარტებით მომზადებული ანგარიშგების განხილვისას ძირითადად გამოვლინდა შემდგომი შეცდომები:

ფასს 7 - ფინანსური ინსტრუმენტები: განმარტებითი შენიშვნები

განხილული ანგარიშგებების 60%-ში გამოვლინდა ფასს 7 სტანდარტის დარღვევა, კერძოდ:

სავაჭრო მოთხოვნების ანარიცხები

არ იყო წარმოდგენილი სავაჭრო მოთხოვნების ანარიცხების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაცია, ასევე შესაბამისი

სააღრიცხვო პოლიტიკა.

სასესხო ვალდებულებების და რისკების მართვის განმარტებითი შენიშვნები

არ იყო წარმოდგენილი სასესხო ვალდებულებების და რისკების მართვის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაცია.

ბასს 1 - ფინანსური ანგარიშგების წარდგენა

განხილული ანგარიშგებების 43%-ში გამოვლინდა ბასს 1 სტანდარტის დარღვევა, კერძოდ:

განმარტებითი შენიშვნა

დეტალური ინფორმაცია კაპიტალის მუხლების შესახებ განმარტებით შენიშვნაში არ იყო სათანადოდ გამჟღავნებული. ასევე,

განმარტებით შენიშვნაში არასრულად იყო წარმოდგენილი ინფორმაცია შემდგომ მუხლებზე: გადახდილი ავანსების, მიღებული გრანტების, ძირითადი საშუალებების და მასთან დაკავშირებული გადაფასების რეზერვის და ასევე გრძელვადიანი ვალდებულებების შესახებ.

შესადარისი ინფორმაცია

ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების და საინვესტიციო ქონების განმარტებით შენიშვნებში გასული პერიოდის შესადარისი ინფორმაცია არ წარმოადგინა.

მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებების გამიჯვნა

გრძელვადიანი ვალდებულებების მიმდინარე ნაწილი არ იყო გამოყოფილი.

დამატებითი შესადარისი ინფორმაცია

განმარტებითი შენიშვნა დამატებით შესადარის ინფორმაციაზე არ იყო წარმოდგენილი. ბასს 1 სტანდარტის თანახმად, საწარმოს

შეუძლია, ფასს სტანდარტებით მოთხოვნილი მინიმალური შესადარისი ფინანსური ანგარიშგებების გარდა, წარმოადგინოს

დამატებითი შესადარისი ინფორმაცია. თუ საწარმო წარმოადგენს ამგვარ დამატებით შესადარის ინფორმაციასაც, მან ასევე უნდა

წარმოადგინოს ამ დამატებითი ანგარიშგებების შესაბამისი განმარტებითი შენიშვნებიც.

უზუფრუქტით გადმოცემული შენობა-ნაგებობების იჯარა

უზუფრუქტით გადმოცემული შენობა-ნაგებობების იჯარიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი ინფორმაცია გამჟღავნებული. მათ შორის: შეფასებასა და აღიარებაზე.

აქტივებისა და ვალდებულებების ან ხარჯებისა და შემოსავლების ურთიერთგადაფარვა

ურთიერთგადაფარული იყო აქტივების და ვალდებულებების ან ხარჯებისა და შემოსავლების მუხლები, რომლებიც არ იყო

მოთხოვნილი ან დაშვებული რომელიმე სტანდარტით.

სხვა ტექნიკური ხარვეზები

შინაარსობრივ საკითხებთან ერთად გამოვლინდა ტექნიკური ხარვეზებიც, როგორიცაა:

• ძირითადი ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების შეუსაბამო ნუმერაცია;

• ძირითად ფინანსურ ანგარიშგებებში და, რიგ შემთხვევებში, განმარტებით შენიშვნებში მითითებული არასწორი საანგარიშგებო

პერიოდის თარიღი. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც საანგარიშგებო პერიოდი ემთხვევა კალენდარულ წელს, საანგარიშგებო

პერიოდის დასრულების თარიღად, 31 დეკემბრის ნაცვლად, ფიქსირდება მომდევნო წლის 1-ლი იანვარი.

ბასს 24 - დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები

განხილული ანგარიშგებების 17%-ში გამოვლინდა ბასს 24 სტანდარტის დარღვევა, კერძოდ:

განმარტებითი შენიშვნა

განმარტებითი შენიშვნა დაკავშირებულ მხარეთა შესახებ არ იყო წარმოდგენილი.

საბოლოო მაკონტროლებელი მხარე

ინფორმაცია საბოლოო მაკონტროლებელი მხარის შესახებ არ არის გამჟღავნებული (საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა

იურიდიული ან ფიზიკური პირი).

ბასს 16 - ძირითადი საშუალებები